მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

გერბი იყოფა სამ ნაწილად.

  I ნაწილი- ყელზე შავი აღჭურვილი დათვი (ეშვები, ბრჭყალები წითელი).

II ნაწილი- ლაჟვარდოვან ყელზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი.

III  ნაწილი- ზურმუხტოვან ყელზე ოქროს ტახტი, რომლის ზემოთ მოთავსებულია სვანური ვერცხლის ქუდი.

გერბის თავს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი, ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია კარიბჭით. ფარის ქვეშ მოთავსებულია ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფია, რომლის ვერცხლის ყელზე შავად ჩაწერილია დევიზი ,,ლენტეხი’’.

 

დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად.

I  ნაწილი - ლაჟვარდოვან ყელზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი.

II ნაწილი წარმოადგენს ზურმუხტოვან ყელს.