ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N1

12 იანვარი 2024 წ.

დაბა ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ივნისის N-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული   აქტების  შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20-ე მუხლის მე-4-ე  პუნქტის  შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2023  წლის  28 ივნისის   N-15 (www.matsne.gov.ge 010250050.35.115.016386 01/07/2023 წ. )   დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ    N-1  დანართის   მეორე  მუხლი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 2.   ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა.

საკრებულოს  თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდება  ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს  500( ხუთასი )ლარისა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი