ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N27

28 დეკემბერი 2023 წ.

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის  პირველი, მე- 2 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებელი.
მუხლი 2
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და დამტკიცდეს მისი გადახდის ინსტრუქცია დანართი N-1 შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის  ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ლენტეხის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31-დეკემბრის  N-43 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი



დანართი №1
ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით გაცემული დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა- ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.

2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.


მუხლი 2. მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტი
1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.

2.მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი.


მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი (მესაკუთრე) ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.

მუხლი 4. მოსაკრებლის ოდენობა
1.ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის ოდენობა ასაშენებელი/დასანგრევი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის,  ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებისათვის შეადგენს 2(ორ) ლარს, ხოლო კომერციული ობიექტისთვის 3(სამ)-ლარს

2.ისეთი შენონა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისთვის, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2)-ს საანგარიშო ფართობი, II კლასის ობიექტებისთვის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს – 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარს, IV კლასის ობიექტებისთვის – 400 ლარს.

3.ხაზობრივი ნაგებობებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 (ერთი) გრძივ მეტრზე შეადგენს – 1 ლარს.


მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები
1. მოსაკრებელი ჩაირიცხება ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამის სახაზინო კოდზე თანხის შეტანით.

2. მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე.

3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის

ინფრასტრუქტურისა  და არქიტექტურის სამსახური.


მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის გაცემის ორგანო
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;

ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული

ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს.

გ)ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები.


მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის გაცემის ორგანო
ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

მუხლი 8. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი
1. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება ლენტეხის   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.