ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით პირველმა, მოადგილეებთან და ჩიხარეშის თემის რწმუნებულთან ერთად, სოფელ შკედში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუსაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
სოფლებში შკედსა და ჩუკულში ამ დროისთვის მიმდინარეობს ხიდ-ბოგირების მოწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 275,019 ლარს შეადგენს და რეგიონული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ადგილზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება სტიქიის შედეგად შექმნილი საფრთხეები და ადგილობრივებისთვის გაუმჯობესდება გადაადგილების პირობები.

