11 აგვისტო

✅ შინდისის გმირების დღე!
✅ 2008 წლის 11 აგვისტო-შინდისის ბრძოლა, თარიღი რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია აგვისტოს ომის გმირობის ისტორიიდან.
🇬🇪 22 ქართველი ჯარისკაცი აგვისტოს ომის დროს რუსულ ბატალიონთან არათანაბარ ბრძოლაში მოჰყვა, რასაც მხოლოდ 5 ქართველი ჯარისკაცი გადაურჩა.
✅ შინდისში გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს.
✅ ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა და ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
✅ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ-მარადი ლიპარტელიანმა, მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მედიკო ხვისტანმა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკურტირების ლენტეხის მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელმა კობა გუგავამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის საფლავი მის მშობლიურ სოფელ ჟახუნდერში ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ვაჟკაცის ხსოვნას პატივი მიაგო.
✅ ალეკო ონიანს მიეძღვნა სიმღერა, რომელიც ანსამბლ ,,ლილეს’’ სოლისტმა გულადი ლიპარტელიანმა შექმნა და დღეს მის საფლავზე უკვე მეორედ გაჟღერდა.
✅ დღეს, ასევე გაიმართა ალეკო ონიანის სახელობის ტრადიციული ტურნირი ფრენბურთში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.