ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N1

31 იანვარი 2023 წ.

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1

დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი 1-ის მიხედვით.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 010250020.35.115.016346, 31/01/2022 წ.) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28-იანვრის  №01 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი



დანართი N-1
ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  2023 წლის  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  მოსახლეობის  ჯანმრთელობის  დაცვა  და სოციალური  უზრუნველყოფის  წესი:

მუხლი 1. პროგრამის სერო  და მიზანი
  1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებული და მუდმივად  მცხოვრები მოსახლეობის  ჯანმრთელობისა და  სოციალური  უზრუნველყოფის პროგრამა  განსაზღვრავს  ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი  მოსახლეობისთვის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ოდენობასა  და გაცემის წესს.
  2. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის მიზანია- ეკონომიურად  შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მძიმე სენით დაავადებულთა, ვეტერანთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა, ხანდაზმულთა, მრავალშვილიანი ოჯახებისა და  მარტოხელა მშობლის,   ფინანსური დახმარება.

მუხლი 2. ბენეიციარის (დახმარების მიმღების)  მიერ სოციალური დახმარების  მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა              
  1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი (დახმარების მიმღები) წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის  მერს.
  2. მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადების რეგისტრაციას.
  3. მუნიციპალიტეტში  შემოსულ  განცხადებებს  ამოწმებს  ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახური (შემდგომში სამსახური) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და აღმოჩენილი  ხარვეზის  შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად.

 


მუხლი 3. სოციალური  დახმარების ქვეპროგრამები
 

სოციალური დახმარების ქვეპროგრამებია:

ა)  სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება;

ბ)  ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება ;

გ)  სტიქიური მოვლენების (ხანძრის)  შედეგად დაზარალებულთა დახმარება;

დ)  ომის ვეტერანთა  ფინანსური დახმარებები;

ე)  სარიტუალო მომსახურეობა;

ვ) უშემოსავლო ოჯახების ფინანსური დახმარება;

ზ) მარტოხელა დედების/მამების ფინანსური დახმარება;

თ) დაბადებიდან შ.შ.მ. პირებზე  ფინანსური დახმარება;

ი) მრავალშვილიანი ოჯახების ( 3 და მეტი შვილი)  ფინანსური დახმარება.

კ)  დიალიზზე დამოკიდებულ ბენეფიციართა დახმარება;

    ლ) მიესთენია გრავისით დაავადებულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება;

  მ) უშემოსავლო ოჯახების ფინანსური დახმარება;


მუხლი 4. სამედიცინო  მომსახურეობის დაფინანსება
1. სხვადასხვა სახის მძიმე ოპერაციების  (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ქირურგიული, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

2. სხვადასხვა სახის  სამედიცინო  გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს  400  (ოთხასი) ლარისა.

თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოიშვა ამ დებულებით განსაზღვრული მუხლი -  4-ის  პირველი და მეორე პუნქტებით, ფულადი დახმარება გაიცემა იმ პუნქტით, რომელიც თანხობრივად მეტია.

დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი  ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება  მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ -ფორმა  N-100/ა ,  გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;

დ) ანგარიშფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან  ჩატარებული მკურნალობის შესახებ, ქვითარი წარმოდგენილი უნდა იყოს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ არაუმეტეს 60  კალენდარული დღის განმავლობაში;

 ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

 ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ;

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლენტეხის       მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დაავადებული არიან:

ა)  ეპილეფსიით; 

 ბ)  პარკინსონით;

 გ) თავის ტვინის სისხლის მოიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის იშემიური და  ჰემორაგიული ინსულტი;

დ) შაქრიანი დიაბეტით - ტიპი 1 , მძიმე მიმდინარეობით  გართულებები მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;

ე) ღვიძლის ციროზი, ასციტი;

ვ) ონკოლოგიური დაავადებები   მე-3, მე-4 კლინიკური ჯგუფი. ქიმიო თერაპიის და სხივური თერაპიის პერიოდი  (ფორმა 100  ონკო-ცენტრიდან შევსებული ონკოლოგის მიერ);

 ზ) ცერებრალური დამბლა და პარალიზებული სინდრომებით დაავადებული პაცინეტები;

 თ) გულის იშემიური დაავადებები (გულის უკმარისობა  მე-2, მე-3 არისხი);

 ი) სასუნთქი  გზების  ქრონიკული  დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა  მე-2 ხარისხით.

 კ) თირკმლის დაავადებები მძიმე  მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული  უკმარისობით  მე-3, მე-4 სტადია.

 ლ) უსინათლო ინვალიდები.

 მ) შიზოფრენია.

ოჯახს  დახმარება  გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 100-დან 200 ლარამდე, აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევაში თუ სამედიცინო  ფორმა 100/ა შევსებულია  სპეციალიზებულ სამედიცინო  დაწესებულებაში.

დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი  ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

 ა) განცხადება  მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) დიაგნოსტიკური კვლევის დოკუმენტაცია და მის საუძველზე შექმნილი ფორმა 100/ა, გაცემიდან  6 თვის ვადაში.

 დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

  ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 4.   დახმარება  მიეცემათ ბავშვობიდან შ.შ.პ.-ს , რომლებიც ვერ ახერხებენ  დამოუკიდებლად გადაადგილებას და  დაავადებული  არიან:

 ა) ცერებრალური დაბლა;

 ბ) დაუნის  სინდრომი;

  გ) ლეიკემია;

 დ) ყრუ-მუნჯი;

 ე) შაქრიანი დიაბეტი I ტიპი;

 ვ) ცელიაკია.

დახმარება  გაიცემა ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით იმ ბენეფიციარზე რომელიც ვერ გადაადგილდება და სარგებლობს ეტლით, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით;

 დახმარების  მიმღებმა  პირმა  მუნიციპალიტეტში  უნდა  წარადგინოს:

 ა) წერილობითი  განაცხადი  მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

 ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;

 გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური  სუბსიდიების  სააგენტოდან);

 დ) ბანკში გახსნილი პირადი  ანგარიშის  მონაცემები;

 ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

 5. ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები,  დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების  მოცულობა განისაზღვრება თვეში  100 (ასი) ლარის ოდენობით, ტრანსპორტის  ხარჯებისათვის  იმ  ქალაქში , სადაც სარგებლობს  სახელმწიფო დაფინანსების  პროგრამით  ,,დიალიზი  და  თირკმლის  ტრანსლაცია“.

პროგრამაში ჩართვის  მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა –№100/ა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც უტარდება დიალიზი;

 დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

 ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები, მიესთენია გრავისით დაავადებული     პაციენტი ფინანსდება  ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.    

პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა - N 100/ა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც უტარდება მკურნალობა;

გ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ)განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე)მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;   

7.ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მძიმე ავადმყოფს, რომელიც არის მწოლიარე და რომელთა ასაკი განისაზღვრება 80 წელს ზევით. 100 (ასი) ლარის ოდენობით.

პროგრამაში ჩართვის  მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა (ფორმა –№100/ა)  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 


მუხლი 5. ხანდაზმულთა  და მარტოხელა ბენეფიციართა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
 

1.მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით.

დახმარების თანხა განისაზღვრება  90-94 წლამდე  150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, 95 დან 99 წლამდე  250 (ორას ორმოცდაათი)  ლარი და 100 წლის ზევით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 მუნიციპალიტეტში  წარსადგენი დოკუმენტაციაა:

ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება  მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში  მუდმივად მხოვრები პირის სტატუსი.

 

2.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა მარტოხელა მოქალაქეს, რომელთა ასაკი  განისაზღვრება  65 წელს ზემოთ და მათი შემოსავალი არის მხოლოდ სახელმწიფო პენსია და სოციალური დახმარება.   თანხა განისაზრვროს  100 (ასი) ლარის ოდენობით;

  მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

  ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის მიერ გაცემული ცნობა მარტოხელობის შესახებ;

  გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

  დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

  ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.  


მუხლი 6. სტიქიური მოვლენების (ხანძრის)  შედეგად დაზარალებულთა  და უსახლკარო ოჯახების დახმარება
 

1. ფინანსური დახმარება  გაეწევა ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  ხანძრის შედეგად უსახლკაროდ  დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც  ამავე მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი  სახლი;

 ხანძრის შედეგად უსახკლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი  ფინანსური დახმარება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო  ოჯახს რომლის საცხოვრებელ სახლსაც ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

      დაზარალებულმა ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში  უნდა წარადგინოს:

       ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

      ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

      გ) აქტი სახანძრო-სამაშველო დაწესებულებიდან სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ;

      დ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

      ე) განმცხადებლის საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;

      ვ)მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

        2. თანხა გაიცემა იმ უსახლკარო ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი სხვადასხვა მიზეზის გამო (სტიქია, მეწყერი, ხანძარი და ა.შ) ამ ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს 100 (ასი) ლარის

       უსახლკარო ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

      ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

      ბ) განმცხადლების პირადობის მოწმობის ასლი;

      გ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი;

  დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების (უსახლკარობის) შესახებ;

     ე)მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მუხლი 7. ომის ვეტერანთა დახმარებები
 

 1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა  საქართველოს თავისულებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში დაღუპული ეროვნული გმირის ოჯახს. თანხა   განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

  2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარება, თანხა განისაზღვროს 400(ოთხასი) ლარის ოდენობით.

  დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

   ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე;

   ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;

   გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერნის მოწმობის ასლი;

   დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) კავშირს;

   ე) გარდაცვალების მოწმობა;

   ვ) საბანკო რეკვიზიტები;        

   ზ) განმცხადებლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი;

 3.საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისთვისათვის,  თავისუფლების საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანთა დახმარება- თანხა განისაზღვროს 200(ორასი)ლარის ოდენობით;

   დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

    ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე;

    ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;

    გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერნის მოწმობის ასლი;

    დ) საბანკო რეკვიზიტები;                                                                      

     ე) განმცხადებლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი;


მუხლი 8. სარიტუალო მომსახურეობა
 

1.ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო    მომსახურეობა:

ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ    პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურეობა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;

ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურეობა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;

მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა)დაკრძალვის  ხარჯის მიმღები პირის  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (ბენეფიციარის გარდაცვალებიდან ერთი თვის ვადაში);

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 დ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე)ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობის და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეულ ხარჯების თაობაზე.

  ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში


მუხლი 9. უშემოსავლო ოჯახების  დახმარება.
 

1.მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახს, რომელიც ამ წესში მოყვანილ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება (არ აქვს არანაირი შემოსავალი: პენსია, სოციალური დახმარება და  ხელფასი)   და      დახმარების    მომენტში   სხვადასხვა   მიზეზების გამო განიცდის უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად. თანხა განისაზღვროს 300 (სამასი)ლარის ოდენობით.

 დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს :

 ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

 ბ) განმცხადებლის პირადობის  მოწმობის ასლი;

 გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, არცერთის არსებობის შემთხვევაში;

 დ)მაღალმთიან  დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი;     

  ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გასნილ პირად ანგარიშზე;


მუხლი 10. ოჯახებისა და ბავშვების დახმარება
 

1. ფინანსური დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ მარტოხელა დედას/მამას, რომლის შვილი რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (18 წლამდე ასაკის),  ერთჯერადად 300 (სამასი)  ლარის  ოდენობით.

 დახმარების მიმღებმა  - განმცხადებელმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

         ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

          ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

         გ)შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

         დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;

         ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

          ვ) მარტოხელა დედის/მამის სტატუსი;

 

   2.მუნიციპალიტეტის ადგილობრივ  ბიუჯეტიდან  გაიცემა     შემდეგი სახის  დახმარება:

 ა) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 შვილი (18 წლამდე )  - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი    ერჯერადად;  4 შვილი - 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად;  5   შვილი  და ზევით  ყოველთვიურად  ბავშვზე  20 ( ოცი) ლარი;

       დახმარების მიმღებმა პირმა -  მშობელმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

       ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

       ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

       გ) ბავშვების დაბადების მოწმობის  ასლები;

       დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;

       ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.


მუხლი 11. კომისია
  1. შშმ პირების ერთჯერად ფინანსურ დახმარებებზე შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალური დახმარების გამცემი კომისია, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი.
  2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს  სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
  3. კომისია იკრიბება თვეში ერთხელ და ამზადებს დასკვნას.

მუხლი 12. კომისიის სხდომის ოქმი
  1. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
  2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას.
  3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

 


მუხლი 13. სოციალური დახმარების  გაცემის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
  1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
  2.  წინამდებარე წესის ბენეფიციართა დახმარება შეიძლება გაიცეს სოციალური კომისიის ოქმის გარეშე-ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი (ბრძანებით) აქტით.

 


მუხლი 14. დახმარების  გაცემის წესი.
  1. სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შედგენილი მერის  ბრძანების  ასლი,  რომლითაც  დამტკიცებულია  ბენეფიციართა  პერსონალური  შემადგენლობა,  მისამართი  და  თანხა,  იგზავნება  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურში.
  2. თანხა  გაიცემა  უნაღდო  ანგარიშწორებით.

მუხლი 15. წესში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანა
 
  1. სამსახური უზრუნველყოფს  ყოველთვიური  დახმარების  მიმღებთა  ოჯახებში მომხდარი ცვლილებების  სისტემატურ  შემოწმებას, რის  საფუძველზე  შეაქვს  შესაბამისი  შესწორებები (დახმარების დანიშვნა, გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა  საქმეში.  ცვლილებებში  იგულისხმება  ბენეფიციართა  ახალი  ოჯახების  გამოვლენა ან  გაუქმება, ოჯახის  წევრთა  მატება-კლება, ბავშვების  სრულწლოვანების  დადგენა  და ა.შ.
  2. ინფორმაცია  დახმარების  ახალი  დანიშვნის ან შეწყვეტის  შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის  მიერ  ეგზავნება  მუნიციპალიტეტის  მერს ხელმოსაწერად  კონტიგენტის  მონაცვლეობის  სიებთან  ერთად.
  3. წინამდებარე  წესში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანა  ხდება  მოქმედი  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით.