ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი სოფ. საყდრის ბაღის გახსნასთან დაკავშირებით აღმზრდელ-პედაგოგებს შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მოსახლეობას წლების მანძილზე ჰქონდათ სურვილი, სოფელში საბავშვო ბაღი გახსნილიყო.
ლენტეხის მერიის მიერ სოფელ საყდარში მოძიებულია საბავშვო ბაღისთვის სრულიად ადაპტირებული და გარემონტებული ფართი.
რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის, სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის და მუნიციპალიტეტის მერის გია ონიანის უშუალო ჩართულობით შენობა აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.
საბავშვო ბაღში სულ შვიდი აღსაზრდელია, სადაც, ასევე ხუთი პერსონალი დასაქმდა.
შეხვედრაზე მერმა მოისმინა მათგან სხვა საჭიროებები და შესაბამის საკითხებში დახმარება აღუთქვა.
პედაგოგებმა კი მადლობა გადაუხადეს მერს თანადგომისა და გულისხმიერებისთვის.