ლენტეხის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაციის პროგრამა წელსაც აქტიურად გრძელდება.
ამჟამად, პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფ. საყდრის სკოლამდელ დაწესებულებას.
სარემონტო სამუშაოების შედეგად მოხდა კარ-ფანჯრების გამოცვლა, მოეწყო ახალი იატაკი, გაილესა და შეიღება კედლები, გაკეთდა ახალი სამზარეულო და საპირფარეშო.
ბაღი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც გამოიწვევს პედაგოგებისა და აღსაზრდელების პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსდა 27 418 ლარით. სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს ,,ვიტორიამ’’.