საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წყლის სისტემების მოწყობა წარმოადგენს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 25 სოფელში აქტიურად მიმდინარეობს წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარებისა და წყალსადენი მილების მოწყობა-რეაბილიტაციას.
მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა წყლის პრობლემა, ვინაიდან დაზიანებული წყლის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით მოსახლეობის მომარაგებას.
სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის შემდეგ, შემცირდება წყლის დანაკარგი და გაუმჯობესდება წყლის მიწოდების ხარისხი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების და მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც წელს გამოყოფილია დაახლოებით 1,121,917 ლარი.