ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტის მერის მიმართვა ლენტეხლებს! მთელ ქვეყანაში და რა თქმა უნდა,ჩვენი რაიონისთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია მძიმე გამოწვევად იქცა,რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი. გთხოვთ, და მოგიწოდებთ ყველას,დაიცვათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული რეკომენდაციები და რეგულაციები.(ატაროთ პირბადე,დაიცვათ სოციალური დისტანცია,მოერიდოთ ერთად თავშეყრას,დაიცვათ პირადი ჰიგიენა). როგორც ექიმი, ვიცი თუ რა ძალისხმევა, ენერგია, სიმამაცე, 24 საათიანი დაუღალავი შრომა და ხშირად,საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უჯდებათ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ებრძოლონ პანდემიას და გადაარჩინონ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე. ჯანდაცვის სფეროს რესურსიც არ არის ამოუწურავი და ჩვენ მოქალაქეობრივ და პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული შევამციროთ პანდემიის მასშტაბურობა და და ხელი შუწყოთ,დავიცვათ და გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯამრთელობა. ჩვენს პატარა რაიონში პანდემიის გავრცელება და COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი კრიტიკულ ზღვარზეა და კიდევ ერთხელ,მოგმართავთ თხოვნით,დაემორჩილოთ რეგულაციებს. სიმპტომების გამოვლენის ან კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში,დაუყონებლივ დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკოთ 112-ში.და რაც მთავარია,COVID-ინფექციის დადასტურების შემთხვევაში არ აყვეთ პანიკას და მიყევით ოჯახის ექიმის მითითებებს. გისურვებთ ჯამრთელობას! მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი!