ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N14

23 აგვისტო 2022 წ.

დაბა ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28-იანვრის N-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის , ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  20-ე მუხლის  მე-4-ე პუნქტის შესაბამისად   ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
   შევიდეს ცვლილება  ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის  2022  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის  დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge0102250020.35.115.016346.31.01.2022წ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2022 წლის 28-იანვრის N-1 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შემდეგის მიხედვით:

1.დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. ომის ვეტერანთა დახმარებები

 

1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა  საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500(ხუთას) ლარს.

2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;

გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) კავშირს;

ე) გარდაცვალების მოწმობა;

ვ) საბანკო რეკვიზიტები;

ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.’’

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი