ახალგაზრდებთან შეხვედრები გრძელდება!
ახალგაზრდებთან შეხვედრები გრძელდება!
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის გია ონიანის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თვითმმართველობის საქმიანობაში ახალაგაზრდობის ჩართულობა და მათი როლის გაზრდაა.
ამ მიზნით, ამჯერად, გია ონიანი ჩიხარეშის, ჟახუნდერისა და თეკალის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე, მოსწავლეებს გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები.
ძირითადად საუბარი იყო გაცვლით პროგრამებზე, სვანეთის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე, სპორტზე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე, ინფორმაცია მიაწოდა ყორულდაშში მიმდინარე სამთო-სათხილამურო ბანაკის მშენებლობაზე, რომელიც მომავალში ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება ტურიზმის განვითარებაში.
საუბარი ასევე, შეეხო Სურვილის შემთხვევაში მოზარდებისთვის სვანური ენის შემსწავლელი კურსების შემოღებას, Რომელიც სულ მალე დაიწყება.
ბავშვებმა საკუთარი მოსაზრებები და საჭიროებები გააცნეს ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამომავლო პროფესიების არჩევანზეც ისაუბრეს.
ამგვარი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და გატარებული სხვადასხვა ღონისძიებების გაცნობასა და ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში.