ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის საამაყო, შინდისის ბრძოლას შეწირული, შეუპოვრობისა და თავდადების მაგალითი, გაუტეხლობის სიმბოლო-ალეკო ონიანი, დღეს, 44 წლის გახდებოდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თანამებრძოლებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსეთის არმიის მოტომსროლელ ასეულთან, შინდისის რკინიგზის სადგურთან, მტერს არ დანებდა, ვაჟკაცობის ნამდვილი მაგალითი აჩვენა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა.
სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (2009) და ეროვნული გმირის ორდენი (2021).
დაღუპული მებრძოლის ხსოვნის პატივსაცემად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მარადი ლიპარტელიანმა, მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელებმა და ადგილლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ალეკოს საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს შინდისის გმირები.
,,მწუხარებას გამოვთქვამ იმ გმირების გამო, რომლებიც დღეს ჩვენთან არ არიან, მინდა, მათ მშობლებს და, ყველა ახლობელს მივულოცო ალეკოს დაბადების დღე! იმიერ საქართველოში უფალმა გაანათლოს ღირსეული მამულიშვილის წმინდა სული! -აღნიშნა მარადი ლიპარტელიანმა.