ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N05

20 თებერვალი 2025 წ.

დაბა ლენტეხი

 

„ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20-ე მუხლის  მე-4-ე პუნქტის შესაბამისად    ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025 წლის 23-იანვრის N-02  დადგენილებით (www.matsne.gov.ge 010250020.35.115.016425  24/01/2025 წ) დამტკიცებულ   დანართ N-1-ში   შემდეგის მიხედვით:

1. დანართის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლენტეხის  მუნიციპალიტეტის 2025 წლის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  სოციალური  დახმარების  გაცემის წესი“.

2. დანართის მე-5-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. დაბადებიდან შ.შ.მ. პირებზე და 0-18 წლამდე ასაკის რეაბილიტაცია/აბლიტაციის საჭიროების მქონე ბავშვთა ფინანსური დახმარება;

1. დახმარება  მიეცემათ ბავშვობიდან შ.შ.პ.-ს, რომლებიც ვერ ახერხებენ  დამოუკიდებლად გადაადგილებას და  დაავადებული  არიან:

      ა) ცერებრალური დაბლა;

      ბ) დაუნის  სინდრომი;

      გ) ლეიკემია;

      დ) ყრუ-მუნჯი;

      ე) შაქრიანი დიაბეტი I ტიპი.

  დახმარება  გაიცემა  18-წლამდე ყოველთვიურად  100 (ასი)ლარის ოდენობით. 80(ოთხმოცი)ლარის  ოდენობით  იმ ბენეფიციარზე,  რომელიც ვერ გადაადგილდება და სარგებლობს ეტლით, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით;

   თანხა გაიცეს 2024 წლიდან  არსებული ბაზის საფუძველზე და ახალი ბენეფიციარის გამოვლენის შემთხვევაში დახმარების  მიმღებმა  პირმა  მუნიციპალიტეტში  უნდა  წარადგინოს:

ა) წერილობითი  განაცხადი  მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური  სუბსიდიების  სააგენტოდან);

დ) ბანკში გახსნილი პირადი  ანგარიშის  მონაცემები;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.“

3. დანართს დაემატოს მე-51 მუხლი  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 51. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა.

1.დახმარება გაეწევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ რეაბილიტაცია/აბლიტაციას შემდეგი დაავადებების დროს: აუტიზმის სპექტრი, დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლის, განვითარების ეტაპების  შეფერხება და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები. აღნიშნულ კატეგორიას დაუფინანსდება  სარეაბილიტაციო პროცედურები,  წლის განმავლობაში მოთხოვნილი გადასახდელი თანხის  50 %   არაუმეტეს 2000 (ორი ათასი)ლარისა.

დახმარების მიმღები  პირის მშობელმა/ კანონიერმა მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის  პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შშმ პირის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა # IV-100/ა სადაც მითითებული უნდა იყოს ბენეფიციარის ძირითადი დიაგნოზი);

ვ) ხარჯთა-აღრიცხვის დოკუმენტი (ანგარიშ- ფაქტურა/ ინვოისი და კალკულაცია);

ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მერ გაცემული მიმართვა საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

თ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.“

4.დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. ხანდაზმულთა ერთჯერადი ფინანსური დახამრება

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულს მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზემოთ.

დახმარების თანხა განისაზღვრება 90-94 წლამდე 150 (ას ორმოცდაათი)ლარის ოდენობით, 95-99 წლამდე 250 (ორასორმოცდაათი)ლარი და 100 წელს ზემოთ 1000 (ერთი ათასი)ლარის ოდენობით.

  მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ)განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

5 .დანართის მე-10-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. ომის ვეტერანთა დახმარება. 

1.ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირის ოჯახს. თანხა განისაზღვროს 3000 (სამიათასი)ლარის ოდენობით  ერთჯერადად.

 2.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარება.  თანხა განისაზღვროს 2000 (ორიათასი)ლარის ოდენობით, ერთჯერადად.

3.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლების საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანთა დახმარება. თანხა განისაზღვროს  400 ლარის ოდენობით, ერთჯერადად.

4.ჩერნობილის ატომური აფეთქების და 1989 წლის 9 აპრილის დროს დაზარალებულთა დახმარება.  თანხა განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით  ერთჯერადად.

 მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ომის ვეტერნის ან დაზარალებულის მოწმობის  (სტატუსის) ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

6. დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ მართოხელა დედის /მამის ერთჯერადი დახმარება. თანხა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი