ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N2

31 იანვარი 2023 წ.

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,,ნორმატიული აქტების შესახებ“   საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-  ზედამხედველობის სამსახურის დებულება".
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29-მაისის №11 (www.matsne.gov.ge 010250050.35.115.016320 01/06/2020 წ) დადგენილებით დამტკიცებული ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- - ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულება.“
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი



დანართი N-1
  ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის ზედამხედველობის სამსახური
 

1. ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ–სამსახური) არის ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს კონტროლს ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის, რეკლამის/აბრის განთავსების, გარე ვაჭრობის და დასუფთავების წესების დარღვევაზე.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ლენტეხის  მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

5. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას ახორციელებს

მუნიციპალიტეტის მერი.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
 

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება განისაზღვრება მერიის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად.

7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება

ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონტროლისა და ინპექტირების განყოფილება


მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
 

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე კონტროლის განხორციელება;  ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე კონტროლის განხორციელება;

გ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

დ) მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელება;

ე) ისტორიისა და კულტურის ძეგლების, გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო პირობების დაცვაზე სათანადო კონტროლის განხორციელება;

ვ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზომების განხორციელება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედგენა;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;

თ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრება;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, რომლის უზრუნველსაყოფადაც უფლებამოსილია შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;

კ) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;

ლ) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

მ) პროექტის, სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის განხორციელებას, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;

ნ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ო) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება დადგენილი წესით, წინადადებების მომზადება მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

პ) მიმწოდებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობის დადგენა, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით ერთობლივი დოკუმენტაციის გადაცემა შესაბამისი სამსახურისათვის;

ჟ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში (წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე) სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და საჭირო პროცედურების განხორციელება;

რ) მერიის სხვა სამსახურებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ;

ს) სამშენებლო პროცესის კონტროლი, დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მიმოწერის განხორციელება და დარღვევის აღმოფხვრის კონტროლი;

ტ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების კონტროლი;

უ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმის მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერისა და ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.


მუხლი 4. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

1.ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერი.

2.ზედამხედველობის სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია ლენტეხის  მერის წინაშე.

3. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ე) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და გასცემს დავალებებს. ისმენს ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ზ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე;

თ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

კ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 5. სამშენებლო საქმიანობის  ზედამხედველობის განყოფილება 
 

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზაოგადოებრივ ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე.

ბ) კონტროლს სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობაზე. არსებული წესების დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემაზე.

გ) კონტროლს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე.

დ) კონტროლს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა- გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე.

ე) კონტროლს ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე.

ვ) კონტროლს მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობაზე.

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.

თ) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას.

ი) კონტროლის განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც უფლებამოსილია შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე .

კ)მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის  პროექტთან შესაბამისობის დადგენა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, სამუშაოების შესრულებაზე გადაწყვეტილების შემთხვევაში სათანადო დოკუმენტაციის მომზადება

ლ) კონტროლს ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრვი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე.

მ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე ზედამხედველობას და კონტროლს.

ნ) ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობას და კონტროლს.

ო) პროექტის, სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის განხორციელებას, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას.

პ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმის მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებას.


მუხლი 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისა  და უნებართვო საქმეთა კონტროლის   განყოფილება.
 

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს;

ბ) სამშენებლო პროცესის კონტროლს  და დარღვევის აღმოფხვრის კონტროლს;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების და ვადების კონტროლს;

დ) დამრღვევი ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას;

ე) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსის, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზომების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში სამართალდარღვევოს აქტის შედგენას;

ვ) დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამრღვევისთვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრებას;

ზ)მოქმედი კანომდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღრული სხვა  ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.