|
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29-ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29-ნოემბრის №23 (www.matsne.gov.ge 010250050.35.115.016394 01/12/2023 წ.) დადგენილებაში და დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. შიდა აუდიტის კონტროლისა და ინსპექტირების განყოფილება 1. შიდა აუდიტის განყოფილება ახორციელებს სამსახურის სტრატეგიული და წლიური გეგმებით გათვალისწინებულ შიდა აუდიტორულ შემოწმებას, ადგენს და სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის ანგარიშებს, ახორციელებს წინა აუდიტორული შემოწმების პერიოდში ობიექტისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ამ მიზნით განყოფილება უფლებამოსილია განახორციელოს: ა) მერიის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესისა და საქმიანობის სფეროს აუდიტორული შემოწმება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შემოწმება; გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; დ) მერიის სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურეობრივი კონტროლი, მერიის სისტემაში საჯარო მოხელეთა/თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტების და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადების და საჩივრის შესწავლა, შესაბამისი რეაგირება. მოხელეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ე) მუნიციპალიტეტის მერიის და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა; ვ) მუნიციპალიტეტის მერიის და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ზ) განყოფილების მიერ გაცემული რეკომენდაციები სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა შესაძლოა განხილულ იქნას დაწესებულების მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად; თ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მუნიციპალიტეტის მერიის და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სპეციფიკიდან, ამ დებულებიდან და არ ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, მერიის დებულებასა და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 2. განყოფილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის დავალებით და კოორდინაციით, მონაწილეობს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების, წლიური და სხვა სახის ანგარიშების შემუშავებაში. 3. განყოფილება საქმიანობას ახორციელებს წინამდებარე დებულების, „ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, სტანდარტების და საქართველოს მოქმედი სხვა მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. 4.განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|