შეხვედრა მეწარმეებთან
2023 წლის 1 მარტიდან, ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტების ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პროექტი ,,EXPANSION OF THE REGIONAL BRANDING IN THE REGIONS OF RACHA & GURIA” დაიწყო.
ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონალური თამანშრომლობის იდეის განვითარება. პროექტის პარტნიორები არიან: პროექტის ლიდერი- Regional Development Agency Senec-Pezinok( სლოვაკეთი); Association of regional Brands (ჩეხეთი); The Association of the Carpathian Euroregion ( პოლონეთი); სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა (საქართველო).
პროექტის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეწარმეებთან მე-2 ვორქშოფი ჩატარდა. მუნიციპალურმა სამუშაო ჯგუფმა ბრენდის პრინციპებზე, სტრუქტურის დაფინანსების წყაროებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავა.
ახალი პროექტი რეგიონული ბრენდების გაფართოებას- საქართველოს რეგიონულ დონეზე ბიზნესისა და სოციალური ბიზნეს-კავშირების განვითარების ეკოსისტემის გაუმჯობესებას ეხება და მისი მიზანია ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ქსელის ორგანიზებით და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რეგიონული ბრენდირების პრინციპების გათვალისწინებით.
შეხვედრა საინტერესო იყო. აირჩიეს რეგიონული სამუშაო ჯგუფის მეწარმე წევრები.