ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის თხოვნა და მიმართვა ლენტეხელებს და მუნიციპალიტეტში შემომსვლელ ყველა მოქალაქეს!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონა ვირუსი (COVID-19) გამოაცხადა პანდემიად, რაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მოითხოვს შესაბამის მკაცრ ღონისძიებების გატარებას.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში პანიკის საფუძველი არ არის, მერია და შესაბამისი უწყებები მოქმედებს მთავრობის განკარგულებებისა და რეგულაციების საფუძველზე, რომელთა შესრულებაც კრიტიკულად აუცილებელია.
დარღვევების შემთხვევაში,მოქმედებს შესაბამისი ჯარიმები და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისა და შეჩერების მიზნით, მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები და აკრძალვები: დაიხურა რერსტორნები და კვების ობიექტები და გადავიდნენ მხოლოდ მიტანის სერვისის მომსახურებაზე. ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს სურსათის მაღაზიები, რომლებიც ვალდებული არიან ყოველდღიურად ჩაატარონ დეზინფექცია. დაიკეტა სპორტული კომპლექსები, გადაიდო კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
შეიზღუდა თავშეყრის ადგილებში 10-ზე მეტი მოქალაქის შეკრება, რომლებიც ასევე ვალდებული არიან დაიცვან 1 მეტრის რადიუსის დისტანცია.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმოძრავებს შეზღუდვებით ( დღეში მხოლოდ ერთი სამარშუტო ტაქსი ქუთაისის მიმართულებით და პირიქით). ქელეხებში და ქორწილებში შეიზღუდა 50 კაცზე მეტის თავშეყრა.
დაკეტილია მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა თავშეყრის ადგილები.
მერიაში შეიზღუდა მოქალაქეთა მიღება, განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევების გარდა.
მერის, ბადრი ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით,შექმნილ კომისიას, მერის წარმომადგენლებისა და ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარებთან ერთად, დაევალა ყოველდღიურად მკაცრად აკონტროლონ და აღრიცხონ თვითიზოლაციაში მყოფი პირები და მუნიციპალიტეტში შემომსვლელი მოქალაქეები.
მოგეხსენებათ, მერია გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და მოქმედებს სატელეფონო ნომრები, საჭიროების შემთხვევაში დასაკავშირებლად: 599102928; 599852704;
აღნიშნული შეზღუდვები მოქმედებს მიმდინარე წლის 1 აპრილამდე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!