• ლენტეხის მუნიციპალიტეტი
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტი
    ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან რეგიონს საქართველოში. რეგიონს სამხრეთ აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ლეჩხუმის ქედი, დასავლეთით კოდორის ქედი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად ჰიდროგრაფიულ ერთეულს წარმოადგენს მდ. ცხენისწყალი. დაბა ლენტეხში მას უერთდება მდ. ხელედურა და მდ. ლასკადურა, რის შემდეგ მდ. ცხენისწალი გამოდის ქვემო სვანეთის ქვაბულიდან. შემდეგ იგი რცხმელურის ხეობის სახელწოდებით არის ცნობილი, რომელიც აერთებს ქვემო სვანეთისა და ცაგერის ქვაბულებს, მას აქვს სუბმერიდიანული მიმართულება და გრძელდება დაბა ლენტეხიდან ქ. ცაგერამდე 20 კმ-ის მანძილზე. ქვემო სვანეთის ქვაბული გავრცობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 85 კმ-ის მანძილზე.

განაგრძე კითხვა →

მუნიციპალიტეტის სიახლეები

ყველა სიახლე