2008 წლის 11 აგვისტო- თარიღი რომელიც შინდისის გმირების ისტორიაზე გვიყვება.
შინდისის ბრძოლა აგვისტოს ომის გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია.
მსუბუქად შეიარაღებული 22 ქართველი ჯარისკაცი აგვისტოს ომის დროს რუსულ ბატალიონთან არათანაბარ ბრძოლაში მოჰყვა, რასაც მხოლოდ 5 ქართველი ჯარისკაცი გადაურჩა.
ამ შეტაკების ცალკე ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა.
ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა და ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
ალეკო ონიანის ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
ალეკო ონიანს მიეძღვნა სიმღერა, რომელიც ანსამბლ ,,ლილეს’’ სოლისტმა გულადი ლიპარტელიანმა შექმნა და დღეს მის საფლავზე პირველად გაჟღერდა.
ალექსანდრე ონიანი-გმირებში კიდევ უფრო გამორჩეული გმირი.