წყლის სისტემის რეაბილიტაცია
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულებაა 76400 ლარი, რომელსაც შ.პ.ს ,,ვიქტორია+’’ ასრულებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა, მერის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება როგორც წყლის რეზერვუარს, ასევე ამორტიზირებულ ქსელს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება.