2024 ახალი სასწავლო წელი

👩‍🎓დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. ყველა პირველკლასელს საჩუქრად ახალი ნეტბუქები და სასწავლო სახელმძღვანელოები გადაეცა.
📟ლენტეხის მერი, გია ონიანი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლას, ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიას ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები პირადად გადასცა.
,,თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგებს, მშობლებს და განსაკუთრებით პირველკლასელებს, მინდა ,მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება. გისურვებთ, ამ სკოლაში გატარებული წლები თქვენთვის ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო. განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარები. მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო.“
ღონისძიებას Რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მედიკო ხვისტანი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ქარდავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.