შეხვედრა მეწარმეებთან

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
✅მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე მუნიციპალიტეტში მომუშავე
ინდმეწარმეებს, შ.პ.ს-ეებს და საზედამხედველო კომპანიის ,,ზაისი და კომპანის’’ წარმომადგენლებს შეხვდა.
✅შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
✅იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
მიეცათ მითითება პროექტებზე ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, შესასრულებელი სამუშაოების ხარისხზე და ვადებზე დაიცვან კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმა. ამ მიზნით, სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება.