ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N5

18 იანვარი 2024 წ.

დაბა ლენტეხი

 

,,2024 წლისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა,პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის N-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“  და „დ.ე“ ქვეპუნქტების,61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის   „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,2024 წლისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის N-31 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 010260020.35.115.016402 წ.) დამტკიცებულ დანართ N-1-ში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

   დანართი N-1

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2024 წლის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

 

 

N

თანამდებობის დასახელება

რანგი

საშტატო რიცხოვნობა

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

 

1

     5439

 

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

 

1

     3498

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

 

 2

    3138

4

კომისიის თავმჯდომარე

 

5

    2899

 

5

ფრაქციის თავმჯდომარე

 

               3

 

     2660

6

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

 

6

     2048

 

საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეული (აპარატი)

 

 

 

7

საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის (აპარატის) პროფესიული საჯარო მოხელე- პირველადი სტრუქტურული ერთეულის (აპარატის) უფროსი

I-რანგი

1

2660

8

საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის (აპარატის) პროფესიული საჯარო მოხელე - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 III-რანგი

6

1596

9

საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის (აპარატის) პროფესიული საჯარო მოხელე - პირველი

კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

IV-რანგი

 

            

 2

 

 

       1330

 

ჯამი

 

 

 27

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედებით  წარმოშობილი სამართლებრივი  ურთიერთობები  გავრცელდეს  2024 წლის 1 იანვრიდან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი