ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N01

23 იანვარი 2025 წ.

დაბა ლენტეხი

 

,,2025 წლისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს  კანონში ცვლილების  შეტანის თაობაზე საქართველოს  კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge 13/ 12/ 2024 წ.  სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.102434), ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20  მუხლის  შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
   

  ,,2025 წლისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის  27 დეკემბრის N-19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 010260020.35.115.016422 01/01/2025 წ.)   შევიდეს ცვლილება  შემდეგის მიხედვით:

,,1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,2025 წლისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა,  პროფესიულ საჯარო მოხელეთა  და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

2.  დადგენილების  პირველი  მუხლი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი1. დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა   და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით  დასაქმებულ პირთა   რანგირების, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 2025 წლისთვის დანართი N1-ის მიხედვით“.

3.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი N-1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი N-1 თან ერთვის).

 

 

  დანართი N-1

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  პოლიტიკურ თანამდებობის პირთა,  პროფესიულ საჯარო მოხელეთა   და ადმინისტრაციულ  ხელშეკრულებით   დასაქმებულ პირთა  2025 წლის საშტატო ნუსხა  და  თანამდებობრივი სარგოები

 

N

თანამდებობის დასახელება

 რანგი

საშტატო რიცხოვნ ობა

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

 

1

5998

2

საკრებულოს თავმჯდომარის  პირველი მოადგილე

 

1

4535

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

 

2

3950

    4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

 

5

3219

5

 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

3

2926

6

 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

 

6

2341

 

    საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეული - აპარატი

 

 

 

7

საკრებულოს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ხელმძღვანელი - აპარატის უფროსი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

I

რანგი

1

3358

     8

პროფესიული საჯარო მოხელე  - I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III რანგი

6

1898

    9

პროფესიული საჯარო მოხელე  - II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III რანგი

2

1752

 

 

 

 

 

 

 ჯამი

 

     27

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და  მისი მოქმედება  გავრცელდეს 2025 წლის  1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.        

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი