
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი გაზდელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან ერთად, სოფელ ბაბილში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სოფელ ბაბილში მიმდინარე წელს ხორციელდება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც 520 მეტრზე ეწყობა ბეტონის საფარიანი გზა და სანიაღვრე არხი.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 190 870 ლარს შეადგენს.


