
25 ნოემბერს, 11:00 საათზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში, იაშვილის კლინიკა სისხლის უანგარო დონაციის აქციას გამართავს
აქციის მიზანია ბავშვთა პაციენტებისთვის უსაფრთხო სისხლის მარაგის შევსება.
დონორობა ნებაყოფლობითია და მონაწილეობა შეუძლიათ 18–65 წლის პირებს. ადგილზე ჩატარდება უფასო წინასწარი გამოკვლევები, მათ შორის სისხლის ჯგუფის, რეზუს-ფაქტორისა და ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა, ასევე ჩატარდება უფასო სკრინინგი შიდსზე, B და C ჰეპატიტზე და სიფილისზე.
დონაცია არ დაიშვება უკუჩვენებების შემთხვევაში, როგორიცაა ბოლო 6 თვეში ჩატარებული ოპერაცია, ბოლო 2 კვირაში სტომატოლოგთან ვიზიტი, შაქრიანი დიაბეტი, ნაბახუსევი, სვირინგიდან 2 კვირის არგასვლა და ჰეპატიტის გადატანიდან 10 წელზე ნაკლები პერიოდი.
გახდი სისხლის დონორი და გადაარჩინე სხვისი სიცოცხლე!


