ლენტეხის მუნიციპალიტეტში ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დარბაზში გაიმართა ღონისძიება „მოაზროვნე მხატვრები“, რომელსაც, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი და თავმჯდომარის მოადგილე ხუტა მუკბანიანი დაესწრნენ.
ღონისძიება ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხატვის შემსწავლელი წრისა და სამხატვრო სკოლის ინტეგრირებული აქტივობა იყო, რომელიც საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ და შემოქმედებით ელემენტებს აერთიანებდა.
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა, მხატვრული ხედვა და შემოქმედებითი უნარები.
სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებული პატარა მხატვრები, რომლებსაც სიმბოლური სერტიფიკატები კულტურის გაერთიანებათა ხელმძღვანელმა ბესო გაზდელიანმა გადასცა.



