ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს მერიის ბალანსზე არსებული ორსართულიანი შენობის სრული რეაბილიტაცია, სადაც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები და ა.(ა).ი.პ-ის თანმშრომლები არიან განთავსებული.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შ.პ.ს ,,ბეკა 7’’ ასრულებს., სახელშეკრულებლო ღირებულებით 231,377 ლარის ფარგლებში.
მიმდინარე სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიად ლობჟანიძემ და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა დაათვალიერეს.