ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N10

25 ივნისი 2026 წ.

დაბა ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23-აგვისტოს №15-დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20-ე მუხლის მე-4  პუნქტის  შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23-აგვისტოს №15-დადგენილებით (www.matsne.gov.ge 010260020.35.115.016361 24/08/2022 წ.)  დამტკიცებულ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში და დებულების მე-2  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა.

1.სამსახური შედგება  სამსახურის უფროსის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ხელმძღვანელის მოადგილისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან-ქვედანაყოფის- განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ-განყოფილება) და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა)საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და საორგანიზაციო საკითხების განყოფილება ;

გ) მერიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის  და კოორდინაციის განყოფილება;

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე. მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-12 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების  ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება  მერიის დებულებით, ,, საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.დებულების  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,მუხლი 6. მეორადი სტრუქტურული ერთეული-საქმისწარმოების  და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:

1) სამსახურის საქმისწარმოების  და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება  დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული  კორესპონდეციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;

გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

კ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

ლ) საქმისწარმოებაში ბეჭდების , შტამპების , ბლანკების სათანადო გამოყენებას;

მ) ელექტრონულად დოკუმენტების მიღებას, გაგზავნას და შედგენას; გამართულ ელექტრონულ კომუნიკაციას სახელმწიფო ორგანოებთან.

ნ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;

ო) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;

პ)ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;

ჟ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით  ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით  მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას;

რ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ  ყოველთვიურ პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ს) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;

ტ) საკრებულოსა და მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის  მოძიებასა და სელექციას;

უ) მერიის სამართლებრივი აქტებისა და მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეთათვის.

ფ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას:

2. დებულების   მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით პირველი