|
2025 წლისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ. |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ვ’’ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8 მუხლის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 2025 წლისთვის დანართი N1-ის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N30 (www.matsne.gov.ge 010260020.35.115.016402 01/01/2024 წ.) დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი N-1 |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2024 წლის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
|
|