ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N19

15 სექტემბერი 2022 წ.

დაბა ლენტეხი

 

,,2022 წლისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20-ე მუხლის  მე-4-ე პუნქტის შესაბამისად    ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,2022 წლისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის N-18 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 010260020.35.115.016344   01/01/2022)

დამტკიცებულ დანართში და დანართი  N-1-ის   IX-თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

  დანართი N-1

 

N

 

სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობების დასახელება

რანგი

საშტატო რიცხოვნობა

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

IX

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

 

 

 

1

მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 

I რანგი

 

1

 

2200

2

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე  II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III რანგი

3

 

1300

 

სულ

 

4

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 01 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი