ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N16

28 ივნისი 2023 წ.

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31-მაისის N-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20-ე მუხლის  მე-4-ე პუნქტის შესაბამისად    ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2023 წლის 31-მაისის N-12 დადგენილებაში შემდეგი სახით:

1.დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლის, 771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის,  1461 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის 31 ნაწილის, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლის, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12-მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს’’

2.დადგენილების პირველი მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 5 მუხლით, 77 1 მუხლით, 77 2 მუხლით, 82 5 მუხლით, 146 1 მუხლით, 152 5-152 9 მუხლებით,158 5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ემუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული   სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის–ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართის) №1; "

3.მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1461 მუხლით, 1525 -1529 მუხლებით , 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულებით განსაზღვრული შესაბამისი საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).

4.დადგენილებას დაემატოს  მე-21 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21 ძალადაკარგულად გამოცხადდეს (www.matsne.gov.ge 010250050.35.115.016227  29.08.2017 წ.) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 აგვისტოს  დადგენილება №15.’’

5.დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით:

დანართი №1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55​5 მუხლით, 77​1 მუხლით, 77​2 მუხლით, 82​5 მუხლით,  146​1 მუხლით, 152​5 -152​9 მუხლებით , 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.

მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი

1.წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის  ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1/344 ბრძანების  და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების,შენახვის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების  გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

2.საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1461 მუხლით, 1525-1529 მუხლებით,1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ემუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

3. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 55​5 მუხლით, 77​1 მუხლით, 77​2 მუხლით, 82​5 მუხლით, 146​1 მუხლით, 152​5-152​9 მუხლებით, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთების და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 2​1 ნაწილის შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა(პოლიციის მუშაკი,აღსრულების პოლიციელი) შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“

მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე)

1. საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს აწარმოებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის მე- 4 ნაწილით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი 1 – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) ნაწილი 2 – საჯარიმო ქვითრის ყუა.

4. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.

5. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში: ოქმის შედგენის თარიღი;

ბ) მეორე პუნქტში: ოქმის შედგენის ადგილი;

გ) მესამე პუნქტში: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;

დ) მეოთხე პუნქტში: სამართალდამრღვევის მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი);

ე) მეხუთე პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ვ) მეექვსე პუნქტში: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით;

ზ) მეშვიდე პუნქტში: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები:

თ) მერვე პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება:

ი) მეცხრე პუნქტში: მიმღები მოლარეб საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი ოქმის შემდგენელი თანხის  ბანკის დაწესებულების მიმღები მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც  გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა.

6. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი,  საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის  კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.

7. საჯარიმო ქვითარი უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს  მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

8. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს, კერძოდ:

ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაისფერი დასხივებისას ანათებს;

ბ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.

გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე.

9. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

10. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდამრღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-  განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

11. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად.

12. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

13. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში.

მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგება

1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისათვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი.

3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.

4. საჯარიმო ქვითრის ბლანკები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.

5. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრის ბლანკების გაცემა ხორციელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.

7. ამ მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის  ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით.

8. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი და შავი ბურთულიანი კალმით.

9. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

10. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

11. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.

მუხლი 4. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა

1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, მისი შედგენიდან 10-დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული დადგენილების თანამდებობის პირთან გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს მერიის  ადმინისტრაცია და ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს.

3. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

მუხლი 6. ჯარიმის გადახდა

1. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30-დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმის თანხა.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ლენტეხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყონებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

მუხლი 7. ვადების ათვლა

 

წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი