წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა-მშენებლობის სამუშაოები
ლენტეხის მუნიციპალიტეტში წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა-მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უმეტესობა პროექტების უკვე დასრულებულია ან დასრულების ეტაპზეა.
დასრულებული სამუშაოები სოფელ ბაბილში მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი გულბანმა მოინახულეს.
პროექტი შ.პ.ს ,, ვიქტორია+’’შეასრულა,რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 160 678.09 ლარს შეადგენდა.
წყლის სისტემების სათავე ნაგებობებისა,მაგისტრალების მოწყობა-მშენებლობა და მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყლის მიწოდება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს მთლიანობაში 533 128 ლარი გამოიყო.