ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N13

23 აგვისტო 2022 წ.

დაბა ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22-ივლისის N-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის , ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  მე-20-ე მუხლის  მე-4-ე პუნქტის შესაბამისად   ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  შევიდეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22-ივლისის N-12 დადგენილებაში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით.

1.დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,გ.ბ“  ქვეპუნქტის , 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2.დადგენილების მე-2-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (w.w.w.matsne.gov.ge 010260020.35.115.016252 31/01/2018წ)  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25-იანვრის N-10 დადგენილება.

3.დანართი N-1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის დებულება“.

4.დანართის მე-2-ე  მუხლში ნუმერაცია ,,1“ ამოღებულ იქნას.

5.დანართის მე-4-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

6.დანართის მე-4-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის ,,კ“-ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ.ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს“.

7.დანართის მე-4-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის ,,ლ“-ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ.ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ“.

8.დანართის მე-5-ე  მუხლში ნუმერაცია ,,1“ ამოღებულ იქნას.

9.დანართის მე-7-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 7. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება.

 განყოფილება უზრუნველყოფს:

 ა). მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას.

 ბ). ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯვის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას.

გ). მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან.

დ). მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას.

 ე). მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას.

ვ). მოქმედი კანონმდებლობით,მერის  დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას“.

10.დანართის მე-8-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.

განყოფილება უზრუნველყოფს:

 ა). საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა ინვენტარიზაციას.

 ბ). საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას.

გ).მუნიციპალური ქონების აღწერა, ინვენტარიზაციას, მოვლა -პატრონობას.

დ). საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

ე). საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას.

ვ). საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას.

ზ). საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა სახით სარგებლობის წესების დაცვას.

 თ). მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებ

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი