ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N12

31 მაისი 2023 წ.

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლის, 771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის, 1354, 1461 მუხლის, 1502 მუხლის, 1503 მუხლის, 1511მუხლის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 1539 მუხლის, 1583 მუხლის, 1584 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის 31 ნაწილის, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლის, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12-მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1. დამტკიცდეს:
 

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით , 1525-1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ემუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის –ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართის) №1;

ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა  (დანართი №2;

გ) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

(დანართი )N-3;

დ) საჯარიმო ქვითრის–ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი) N-4;

დ)გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების ჩამოწერის ფორმა (დანართი) №5;

ე) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი) N 6


მუხლი 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1525 -1529 მუხლებით 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის –ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულებით განსაზღვრული შესაბამისი საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).

ძალადაკარგულად გამოცხადდეს (www.matsne.gov.ge 010250050.35.115.016227) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2017 წლის 23 აგვისტოს  დადგენილება №15

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 


ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი



დანართი N-1
 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1525 -1529 მუხლებით 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის –ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი


მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის , მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის  ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე ‘’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31-აგვისტოს N1/345 ბრძანების, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31-აგვისტოს N1/344 ბრძანების  და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების,შენახვის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების  გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

1.საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით , 1525-1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ემუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

2.საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 555 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 1354, 1461 მუხლით, 1502 მუხლით, 1503 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით , 1525-1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლით, 1583 მუხლით, 1584 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ემუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით.აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში,თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთების და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსება საჯარო მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის ,გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.’’


მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები
საჯარო მოხელეები საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე)

1.საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს აწარმოებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის მე- 4 ნაწილით, 198-ე მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი 1 – საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) ნაწილი 2 – საჯარიმო ქვითრის ყუა.

4. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.

5. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში: ოქმის შედგენის თარიღი;

ბ) მეორე პუნქტში: ოქმის შედგენის ადგილი;

გ) მესამე პუნქტში: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;

დ) მეოთხე პუნქტში : სამართალდამრღვევის მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი);

ე) მეხუთე პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ვ) მეექვსე პუნქტში: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით;

ზ) მეშვიდე პუნქტში: მოწმის( ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები:

თ) მერვე პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა განმარტება:

ი) მეცხრე პუნქტში: მიმღები მოლარე: საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ოქმის შემდგენელი: თანხის  ბანკის დაწესებულების მიმღები მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც  გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა.

6. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი,  საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის  კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.

7. საჯარიმო ქვითარი უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს  მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

8. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს, კერძოდ:

ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაისფერი დასხივებისას ანათებს;

ბ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.

გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე.

9. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

10. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმოქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდამრღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-  განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

11. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად.

12. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

13. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში.


მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგება
1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისათვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი.

3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.

4. საჯარიმო ქვითრის ბლანკები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.

5. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრის ბლანკების გაცემა ხორციელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.

7. ამ მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის  ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით.

8. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი და შავი ბურთულიანი კალმით.

9. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

10. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

11. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.


მუხლი 4. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების

ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა
1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, მისი შედგენიდან 10-დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული დადგენილების თანამდებობის

პირთან გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს მერიის  ადმინისტრაცია და ამზადებს შესაბამის

სამართლებრივი აქტის პროექტს.

3. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის

შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.


მუხლი 6. ჯარიმის გადახდა
1. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30-დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმის თანხა.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ლენტეხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყონებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.


მუხლი 7. ვადების ათვლა
წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.


დანართი N-2

ნაწილი 1

  საჯარიმო ქვითარი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000

1) ოქმის შედგენის თარიღი: --------------------------- 2) შედგენის ადგილი: ----------------------

(რიცხვი, თვე, წელი) (მისამართი)

3) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი:

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

4) სამართალდამრღვევის მონაცემები:

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

(პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის

საიდენტიფიკაციო კოდი)

5) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: ------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

6) პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქ. კანონის

------------------------------------- მუხლის ---------------------------- ნაწილით, რაც ითვალისწინებს

ჯარიმას ------------------------------------------------------------------------------ლარისოდენობით.

7) მოწმის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები: -----------------------------------------

8) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: --------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

9) მიმღები მოლარე: -------------- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ----------------------

ოქმის შემდგენელი: --------------------------------------- მოწმე ან სხვა პირი: ------------------------

                    (ხელმოწერა) (სტატუსი, ხელმოწერა)

სამართალდამრღვევი: ------------------------------------------------------------------------------------

(ხელმოწერა, ხელმოწერაზე უარის თქმა ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის შესახებ აღნიშვნა)

 

           ნაწილი ll                                            საჯარიმო ქვითრის ყუა

                                                                            № - 000000

ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.

1. -------------------------------------------------------

(გადამხდელის სახელი, გვარი)

2. --------------------------------------------------------

(გადამხდელის მისამართი)

3. ----------------------------------------------------------

                       (ჯარიმის ოდენობა)

4. საქ. კანონის ----------------- მუხლის ---- ნაწილი

5. ----------------------------------------------------------

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

6. ----------------------------------------------------------

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

7. მიმღები მოლარე: ---------------------------------------

8. შემომტანი: -------------------------------------------

თარიღი: -----------------------------------------------------

                                   (რიცხვი, თვე, წელი)

საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო  მიღებული გადაწყვეტილება.

    მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ ( ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, მის.: დ. ლენტეხი, თამარ მეფის ქ. №24).

 


დანართი N-3
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

 

N

საჯარიმო ქვითრის გაცემის თარიღი

 

საჯარიმო ექსკლუზიური

N-დან

 

ქვითრის ნომერი

N-ის ჩათვლით

გაცემული საჯარიმო ქვითრის რაოდენობა

საჯარიმო ქვითრის მიმღების სახელი გვარი

ხელმოწერა მიღებაზე

გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი

შენიშვნა

1

2

 3

 4

5

6

 7

 8

 9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი N-4

საჯარიმო ქვითრის–ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  სარეგისტრაციო ჟურნალი

 

საჯარიმო ქვითრის ნომერი

 

 

ქვითრის შედგენის ადგილი

ქვითრის

შემდგენლის

გვარი, სახელი,

თანამდებობა

სამართალ დამრღვევი

პირის

მონაცემები

სამართალდარღვევის არსი(მიეთითოს ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)

გატარებული

ღონისძიებები

შენიშვნა

1

2

3

 4

5

 6

 7

  8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი N-5

გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის ფორმა

აქტი № -----

გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის  ---------------20--------წელი

მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური

საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი, რაოდენობა,თარიღი, ჩამოწერის საფუძველი, შენიშვნა

 

საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური №

 რაოდენობა

   თარიღი

ჩამოწერის საფუძველი

 

             1

              2

                3

            4

           5

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების –ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს:

 

საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

 

პასუხისმგებელი პირი ---------------------------------------------

 

 



დანართი N-6

სააღსრულებო ფურცელი №

 

--------------ს/ფ გაცემის თარიღი -------------------------აღსრულების ფურცლის გამცემი

სააღსრულებო ფურცელი გაიცა

მიმართ ----------------------------- დამრღვევის გვარი, სახელი პ/ნ ან იურიდიული პირის სახელწოდება და

საიდენტიფიკაციო ნომერი

----------------------------------- სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი -------------------------------------

 

 

---------------------------------------------------------------------------------------------

            (დარღვევის სახეობა (დეტალურად) და ობიექტის მისამართი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)

 

 

----------------------------- ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი ----------------------------

 

(სანქციის დასახელება აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები) --------------------------------

 

კრედიტორი ---------------------------------------

 

რეკვიზიტები---------------------------

 

კრედიტორის რეკვიზიტები

მოვალე:

რეკვიზიტები:

მოვალეს რეკვიზიტები: (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი)

------------------------------ ხელმომწერი პირი: