
დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ-მარადი ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ-გიორგი გაზდელიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპულ საქართველოს „ეროვნული გმირის“ ალეკო ონიანის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი გვირგვინით შეამკეს.