ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

3 მარტი-დედის დღე

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი ყველა დედას ულოცავს დედის დღეს.უსურვებს მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას!
ლენტეხის მერმა, მხარის გუბერნატორ პარმენ მარგველიძესთან და გუბერნატორის პირველ მოადგილე – გიორგი მაქარაშვილთან ერთად, დედის დღე მიულოცა მსოფლიო ჩემპიონის – ეთერ ლიპარტელიანის დედას.
დედის დღე ლენტეხის მერმა პირადად მიულოცა 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანის, ალეკო ონიანის დედას- რუსუდან გელოვანს. ასევე სოფელ ჟახუნდერში მცხოვრებ მრავალშვილიან-8 შვილის დედას – სოფიკო დაშნიანს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.