ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N3

18 იანვარი 2024 წ.

დაბა ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28-დეკემბრის N-27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20-ე მუხლის  მე-4-ე  პუნქტის  შესაბამისად  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28-დეკემბრის N-27 (www.matsne.gov.ge 210020030.35.115.016398 29/12/2023  წ ) დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შემდეგი სახით.

1.ინსტრუქციის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6.  მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;

ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს.

გ) თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი  თავის ტერიტორიაზე ან ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.“

2.ინსტრუქციის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო

ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გამცემი არის ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი. ნებართვა გაიცემა მერის ბრძანების საფუძველზე შედგენილი სანებართვო მოწმობის ფორმით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი