ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N21

27 ოქტომბერი 2023 წ.

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.115.016266) პირველი მუხლით დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე სადაც იმართება საკრებულოს სხდომა აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება ,,საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.“.

3. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.“.

5. მე-13 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება ან/და შეწყვეტა“;

ბ) პირველი - მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრი უფლებამოსილია შეუფერხებლად შეხვდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი. ამ პუნქტის შესაბამისად გამართული შეხვედრების თაობაზე ინფორმაციას საკრებულოს წევრი ასახავს წლიურ ანგარიშში.“.

7. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.

8. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.

9. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;“;

10. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე – მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.“.

11. მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

საკრებულოს კომისიები“.

12. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ახალი კომისიის შექმნა (მაგრამ არა უმეტეს მთლიანობაში 5 კომისიისა), არსებული კომისიის გაუქმება ან კომისიათა გაერთიანება შესაძლებელია რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილების შეტანის გზით, ამ რეგლამენტის 138-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

13. მე-25 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ რეგლამენტის 331 მუხლის შესაბამისად აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო კომისიის  შემადგენლობიდან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება ამ რეგლამენტის 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“;

ბ)  მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ამ რეგლამენტის 331 მუხლის შესაბამისად აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 103-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.

15. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. 28-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია და განსახილველი მასალები, როგორც წესი, კომისიის წევრებს ეგზავნებათ სხდომამდე არაუგვიანეს 7 დღისა. საკრებულოში ამ ვადის დარღვევით შემოტანილი საკითხი გადაეცემა კომისიის მომდევნო სხდომას.“.

17. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 – 335 მუხლები:

„მუხლი 331. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე

1. კომისია აკონტროლებს მისი დარგობრივი სფეროსთვის მიკუთვნებული საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების, აგრეთვე კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობას.

2. საკრებულოს და კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლის მიზანია მერიის სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება, მათი შესრულების მდგომარეობის და ეფექტიანობის შესწავლა და გაანალიზება, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების, სამართლებრივი აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების იდენტიფიცირება, აგრეთვე მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების განხილვა.

3. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, აგრეთვე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის მიზნით, კომისია უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტები, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვიოს თანამდებობის პირები კომისიის სხდომაზე.

4. კომისია საკუთარ წლიურ სამუშაო გეგმაში მიუთითებს საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის თაობაზე, თუკი ამ აქტის მიღებიდან გასულია სულ მცირე 1 წელი მაინც.

5. კომისია საკრებულოს  ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, აგრეთვე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს ახორციელებს მისი ძალაში შესვლის დღიდან.

6. კომისია მიღებული გადაწყვეტილებების (მათ შორის, სამართლებრივი აქტების) აღსრულების კონტროლის განხორციელების თაობაზე შეიმუშავებს ანგარიშს, რომელშიც მიეთითება შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსი, აღმასრულებელი უწყების მოვალეობები, კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები, გამოვლენილი ხარვეზები, შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.

7. კომისიის წარდგინებით, საკრებულოს  ბიურო  უფლებამოსილია  საკრებულოს  სხდომის  დღის  წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტ(ებ)ის აღსრულების საკითხი.

8. საკრებულოს კომისიის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო შესწორებების შეტანის შესახებ.

9. ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულო აფასებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობას და უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

მუხლი 332. კონტროლი მერიის სამსახურების საქმიანობაზე

1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ მერიის შესაბამისი სამსახურების საქმიანობას, წელიწადში ერთხელ ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს სხდომას განსახილველად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ფარგლებში, მერიის სამსახური ყოველი წლის 1 თებერვლამდე საკრებულოს შესაბამის კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.

3. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მერიის ერთი სამსახურის საქმიანობის ანგარიში შესაძლოა რამდენიმე კომისიამ განიხილოს.

4. კომისია/კომისიები მერიის შესაბამისი სამსახურის წლიურ ანგარიშს განიხილავს ანგარიშის წარდგენიდან 2 თვის ვადაში. კომისია განხილვის შედეგად სამსახურის საქმიანობას აფასებს დადებითად, დამაკმაყოფილებლად ან უარყოფითად, რის თაობაზეც იღებს დასკვნას. არსებობის შემთხვევაში, დასკვნაში აისახება კომისიის რეკომენდაციები შესაბამისი სამსახურის მიმართ.

5. კომისიის წარდგინებით, საკრებულოს  ბიურო  უფლებამოსილია  საკრებულოს  სხდომის  დღის  წესრიგში შეიტანოს მერიის შესაბამისი სამსახურის ანგარიშის მოსმენის საკითხი.

6. საკრებულო კომისიის დასკვნის წარდგენიდან უახლოეს სხდომაზე ისმენს მერიის შესაბამისი სამსახურის ანგარიშს. მოსმენის შემდეგ საკრებულო სამსახურის საქმიანობას აფასებს დადებითად, დამაკმაყოფილებლად ან უარყოფითად, რის თაობაზეც იღებს დასკვნას. არსებობის შემთხვევაში, დასკვნაში აისახება საკრებულოს რეკომენდაციები შესაბამისი სამსახურის მიმართ.

მუხლი 333. თემატური მომხსენებელი

1. საკრებულოს სამართალშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის უკეთ წარმართვის, აგრეთვე საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის და საკრებულოს წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით კომისიის წევრი კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლით დადგენილი წესით არის თემატური მომხსენებელი.

2. თემატური მომხსენებლის სამუშაო სფერო/სფეროები ან მიმართულება/მიმართულებები განისაზღვრება ყოველწლიურად, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად. 

3. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს, მათი ინიციატივის გათვალისწინებით, კომისიის სამუშაო გეგმის ვადით ნიშნავს თემატურ მომხსენებლებად. კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ყოველი სამუშაო სფეროსთვის/მიმართულებისთვის პასუხისმგებელი უნდა იყოს ერთი თემატური მომხსენებელი საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთაგან და, სურვილის შემთხვევაში, ერთი თემატური მომხსენებელი იმ ფრაქციების წევრთაგან და უფრაქციო საკრებულოს წევრთაგან, რომლებიც შედიან ოპოზიციაში. ერთსა და იმავე სამუშაო სფეროში/მიმართულებაში მესამე და ყოველი მომდევნო თემატური მომხსენებლის დანიშვნა დასაშვებია კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

4. თუ კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაო სფეროში/მიმართულებაში არავინ გამოთქვამს თემატურ მომხსენებლად ყოფნის სურვილს, კომისიის თავმჯდომარე თავად განსაზღვრავს თემატური მომხსენებლების ვინაობას.

5. თემატური მომხსენებლების ერთიანი სია, შესაბამისი სამუშაო სფეროს/მიმართულების მითითებით, კომისიების მიხედვით ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

6. თემატური მომხსენებელი ვალდებულია კომისიის კომპეტენციის ფარგლებში არსებული საკითხები (მათ შორის, სამართლებრივი აქტების პროექტები) მისთვის მიკუთვნებული სამუშაო სფეროს/მიმართულების მიხედვით გააანალიზოს და მოამზადოს მოხსენება, რომელსაც საკითხის განხილვისას წარუდგენს კომისიას.

მუხლი 334. თემატური მოკვლევა

1. აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, საკრებულოს წევრთაგან, კომისიის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს.

2. კომისიის წევრი უფლებამოსილია კომისიას წარუდგინოს შემოსული განცხადებების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები. აღნიშნულ საკითხზე/საკითხებზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრის მიერ წარდგენილი აქტუალური საკითხიდან/საკითხებიდან გამომდინარე, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ.

4. თემატური მოკვლევის საკითხი და ინფორმაცია საკრებულოს იმ წევრთა შესახებ, რომლებმაც დაადასტურეს მოკვლევაში მათი მონაწილეობა, წარედგინება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის სურვილი გამოითქვა სხვადასხვა კომისიაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მოკვლევაში მონაწილე საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ.

5. მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა თემატური მოკვლევის ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსება. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საკითხის დასახელებასა და მოკლე აღწერას, ინფორმაციას საკითხზე მომუშავე საკრებულოს წევრის/წევრების შესახებ, აგრეთვე დაინტერესებული პირების მიერ საკუთარი მოსაზრებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესსა და ვადებს.

6. საკითხზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავს მის შესწავლაში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელია საკითხის დამუშავებისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებისთვის, სწავლობს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, უფლება აქვს, ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს საკითხის შესასწავლად საჭირო ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. მოკვლევის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

7. საკითხის მოკვლევის ფარგლებში სავალდებულოა გაიმართოს საკითხის მოსმენა, რომელზედაც მოწვეული იქნებიან დაინტერესებული პირები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რომელსაც უშუალოდ ეხება საკითხი. საკითხის მოსმენის გამართვის შესახებ ინფორმაცია 1 კვირით ადრე ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

8. თემატური მოკვლევის ჯგუფი მოკვლევის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს დასკვნას, რომელიც წარედგინება საკრებულოს ბიუროს ან შესაბამის კომისიას. ეს ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული დასკვნა საკრებულოს ბიუროს წარედგინება, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით თემატური მოკვლევის ჯგუფი სხვადასხვა კომისიის წევრებისგან შედგება ან საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება გენდერული თანასწორობის საბჭომ მიიღო.

10. თუ საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო, თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა წარედგინება კომისიას. კომისია უფლებამოსილია ეს დასკვნა წარუდგინოს საკრებულოს ბიუროს.

11. ბიურო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხი შეიტანოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში. საკრებულოს სხდომაზე საკითხი განიხილება რეგლამენტის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.

12. დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომისია ან საკრებულო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. კომისიის და საკრებულოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ეგზავნება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს და ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

მუხლი 335. კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრება, კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენა

1. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მერი, მერის მოადგილე, მერიის სამსახურის უფროსი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომისიის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია კომისიის სხდომას დაესწროს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთანავე, ფრაქციას კომისიის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს ამ კომისიაში წევრი. წერილობითი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომისიის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი.

3. კომისიის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომისიის მოთხოვნას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს ფრაქციის მიმართვიდან ან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომისიის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომისია მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველსავე სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.

4. კომისიის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს ფრაქციებს/უფრაქციო წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი საკრებულოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

6. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია პერიოდულად შეისწავლის კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით საკრებულოს კომისიები კალენდარული წლის ყოველი 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას უგზავნიან თანამდებობის პირის მიმართვას კომისიის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე.

7. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია ამ მუხლის მე-6 პუნქტით კომისიებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 15 დღეში შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვა კომისიის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.“.

18. 34-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

19. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი

მუხლი 341. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა

1. საკრებულო დროებით სამუშაო ჯგუფს ქმნის მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს.

3. დროებითი სამუშაო  ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივაში მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.

4. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ, არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. საკრებულოს გადაწყვეტილებაში მიეთითება ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საკრებულო აცხადებს შესვენებას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დღესვე, საკრებულოს ბიურო სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით ამტკიცებს კვოტებს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული კვოტების შესაბამისად ფრაქციები და უფრაქციო წევრები დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგენენ კანდიდატურებს. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, მათ შორის, თავმჯდომარეს, იმავე ან მომდევნო დღეს ამტკიცებს საკრებულო განკარგულებით.

7. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებით სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

8. თუ შესაბამისი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა დაუშვებელია. საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით სამუშაო ჯგუფს უწყდება უფლებამოსილება. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

9. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევებში.

10. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ, არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

11. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე. საკრებულო, უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს, ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი.

12. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის გადარჩევა, დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის წარმართვის, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების, დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის, მისი საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესების შესაბამისად.

13. დროებითი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჯგუფის წევრად სათათბირო ხმით შეიძლება მოწვეულ იქნან სხვა პირები, დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით.“.

20. 35-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება, რომლითაც განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

21. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

22. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა.“.

23. 45-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

24. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხმის დამთვლელი დროებითი კომისიისა და სამანდატო დროებითი კომისიების არჩევის  შემდეგ საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;

დ) ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.“.

25. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია და განსახილველი მასალები, როგორც წესი, საკრებულოს წევრებს ეგზავნებათ სხდომამდე არაუგვიანეს 7 დღისა. საკრებულოში ამ ვადის დარღვევით შემოტანილი საკითხი გადაეცემა საკრებულოს მომდევნო სხდომას.“.

26. მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

27. 82-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტის (გარდა რეგლამენტის პროექტისა) ინიციირების (შეტანის) უფლება აქვს:

ა) მერს;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) საკრებულოს წევრს;

დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს, პეტიციის წესით – საკრებულოს დადგენილების პროექტის.“.

28. 87-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი. თუ ეს პირი წარადგენს პროექტს, მერი უნდა ესწრებოდეს სხდომას. თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული იქნა შენიშვნები, თანამოხსენებით გამოდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას.“.

29. 90-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაციები, ან დააყენოს შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.“.

30. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 901 მუხლი:

„მუხლი 901. ბიუჯეტის შესრულების კვარტალური შესრულების მიმოხილვა

1. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.

2. საკრებულოს შესაბამისი კომისია განიხილავს ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მიმდინარეობას და წარუდგინოს საკრებულოს ბიუროს.

3. ბიუროს გადაწყვეტილებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში შეიტანება საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.

4. საკრებულო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მიმდინარეობას იხილავს წარდგენიდან 1 თვის ვადაში და იღებს ცნობად.“.

31. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას.

2. სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“.

32. 110-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) საკითხებთან მიმართებაში დასმული კითხვები და შესაბამისი პასუხები;“.

33. 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 104. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი

1. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც ერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.

2. საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.

3. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის კომისიას (საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. შესაბამისი კომისია (საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.

4. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს შესაბამისი კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

5. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც და უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის წევრი. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.“.

34. 112-ე - 116-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 112. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები

1. საკრებულო, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. საკრებულოს და კომისიების მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებია:

ა) საკრებულოს წევრის წერილობითი და ზეპირი შეკითხვები; 

ბ) ინტერპელაცია;

გ) მერიის თანამდებობის პირებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ანგარიშების მოსმენა;

დ) დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა;

ე) კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრება;

ვ) თანამდებობის პირის საკრებულოს სხდომაზე გამოცხადება;

ზ) წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მოსმენა;

თ) თემატური მომხსენებელი;

ი) თემატური მოკვლევა;

კ) ბიუჯეტის დამტკიცება, ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშების მოსმენა და ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;

ლ) საკრებულოს მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კონტროლი;

მ) საკრებულოს წევრის მიერ აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირებთან შეხვედრები;

ნ) დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

ო) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრება;

პ) მერისთვის უნდობლობის გამოცხადება;

ჟ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება.

მუხლი 113. საკრებულოს წევრის ზეპირი და წერილობითი შეკითხვები

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი შეკითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერს, სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი.

2. წერილობითი შეკითხვის წესით შესაბამისი თანამდებობის პირისგან მოითხოვება  წერილობითი ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ.

3. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, 1 კვირის ვადაში უპასუხონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის შეკითხვას.

4. კითხვის ავტორთან შეთანხმებით წერილობით შეკითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით.

5. წერილობითი შეკითხვის გაგზავნისას, საკრებულოს წევრი უფლებამოსილია შესაბამის წერილში დასვას როგორც კონკრეტული შეკითხვა, ისე გამოითხოვოს დოკუმენტები.

6. ზეპირი შეკითხვის დასმის უფლება საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს, კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომებზე.

7. საკრებულოს წევრის მოთხოვნის შემთხვევაში, თანამდებობის პირი ვალდებულია საკრებულოს წევრის მიერ დასმულ ზეპირ შეკითხვაზე გასცეს წერილობითი პასუხიც.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრებულოს წევრთან შეთანხმებით, პასუხის გაცემის ვადაა სხდომიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული წერილობითი შეკითხვები და მიღებული პასუხები (აგრეთვე, ზეპირ შეკითხვაზე მოთხოვნილი წერილობით პასუხები) ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე, გარდა ისეთი პასუხებისა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. კითხვაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში გადაცილების თაობაზე აღინიშნება მისი გამოქვეყნებისას.

10. საკრებულოს წევრის ზეპირი შეკითხვები და მასზე პასუხები აისახება შესაბამისად, საკრებულოს, კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომის ოქმში.

11. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია კალენდარული წლის 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად საკრებულოს წევრის წერილობით შეკითხვაზე რეაგირების საკითხს. კომისია საკრებულოს წევრის წერილობით შეკითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს. ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

მუხლი 114. ინტერპელაცია

1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს წევრთა არანაკლებ 3 კაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის მერს, მის მოადგილეს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს.

2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს მერის, მისი მოადგილის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაბამის   დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს.

3. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა იყოს ზუსტად და ლაკონური ფორმით ჩამოყალიბებული. მას შეიძლება ახლდეს დასაბუთებაც.

4. ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა ჩაბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და არაუგვიანეს მე-2 დღისა უგზავნის შესაბამის ადრესატს.

5. მუნიციპალიტეტის მერი, მისი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ინტერპელაციის წესით გაგზავნილ შეკითხვაზე წერილობით პასუხს საკრებულოს უგზავნის მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 კვირისა.

6. ინტერპელაციის წესით საკითხი შეიტანება ადრესატის მიერ პასუხის წარმოდგენის შემდეგ ჩანიშნულ საკრებულოს უახლოესი მორიგი სხდომის დღის წესრიგში.

7. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე ფრაქცია ან დეპუტატთა არანაკლებ 3 კაციანი ჯგუფი გამოყოფს მომხსენებელს, რომელიც წარადგენს შეკითხვას. თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

8. შეკითხვის ავტორს შესაძლებელია მიეცეს დამატებით 3 წუთი კითხვის დასაზუსტებლად, ხოლო დამაზუსტებელი კითხვის დასმის შემთხვევაში ადრესატს პასუხის გასაცემად მიეცემა არა უმეტეს 10 წუთისა.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ იმართება დებატები. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან საკრებულოს უფრაქციო წევრები, შემდეგ − ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები. თითოეულ ფრაქციას გამოსვლისთვის მიეცემა არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო უფრაქციო წევრებს - თითოეულს არა უმეტეს 3 წუთისა. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში თავად განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 10 წუთი დასკვნითი გამოსვლისათვის.

10. ინტერპელაციის დასრულების შემდეგ, ინტერპელაციის ავტორის ინიციატივით, საკრებულო კენჭს უყრის საკითხს, გაიცეს თუ არა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ რეკომენდაციები. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითება რეკომენდაციების წარდგენის ვადა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი განკარგულების პროექტის ინიცირების უფლება აქვს რეგლამენტით განსაზღვრულ, სამართლებრივი აქტის ინიცირების უფლების მქონე სუბიექტებს. განკარგულების პროექტი განიხილება და მიიღება რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 115. საკრებულოს ბიუროს მიერ ანგარიშების მოსმენა

1. საკრებულოს ბიურო, საკუთარი გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ ისმენს თვითმმართველობის თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათ პასუხისმგებლობის საკითხს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად, საკრებულოს ბიურო ყოველი წლის იანვარში ადგენს ანგარიშების მოსმენის გრაფიკს. შესაბამისი სამსახურის მოსმენის თარიღი შესაძლოა დაემთხვეს რეგლამენტის 332 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების კომისიის მიერ განხილვის პერიოდს.

მუხლი 116. საკრებულოს მიერ მერის საქმიანობის ანგარიშის განხილვა

1. მერი საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

2. მერი წლიურ ანგარიშს საკრებულოში წარადგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 მარტამდე, ხოლო საკრებულოს მორიგი არჩევნების წელს - შესაბამისი წლის სექტემბერში.

3. მერის ანგარიში ეგზავნება ფრაქციებსა და საკრებულოს უფრაქციო წევრებს.

4. მერის მიერ ანგარიშის წარდგენიდან არაუადრეს 7 დღისა საკრებულოს ბიუროს ანგარიში შეაქვს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში.

5. მერის ანგარიში განიხილება რეგლამენტის 57-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

6. განხილვის შემდეგ საკრებულო იღებს განკარგულებას, რომელშიც მიუთითებს ანგარიშის დამაკმაყოფილებლად, დადებითად ან უარყოფითად შეფასების თაობაზე.

7. მერი საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს. რიგგარეშე ანგარიშის განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3-მე-6 პუნქტები.“.

35. 116-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1161 – 1165 მუხლები:

„მუხლი 1161. საკრებულოს მიერ წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის განხილვა

1. მუნიციპალიტეტის მერი არაუგვიანეს თებერვლისა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ანგარიშს ბიუროს გადაწყვეტილებით განიხილავს შესაბამისი დარგობრივი კომისია/კომისიები. კომისია განხილვის შედეგად შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს ბიუროს.

3. წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიში ბიუროს განსახილველად შეაქვს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.

4. საკრებულო ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშს განიხილავს არაუგვიანეს 1 მაისისა.

5. წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის განხილვის შემდეგ საკრებულო აფასებს ანგარიშს (დადებითი, დამაკმაყოფილებელი, უარყოფითი) და უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოების მიმართ გასცეს რეკომენდაციები.

მუხლი 1162. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კონტროლი

1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია საკრებულოს შესაბამის კომისიას ყოველკვარტალურად წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. კომისია უზრუნველყოფს კვარტალური ანგარიშის დამუშავებას და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს რეკომენდაციას.

2. კომისია  განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას, რომელსაც წარუდგენს ბიუროს.

3. საკრებულოს კომისიის  გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ყოველკვარტალური ანგარიში განიხილება საკრებულოს სხდომაზე.

4. საკრებულოს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს პირველი თებერვლისა, ისმენს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ანგარიში საკრებულოს წარედგინება 1 იანვრამდე.

6. საკრებულო დადებითად, დამაკმაყოფილებლად, ან უარყოფითად აფასებს კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას.

5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საკრებულოს კომისიასა და საკრებულოს ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარუდგინოს იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 1163. თანამდებობის პირის საკრებულოს სხდომაზე გამოცხადება

1. საკრებულო კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომაზე იწვევს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს. თითოეული მათგანი ვალდებულია გამოცხადდეს საკრებულოს სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

2. საკრებულოს სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე კომისიის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი კომისიის ან ფრაქციის წარმომადგენელს თანამდებობის პირის მოწვევის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. საკრებულოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი საკრებულოს წინაშე წარდგება და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისთვის თანამდებობის პირს ეძლევა 30 წუთი.

5. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 30 წამით, დაზუსტების უფლების გარეშე. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი საკრებულოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

6. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლოა გაიმართოს დებატები რეგლამენტის 57-ე მუხლის შესაბამისად. დებატების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

7. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ საკრებულო კენჭს უყრის საკითხს, გაიცეს თუ არა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ რეკომენდაციები. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითება რეკომენდაციების წარდგენის ვადა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი განკარგულების პროექტის ინიცირების უფლება აქვს რეგლამენტის მიხედვით სამართლებრივი აქტის ინიცირების უფლების მქონე სუბიექტებს. განკარგულების პროექტი განიხილება და მიიღება რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 1164. დამოუკიდებელი აუდიტი

1. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3 უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა.

2. დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა ის წრე, რომელიც  უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

3. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი.

4.  დამოუკიდებელი აუდიტის  ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

5. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტზე გასაცემი დავალების (გასაწევი აუდიტორული მომსახურების) ზუსტი შინაარსი.

6. დამოუკიდებელ აუდიტორის შერჩევა ხდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე.

7. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.

8. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება მოწვეული იქნეს არაუმეტეს  წელიწადში ერთხელ.

მუხლი 1165. საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრება

1. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხი ინიციატორი შეიძლება იყოს კომისია ან ფრაქცია. ბიუროს მიერ საკითხი დასკვნისთვის გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას, თუ ეს კომისია არაა საკითხის ინიციატორი.

3. საკრებულო გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.

36. 131-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშში საკრებულოს წევრი უთითებს აგრეთვე რეგლამენტით მისთვის მინიჭებული კონტროლის მექანიზმების გამოყენების თაობაზე.“.

370. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI1 თავი:

„თავი XVI1

ლენტეხის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო

მუხლი 1351. გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის ლენტეხის მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის საბჭოს.

მუხლი 1352. გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქცია

1. გენდერული თანასწორობის საბჭო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობას, სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ხელი უწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას.

2. გენდერული საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი,  ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში საკრებულოს წევრები შედიან ფრაქციათა და უფრაქციო წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპით.

3. საბჭო ვალდებულია  ყოველწლიური  ანგარიში  გამოაქვეყნოს  მუნიციპალიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოს.

4. გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული თანასწორობის საკითხებზე მერიის საქმიანობის კონტროლის მიზნით იყენებს ამ რეგლამენტითა და საბჭოს დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“.

38. 137-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 137. კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები

1. საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვაზე – საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე.

2. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებათ საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობა.

3. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის:

ა) მოწვეულია საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;

ბ) არღვევს საკრებულოს წევრის შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას;

გ) არ ცხადდება საკრებულოს სხდომის მიერ დანიშნულ მოსმენაზე;

დ) საკრებულოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;

ე) არ ასრულებს საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებს და რეკომენდაციებს;

ვ) დაბრკოლებებს უქმნის საკრებულოს წევრს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებათა განხორციელებაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ ასეთ შემთხვევაში სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისია განიხილავს რეგლამენტის დარღვევის ფაქტს და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს საკრებულოს ბიუროს.“.

39. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1371 მუხლი:

„მუხლი 1371. სხვა თანამდებობის პირებზე გამოყენებული რეაგირების ზომები

1. რეგლამენტის დარღვევისათვის საკრებულო მიმართავს რეაგირების შემდეგ ფორმებს:

ა) იღებს განკარგულებას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სათანადო რეაგირების ზომების მისაღებად;

ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიმართავს წარდგინებით მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.

2. საკრებულოს სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის საკრებულოს ან საკრებულოს წევრს ფუნქციების შესრულებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმრებს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი.“.

40. 138-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს რეგლამენტის პროექტის ინიცირების უფლება აქვთ:

ა) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) საკრებულოს ფრაქციას;

გ) საკრებულოს კომისიას;

დ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედს;

ე) მოქალაქეებს პეტიციის წესით.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი