ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაერთიანებული ბაგა-ბაღების ერთობლივი ძალისხმევით, გრძელდება კორონა ვირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოები.
დეზინფექცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა ბაგა-ბაღს. სპეციალური სითხით დამუშავდა, როგორც სააღმზრდელო ოთახები, ასევე, სველი წერტილები, სამზარეულო ბლოკები, საწყობები და ღია ბლოკები.
გრიპის ვირუსის გამო, სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გახანგრძლივდა 1 აპრილამდე.
სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, სხვა საჯარო დაწესებულებებში და თავშეყრის ადგილებში.