ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა საზედამხედველო კომპანია „ზაისი და კომპანის“ წარმომადგენლებთან ჩატარდა.
შეხვედრის მიზანი მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხისა და ვადების მონიტორინგი იყო.
შეხვედრის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც პროექტების მიმდინარეობისას ვლინდება, ასევე, იმსჯელეს მათი აღმოფხვრის გზებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გულბანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ლიპარტელიანი.
თათბირზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, არსებული გამოწვევები ერთობლივი ძალისხმევით დროულად გადაიჭრას, რათა ინფრასტრუქტურული პროექტები დაგეგმილი ვადებით და ხარისხით განხორციელდეს.