საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე’’- ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია მოეწყო.
აქციაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა.
საერთო ჩართულობით დასუფთავდა ბაღები, ქუჩები და დაწესებულება-ორგანიზაციების მიმდებარე ტერიტორიები.
საავტომობილო და საფეხმავლო გზები.
გია ონიანის თქმით, მსგავსი აქციის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისათვის. აქცია არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და ლენტეხის მერია, ასეთი სახის ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.