
,,დავასუფთავოთ ლენტეხი”
დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის მხარდაჭერით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, გაიმართა აქცია ,,დავასუფთავოთ ლენტეხი’’.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო, მერმა, მერის მოადგილემ, მერიისა და ა(ა)ი.პ-ების თანამშრომლებმა.
დასუფთავდა დაბისა და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრები, სკვერები, ბაღები, სკოლები, ბიბლიოთეკები და მიმდებარე ტერიტორიები.