
გიორგი ნიგურიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა

19 ნოემბერს, გიორგი 25 წლის გახდებოდა.
გიორგი მრავალმხრივ ნიჭიერი ბავშვი იყო – ხატავდა, მღეროდა სამივე ხმაში, უკრავდა ყველა სახის ინტრუმენტზე და ასევე აქტიური იყო სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
წლების განმავლობაში მღეროდა ბავშვთა ანამბლ ,,ლილეში’’.
12 წლის ასაკში იყო აღმსარებელი, მაზიარებელი და სტიქაროსანი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნათია ფარჯიანის მიერ დაწერილი ხატები, ასევე გიორგი ნიგურიანის მიერ, 12 წლამდე შესრულებული ნახატები.
გამოფენას ესწრებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები




