ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

ტაძრები

  /  ტაძრები

ექვთიმე თაყაიშვილის ემიგრანტული ნაშრომები ლენტეხის ეკლესია-მონასტრებზე (1910წელი)

ლენტეხის თემი

სოფელი ლენტეხი.
სოფელი ლენტეხი გაშენებული არის იქ, სადაც ხელედურა და ლასკადურა
შეერთვიან ცხენისწყალს. მდებარეობა სოფლისა ერთობ ლამაზია, გადაღებულია
ფოტოგრაფიულად (№17410), კიდევ უფრო ლამაზია ხელედურას ნაპირები (№17408)
და აგრეთვე ციხე ლარაში, გაშენებული მთის ცხვირზე ხელედურას და ლასკადურას
შუა. ეს ციხე ეხლა უკვე დანგრეულია, იცავდა შესავალს და გამოსავალს, როგორც
ხელედურას, ისე ლასკადურას ხევებისა და აგრეთვე ზემოდ მიმავალ გზას
ცხენისწყლის პირისა (№17488 და განცალკევებული მაღალი კოშკი, №17409).
ლენტეხის საზოგადოების მამასახლისმა ივანე კაცოს ძე მეშველიანმა ჩვენ გვაჩვენა
რამოდენიმე სიგელი უკანასკნელი დადიანების მიერ ბოძებულნი. ზოგი მათგანი
სათარხნო სიგელია; ზოგი წყალობისა. მოგვყავს სანიმუშოდ ჯანყვათურ
ბენდელიანის სიგელი, ქაღალდზე დაწერილი:
ჩვენ ღვთისა მიერ ამაღლებულმან და დამყარებულმან
სდ ოდიშის, ლეჩხუმისა და სვანეთის ბატონმა, დადიანმა გრიგოლ, და თანა მეცხედრემან ჩემან, დედოფალმან,
საქართველოს მეფის ასულმან ნინომ, და ძემან ჩვენმან
ლევან და გიორგიმ ესე წყალობის წიგნი დაგიწერინე და
გიბოძე შენ ჩვენს ყმას ბენდელიანს ჯაყვანს და შენს
ძმებს სვიმონს, გეგილას და მიქეს და სადოლაყს და
ნუღს, მოსავითს და ჭიტის და სხვათა ძეთა და მომავლთა თქვენთა ყოველთავე ასე და ამას პირსაზედა, რომე
ჩვენზე დიდი ერთგულობა გამოიჩინეთ და ქრთამიც მოგვართვი, ბეგრის მეტი არც საური, არც საუდიერო და
არც ტვირთობა და არც ნდობა ჩვენგან თქვენგან თქვენს
ძესა და მომავალს არ ეთხოებოდეს, ისე გაგვითარხნებიხარ შენის მამის მიქელის შვილები. (გ)ქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან. . . მოწმენი კაცთაგან: ასათიანი
ვახტანგ და ფაღავა ხალ და გარსვიანი ხოსია და სხვანი
ჩვენი დარბაზის ერნი, მეციხოვანი დანუჩა და ხელოსანი
აბრამულა. . . აღიწერა ქრისტეს აქეთ ათას რვაას ორს,
ხელითა მღვდელისა პეტრესითა. ბეჭედი: დადიანი გრიგოლ.

 

სოფელი ფაყი.
სოფელი ფაყის ძველი ეკლესია ღვთის მშობლისა აშენებულია ქვისაგან; უბრალო
ერთ-ნაოსიანი ბაზილიკა არის, სიგრძით 13 არშინი და 5 ვერშოკი, განით 1 არშინი და
14 ვერშოკი. საკურთხეველი მომრგვალებულად გამოდის გარედ. თაღი ეკლესიის
დამყარებულია სამ სარტყელზე თლილის ქვისა. ფანჯრები ვიწროა, თითო ყოველ
მხრით; შესავალი აქვს დასავლეთით და სამხრეთით; დასავლეთით კიდევ ეკლესიას
მიშენებული აქვს ხის ღია ფანჩატური. კანკელი ეხლა ხისაა, ახალი; ძველი ქვის
კანკელი, რომელიც ბროსეს დროს თავის ადგილზე იყო, აუღიათ და მისი ქვები
აწყვია ეკლესიის კუთხეებში. ფაყის ეკლესიაში ინახება:
1. ხატი დიდი ვედრებისა, 87X56 სანტ. სპილენძისა, ნაჭედი, წელს ზევითნი
სურათებით, შუაში ქრისტე, მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში სახარება აქვს
ჯვარითურთ ყდაზე; მარჯვნით ღვთის მშობელი არის (ეს არა ჩვეულებრივია
ვედრების კომპოზიციაში, ის უნდა იყოს მარცხნივ); მარცხნივ იოანე ნათლის
მცემელი, წარწერები: იო ქე, დდ ღთ, ნთლმც. ნიმბი ქრისტესი ჯვარის სახედ არის
შიგნით განწყობილი. სხვების უბრალოა. ნიმბების ორივე მხრით ყველა წმინდანების
„დრობნიცებია“. ხელობა არა უადროეს მე-16 საუკუნისა. აშია ფართო აქვს, რომბის
მსგავსი შემკობილობით ქსელში. აშიებზე უზის მედალიონები წმიდათა სახეებით:
ზემოდ შუაში ვედრება, და კუთხეებში მთავარ ანგელოზები; ქვემოდ: წმ. გიორგი,
წმ. დიმიტრი, წმ. თეოდორე; მარცხნივ და მარჯვნივ ორ-ორი მედალიონი. ქვემოდ:
სამ-სტრიქონიანი დიდი ასომთავრული წარწერაა, ეხლა დაზიანებული; შუაში მესამე
სტრიქონის ფირფიტა ამოტეხილია და დაკარგული (№16832).
1. ქ მეოხბთდ შეწვნთ წმთა მთვრაგელთისა კლდსთ ვინ ბე მე მნამთმნ ვრ
2. დან სულკეთილისა ეეს- ა ბაკურის ძემნ შექნდ ამ¯ს ხატის და წნო მთვრ
აგელზნო მეოხ ექმნ მწრდ ცდვლ
3. ს : სლსა ჩემს და წამართე ბედ [ეს შასიბ]1. . ყვ. ქ.
შექმნ ჴელთ გი დვლს ძ¯სთ და გი მობარქის ძი[სა].
ამ წარწერაში, რომელიც ფოტოგრაფიაზე კარგად მოსჩანს, სიტყვების ბოლოში ასო
ა უმეტს შემთხვევაში გამოშვებულია, სიტყვა და-ს მაგიერ ყოველთვის მარტო დ-ნია,
ასო ო და უ ერთსახედ არის წარმოდგენილი ო-ნის სახით და ამიტომ ძნელი
სათქმელია, „მობარქის ძე“ უნდა წავიკითხოთ, თუ „მუბარქის ძე“. ფრჩხილებში
მიმატებული ასოები ბროსეს ტექსტიდან არის ამოღებული, მაგრამ ეს ეხლა
დაკარგული ტექსტების გაგებას არ შველის. უკანასკნელ სტრიქონში ბროსე ასო ქ-ს
(1) აქ რაც ფრჩხილეშია ბროსეს დროს ყოფილა და მისი ტექსტიდან ვუმატებთ, ბროსე თვით
ფაყში არ ყოფილა; მუსლოვი გაუგზავნია და მას გადმოუღია წარწერა (—X, –47)

უმატებს ე, რომ გამოვიდეს „ქრისტე“. მაგრამ აქ ასო ქ იმავე მნიშვნელობით არის,
როგორც ჩვეულებრივ ყოველი წარწერის დასაწყისში. ამით აქ აღნიშნულია
განცალკევებული ხასიათი მეორე წარწერისა, რომელშიაც ოქრომჭედელნი
იხსენიებიან.
შემოკლებულად წარწერა ასე უნდა იკითხებოდეს:
1. ქ. მეოხებითა და შეწევნითა მწიდათა მთავარ ანგელოზთაისა (?) კლდისათა ვინებ მე მონა(მან) მათმან ვარ2. დან, სულკეთილისა ერისთავთ ერისთავისა ბაკურის
ძემან, შექმნად ამისა ხატისა და, წმიდანო მთავარ ანგელოზნო, მეოხ ექმენ(ით) მწარედ ცოდვილ3. სა სულსა ჩემსა და წარუმართე ბედ. . . ქ. შეიქმნა ჴელითა გიორგი დვალისძისათა და გიორგი მობარქის (ანუ
მუბარქის) ძი(სათა).
ხატი წინად ჰკუთვნებია კლდის მთავარ ანგელოზთა ეკლესიას, რომელიც ფაყის
მახლობლად მაღალ მთაზეა გაშენებული. ვარდან, ძე ერისთავთ ერისთავისა
ბაკურისა, ცნობილი არაა.
2. ხატი მაცხოვრისა, მთავარ ანგელოზებითურთ ოქროთი დაფერილი ვერცხლისა,
ნაჭედი, 69X32 სანტ. სრულიად ისეთივე ხელობისა, როგორც წინა ხატი. სურათები
წელს ზევითნია; შუაში ქრისტე, მაკურთხეველი მარჯვენით და სახარებით მარცხენა
ხელში; მთავარ ანგელოზთ საზომები აქვთ ხელში. წარწერები სახელებისა
ასომთავრულებით: ჲჳ ქე ,წჲ მქლ, წჲ გბრლ, აშია და წარწერა ხატისა არ შენახულა.
ეს ხატი იმავე ოქრო მჭედელთა ნახელავი უნდა იყოს, რომელთაც განუჭედიათ წინა
ხატი. (იხ. ფოტ. №16830).
3. ხატი დიდი ღვთის მშობლისა, კარედი, ოქროთ დაფერილი ვერცხლისა, ერთობ
ტლანქი ხელობისა (№16831). შუაში წარმოდგენილია ღვთის მშობელი ჩჩვილედი,
ფრიად მახინჯი; სხვათა შორის ხელზე ექვსი თითი აქვს; მარჯვნივ მისა ასეთივე
მახინჯი მთავარ ანგელოზია; მარცხნივ მეორე მთავარ ანგელოზია უფრო პატარა
ტანისა. ღვთის მშობლის ქვეშ სამი მედალიონია წმიდანებისა; მარცხენა კარზე
წარმოდგენილია ფეხზე მდგომარე წმ. გიორგი; მის ზემოდ ორი მედალიონია მთავარ
ანგელოზებითურთ. მარჯვენა ფრთაზე წმ. თეოდორეა; წარწერა გადმობრუნებული
ასომთავრულით არის: თ¯ჱ წ¯მი. მის ზემოდ ქრისტე უნდა იყოს ტლანქ მინიატურად
წარმოდგენილი, ხელებ გაშვერით მარჯვნივ; ქვემოდ ასეთივე დამახინჯებულად
ჯვარცმაა წარმოდგენილი.
ამ ხატზე მოიპოვება ზოგიერთი ნაჭრები სხვა კარგი ხელობის ხატებისა.
მაგალითად, ნახევარი წრეები, ნიმბები ღვთის მშობლისა და მთავარ ანგელოზისა
საუცხოო ხელობისა არის და აგრეთვე მათ შორის ჩანაკერებ ფირფიტას ლამაზი
ბერძნული ასოებით ჯვარედინად უწერია სახელი მთავარ ანგელოზისა; კარგია
აგრეთვე შუა ნაწილის ზემოდ დაცული ყვავილოვანი ორნამენტით შემკობილი
ფირფიტა მთავარ ანგელოზითურთ მედალიონში.
აშიები შესდგება სულ სხვა და სხვა დროის ხელობის ნაჭრებისაგან. ამათში
საუკეთესოა ქვემოდ დაცული ნაჭერი კლასიკური ხანისა, ასომთავრული წარწერა
ნაწყვეტით, რომელიც, ეტყობა, ბროსეს დროს უკეთ ყოფილა დაცული. ეხლა
სტრიქონებიც არეულია და სიტყვებიც აკლია. რასაც ბროსედან ვუმატებთ,
ფრჩხილებშია ჩასმული:
[მე ძლრმნ]. მეფემან . გ . [ხატი . ესე] . წთა . მთავარანგელზ. . . მცველად და მფარველა. . .
ფაყის ეკლესიაში ამას გარდა ჩვენ ვნახეთ შვილდ-ისარი რკინისა, სპილენძის
დიდი საყვირი, რომლითაც ეხლაც იწვევენ ხალხს. სპილენძის ჯამი
მოჩუქურთმებული, სასანთლის ძირი, საცეცხლური, რკინის ლაგამი, შემკობილი
ვერცხლით (ყველა ამათ სურათი იხ. №16824). ლაგამი ჩვენ მოგვცეს და ეხლა ინახება
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზ. მუზეუმში. იმ ერისთავს, რომელსაც ეს ლაგამი
ჰკუთვნებია, ასეთივე არა ჩვეულბრივი სიგრძის თოფი ჰქონია, სამი არშინი სიგრძით,
და შემკობილი ვერცხლის სალტებით. ეს თოფი წაუღია ქუთაისის გუბერნატორს მამა
ვაწაძის ბლაღოჩინის დროს და ეკლესიისათვის გამოუგზავნია 15 მანეთი.
4. ხატი მაცხოვრისა, ვერცხლის ფირფიტაზე, 24X14 სანტიმ. მაცხოვარი ტახტზე
ზის, სახარებით ხელში; ტლანქი ხელობისაა (№16223, შუაში).
5. ხატი მაცხოვრისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 18X15,5 სანტ. მაცხოვარი ტახტზე
მჯდომარეა. ხელობა ცოტა უფრო უკეთესია, ვიდრე წინა ხატისა.
6. ხატი ორ წმიდა ეკლესიის მამათა, ვერცხლისა, უბრალო; წარწერა ვულგარული
ხუცურით:
ო- ო შეონდენ შეცოდებანი ჴოდიმელს.
უკანასკნელი სამი ხატი ერთად არის გადმოღებული (იხილ. №16223).
ფაყის ზემოდ შიშველ მთაზე, რომლის მახლობლად საზაფხულო საძოვრებია,
ყოფილა კიდევ პატარა ქვის ეკლესია მთავარ ანგელოზთა. აქ უქმობენ სულიწმიდის
მოფენას და ეს დღესასწაული იწვევს ბევრ ხალხს. ეკლესია ჩვენ არ გვინახავს,
ვინაიდან მღვდელმა დოროთეოზ ასათიანმა დაგვარწმუნა, რომ იქ არის მხოლოდ
წამლით ნახატი ერთი ხატი მთავარ ანგელოზთა. ალბად აქ დაცული ეკლესია არის ის
კლდის მთავარ ანგელოზთა ეკლესია, რომელიც იხსენიება ფაყის პირველი ხატის
წარწერაში. ამ ეკლესიის გარდა ფაყის ეკლესიაზე მიწერილია კიდევ ახალი პატარა
წმიდის გიორგის ხის ეკლესია ხელედისა, ხელედურას პირზე; აქ ძველი ნივთები არ
არის; სოფელში 22 კომლი სცხოვრობს.

სოფელი ლექსურა
სოფელ ლექსურის ეკლესია ღვთის მშობლისა ახალია, ხისა, მაგრამ მისი
საკურთხეველი გარედ ხუთ-წახნაგოვნად გამოდის. აქ ჩვენ ვნახეთ:
1. თავი-ხატი ღვთის მშობლისა, ჩჩვილედი, 76X56,5 სანტ., წამლით დახატულია
ხეზე, არა ძველია, მაგრამ ლამაზი, ბერძნულის წარწერით სახელისა.
2. ხატი წმ. გიორგისა და წმ. დიმიტრისა, ვერცხლისა, 9,5X7,5 სანტ. წმიდანები
ფეხზე მდგომარენი არიან ფარით და შუბით ხელში და ხუცური წარწერით:
წჲ გი წჲ დე /იორისა შე იოვან/ ნა.
ესე იგი: წმინდაჲ გიორგი, წმიდაჲ დემეტრე იორისა, შეიწყალე იოვანნა (შეიძლება
უკანასკლენი ორი ასო შეცდომით გადასმული არის და უნდა ყოფილიყო ან (- ამინ).
3. პატარა გულსაკიდი ხატი ღვთის მშობლისა, ჩჩვილედი, 4X3,5 სანტ. ვერცხლისა.
4. წამლით დახატული ხატი მაცხოვრისა. ახალი.

სოფელი გულიდა.
გულიდა პატარა სოფელია. მისი ეკლესია მაცხოვრისა ახალია, მაგრამ აშენებულია
ძველი ქვის პატარა ეკლესიის ნანგრევებზე. ეს უკანსკნელი ბროსეს დროს მთელი
ყოფილა და მისი აზრით, ძლიერ ძველი, კარგი თლილის ქვით ნაშენი. მისი ხუთი
ხატი დაცულია ამ ახალ ეკლესიაში.
1. ყველაზე საყურადღებო ამათში არის ვერცხლის ხატი წმიდის გიორგისა, 23X19
სანტ. საუცხოო ლამაზი ხელობისა (№16828, აგრეთვე უვაროვისა, გვ. 118, სურათი 36).
ეს ხატი სრულებით არა ჰგავს ჩვეულებრივ სხვა ქართულ წმიდა გიორგის ხატებს. აქ
წმიდა გიორგი ცხენით არის წარმოდგენილი და შუბით, მაგრმ ის არც ვეშაპს გმირავს
და არც გვირგვინოსან მეფეს. სახე მისი სულ ახალგაზრდაა, ნაზი და ლამაზი, უფრო
ქალის სახეს მოგვაგონებს, ვიდრე მამაკაცისას; ის საომარი ტანისამოსით არის
წარმოდგენილი და მისი მოსასხამი ლამაზად ფრიალობს მის ზურგს უკან. მოსასხამს
ქვეშ კიდევ ქვემოთ ჩამოშვებული გრძელი კაბის მსგავსი სამოსელია; მხარზე
გადაგდებული აქვს თასმა, რომლითაც ქვემოდ ჩამოშვებული დიდი ხმალი არტყია;
ფეხზე მაღალი, რბილი წაღები აცვია; ფეხი უზანგში აქვს გაყრილი; თავი ხუჭუჭი
თმით და უბრალო ნიმბით არის შემკობილი; ლამაზი, კარგი ჯიშის ცხენი თითქო მის
ქვეშ თამაშობს. წარწერა სახელისა ასომთავრულით: წჲ გი. აშია პირველი, ძველი,
შესდგება ერთმანეთში გადახლართული ნახევარი წრეებისაგან, მაგრამ ამას ზემოდ
და მარჯვნივ მიმატებული აქვს მერმინდელი უფრო პრტყელი და ტლანქი აშია:
მარჯვნივ ამ აშიაზე წარმოდგენილია სრულის ტანის წჲ თე და ზემოდ
მედალიონებში წელსზევითნი: წჲ პკპე და ინე ნცმ (ნათლის მცემელი). გრაფინია
უვაროვისა (გვ. 118) აღტაცებაშია ამ ხატის გამო და სამართლიანად შენიშნავს, რომ
ჩვენს წინ არის არა ჩვეულებრივი ქართული წმ. გიორგის ხატი, არამედ უფრო ჟანნად΄არკი სამხედრო სამოსელით. ამას გარდა მისი აზრით, ეს ხატი წინეთ წიგნის ყდის
სამკაულს შეადგენდა. ეს შესაძლებელია.
2. ხატი მაცხოვრისა, 38,5X34 სანტ., ვერცხლისა, ნაჭედი, წელსზევითი, დიდი
ჯვარის სახის ნიმბით და ბერძნულის წარწერით სახელისა, ჯვარის სახის
მედალიონებში. ქრისტე მარჯვენა ხელით აკურთხებს; მარცხენაში სახარება უჭირავს
ყდით, რომელიც შუაში შემკობილია დიდის ქვით და ირგვლივ მარგალიტებით. ეზო
შემკობილია რომბებით ქსელში. აშიები ბალახოვანი ორნამენტით. ხატი მე-14
საუკუნის უნდა იყოს (№16825).
3. ხატი მაცხოვრისა, 22X17 სანტ., ვერცხლისა, ნაჭედი, ფრიად მახინჯი; მე-18 ანუ
მე-19 საუკუნისა. მაცხოვარი ტახტზე მჯდომარეა, სახარებით და მაკურთხეველის
მარჯვნით. აშიებზე მარჯვნივ და მარცხნივ ტლანქი სურათები წმ. გიორგისა და წმ.
დიმიტრისა (?). დამახინჯებული სამი მედალიონი ზემოდაც ემჩნევა (№16827).
4. ხატი მთავარ ანგელოზთა, 36,2X27,5 სანტ., ვერცხლისა, ნაჭედი, ერთობ ტლანქი
ხელობისა; მთავარ ანგელოზნი წარმოდგენილნი არიან სრულის ტანით და
ლაბარუმებით; მათ ქრისტეს მედალიონი მოაქვთ. ხელობა უნდა იყოს მე-18-19 საუკ.
(№ 16826). აშია არა აქვს.
5. ხატი მთავარ ანგელოზისა, ვერცხლისა, ნაჭედი, შუბით და ბურთით. აშია
ერთმანეთზე გადაბმული რგოლების და რომბ-ლურსმულის ორნამენტით არის
შემკობილი. მე-18-19 საუკ. (№16829).
6. კანკელის საწინაო ჯვარი, დიდი, ხისა, სიმაღლით 4 არშინი და 5 ვერშოკი,
განით ორი არშინი; ვერცხლის ფირფიტები, რომლითაც შეძერწილი ყოფილა ჯვარი,
სულ მოძარცულია. დარჩენილია მხოლოდ ერთი ფირფიტა მთავარ ანგელოზის
მიქაელის ფიგურით და მეორე ფირფიტა ნაწყვეტი, ასომთავრულის წარწერით და
ლამაზი სიმრგვალით (№16829).
: ქ : ძელო /ცხრებ/ ისო : მ/ ეოხ : ე / ქმნ : მ. . .
სოფელ გულიდას ზემოდ, ნახევარი კილომეტრის მანძილზე, მოიპოვება პატარა
ქვის ეკლესია წმ. გიორგისა; მასში მხოლოდ ნამტვრევებია ხატებისა და ეტყობა, ზოგი
კარგის ხელობის ყოფილა.
ჩოლურის თემი
ამ საზოგადოებაში შედიან, გარდა ქვემო ჩოლურისა, (№17412) შემდეგი სოფლები:
საყდარი, შტვილი, ბულეში, მუცთი, ქვემო ჭველიერი, ზემო ჭველიერი, ზედა
ჩოლური, თეკალი, ლევშიერი, მამი, უკულეში, ზაგალოთი, ტვიბი. მთელს
საზოგადოებაში 185 მოსახლე ითვლება. აქ არის კარგი სასოფლო სკოლა, რომელშიაც
ჩვენ დავბინავდით თავაზიან სკოლის მასწავლებელთან პეტრე ბაგრატის ძე
კოპლატაძესთან (იხ. №17411).

სოფელი საყდარი.
საყდარი თავი სოფელია თემისა. ამის ეკლესია წმ. გიორგის სახელობისა
მოზრდილია, ქვისა, მაღალი; წარმოადგენს ოთხკუთხედ ერთ ნაოსიან ბაზილიკას, და
გაშენებულია მაღლობზე წყლის პირად. თაღი დამყარებულია ორ სარტყელზე;
დახურულია ყავრით. ქვის კანკელი, რომელიც ბროსეს დროს იყო, სამწუხაროდ,
მოუშლიათ და ახალი ხის კანკელი გაუმართავთ. აღსავლის კარი ძველი კანკელისა,
ხისა, ლამაზად მოჩუქურთმებული, რომელიც ბროსეს უნახას, ეხლა აღარ არსებობს.
შესავალი აქვს დასავლეთით და სამხრეთით. ფანჯარა ოთხი აქვს; ორი სამხრეთით
და თითო აღმოსავლეთით და დასავლეთით. იატაკი ეხლა ხისაა. კედლები ამ
ეკლესიისა სულ მოხატული ყოფილა ფრესკებით, რომელნიც ეხლაც ნაწილობრივ
გვარიანად არის შენახული, ნაწილობრივ გაფუჭებულია.
საკურთხევლის ცაში არის ვედრება (№16849); შუაში ქრისტე სრულის ტანით და
ღვთის მშობლით და იოანე ნათლის მცემელით. ქრისტეს სახარება უკავია ხელში,
რომლის გაშლილ ფურცლებზე იკითხება: „მე ვარ ნათელი სოფლისა და რომელი
მომიდგეს მე“. . . ქვემოდ, საკურთხეველში მოსჩანან ეკლესიის მამები. სხვა
ფრესკებთა შორის ეკლესიაში უკეთ დაცულია: შობა, ხარება, იერუსალიმში შესვლა,
ნათლის ღება. ჩრდილოეთის კედელზე ორი წმიდა გიორგია, ერთი ცხენით, ვეშაპს
გმირავს, მეორე ფეხზე მდგომარე, დასავლეთის კედელზე იესო ქრისტეს
გოლგოთაზე წაყვანაა. დასავლეთის კარის ზემოდ მთავარ ანგელოზნი მიქელ და
გაბრიელ. კამარებზე კარგად დაცულნი არიან მეფენი და წინასწარმეტყველნი. ამას
გარდა დასავლეთის კედელზე დახატულნი ყოფილან ამ საყდრის მღვდელ მსახურნი,
შემომწირველნი და დიდებულნი, სულ ხუთი კაცი. შუაში არის სამღვდელო პირი. (№
16850). წარწერა არა სჩანდა, მაგრამ როდესაც კარგად გავრეცხეთ, გამოჩნდა
ასომთავრული:
ამ საღტრი/ სა დეგანო / სა ზოსიმეს/ შნს ღმთნ.
ეს ასე სწერია, როგორც აქ მოგვყავს, ესე იგი საღტრისა, საყდრის მაგიერ, დეგანოსა
დეკანოზის მაგიერ.
მეორე პორტრეტი საერო კაცის არის, ჭრელ ქართულ ტანისამოსით; თავზედ
სკუფიის ქუდი ახურავს, წვერი და ულვაში შავი აქვს; მარცხენა ხელი გულზე უდევს;
მარჯვენა გაშვერილი აქვს მის წინ მოქცეულს კაცისაკენ, რომლის ფრესკა ეხლა
გაფუჭებულია. საერო კაცების სურათებს დასავლეთის კარის მარცხენა წარწერები
ჰქონია; მათი გარეცხვის შემდეგ ჩვენ გავარჩიეთ:
. . . გრიგოლს / და ფარდი / ლას / ღმთნ. . . ამა საღდარსა/
ზედა დია მი / ჭირავეს/ და ვცა/ ბძა : შენ/ დობა / მსცა
შე / უდნს. . .
აქაც გამეორებულია სვანური მართწერა ქართული სიტყვებისა, როგორც წინა
წარწერაში: საღდარსა, მიჭირავეს მოიჭირვეს მაგიერ და სხვა. წარწერა
შეუმოკლებლად ასე უნდა იყოს:
. . . გრიგოლს და ფარდილას ღმერთმან [შეუნდვეს] . ამა
საყდარსა ზედა დია მოიჭირვეს. და ვინცა ბრძა(ნოს) შენდობა. მასაც შეუნდვნეს [ღმერთმან].
ჩრდილოეთის კედელზე, საკურთხევლის მარცხნივ არის ფრესკა სამღვდელო
პირისა, რომელსაც ქარტა აქვს ხელში; მას აკურთხებს მაცხოვრის მარჯვენა სფროდან
(№ 16848). ქარტაზე აწერია ასომთავრულით: „დაი /დვა / ტაძ / არი“. ამის უკან საერო
პირია წარმოდგენილი, ქართული ტანისამოსით და ბატკნის ქუდით. ხელები
გაშვერილი აქვს წინა ფრეკსისაკენ ვედრების სახით (№16848). ასომთავრულ
წარწერაში გარეცხის შემდეგ ჩვენ გავარჩიეთ:
სულოჩო / ნის ძესა / ჩარდა / ნას შეუნდნეს / ღმერთმან.
აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ამ ისტორიულ ფრესკებს არც ერთი მკვლევარი არ
იხსენიებს.
როგორც მოვიხსენიეთ, საყდარში ძველი ქვის კანკელი მოუშლიათ და მის მაგიერ
აუმართავთ მაღალი ხის კანკელი. ამ კანკელში ჩაუტანებიათ მარჯვნივ და მარცხნივ
აღსავალის კარებისა ორი დიდი ხის ჯვარი ვერცხლის ფირფიტებით შემოსილი
ჩვეულებრივად და ეს გარემოება ეხლა ფრიად აძნელებს მათ შესწავლას და
ჯეროვნად გადმოღებას ფოტოგრაფიის საშვალებით. ამას გარდა იმ დღეს, როდესაც
ჩვენ იქ ვიყავით, წვიმდა და ისედაც ბნელ ეკლესიაში უფრო ბნელოდა. ყველა ამ
გარემოებათა მიზეზით ჯვრების და ფრესკების ფოტოგრაფიული სურათები საკმაოდ
ნათელნი არ არიან.
1. ჯვარი ხისა, რომელიც მარცხნივ არის ჩაშენებული კანკელში, უკეთესია; მისი
სიმაღლე 5 არშინი და 2 ვერშოკი; განი 1 არშინი და 11 ვერშოკი (№16834 და
უვაროვისა, ტაბ. X).
ჯვარი შეძერწილია ვერცხლის ფირფიტებით, რომელთა ზედა წარმოდგენილნი
არიან გამობერვით განჭედილნი სურათები წმიდა გიორგისა, რიცხვით 12. სხვა
ფირფიტებზე შემკობილებანი მოიპოვება და წარწერანი ასომთავრულით. გვერდებზე
ჯვარისა არის სურათები მთავარ ანგელოზთა, წმიდა დიმიტრისა და წმ. გიორგისა.
მეორე მხარე ჯვარისა აგრეთვე შეძერწილია ვერცხლის ფირფიტებით და მათზე
მხოლოდ ხლართული შემკობილებანია და არა წმიდათა სახეები.
შუა ნაწილში ჯვარისა არის ლამაზად შემკობილი უმბო, ცალკე ფირფიტაზე
გაკეთებული და ოთხი ლურსმნის საშვალებით მიჭედილი. ძირი მისი წნულის
ვერცხლის მავთულებით არის გაკეთებული. უმბო შემკობილია ოთხი ჯვარის სახედ
დალაგებულის ქვებით და კუთხეებში ლამაზი წარწერა არის ხუთ სტრიქონად (№
16846):
წო გჲ შე არშე წმიდაო გიორგი, შეიწყალე არშე
ჴევჲსა ჴევისა
აზნაურნჲ აზნაურნი,
ყლჲ შემომწჲ ყოველნი შემომწირველნჲ რველნი.
ბროსეს აზრი წარწერისა ვერ გაუგია და ჰგონია წარწერა ნაკლულია (გვ. 51).
შესაძლოა წინეთ იმ ადგილს, სადაც ეხლა საყდარია, არშე-ჴევი ანუ არაშეს ჴევი ერქვა.
საყდრის მახლობლად ეხლა ერთი ადგილი მოიპოვება, ტყით მოცული, რომელსაც
აშარეში ჰქვია, ამიტომ შესაძლოა წავიკითხოთ: „აშარეშე ჴევისა“.
როგორც მოვიხსენიეთ, წინა პირი ჯვარისა შემკობილია 12 წმიდა გიორგის
ფირფიტით. ამათში 11 წმიდა გიორგი ცხენოსანია, ერთი ფეხოსანი. ცხენოსანნი
გამოხატულებით სამ რიგად შეიძლება გაიყოს. პირველ რიგს შეადგენს ოთხი დიდი
ფირფიტა ოთხივე მხარეს უმბოსა. ამათზე მოთავსებულნი სურათები უფრო დიდი
რელიეფით არიან წარმოდგენილნი. წმიდანი რომაულ საომარ ტანისამოშია; მისი
მოსასხამი ლამაზად იშლება ჰაერში მის უკან; ცხენის ფეხ ქვეშ გვირგვინოსანი მეფეა
გაშხვართული, რომელსაც გიორგი ეხება თავის ჯვარის ხეტარით; ეს ჯვარი ლამაზად
უჭერია ხელში ლაბარუმის მსგავსად; ცხენი კარგი ჯიშისა ყალყზე სდგას; ის
მდიდრულად არის შეკაზმული, ლამაზად ნაკერი ყაჯარით და მკერდ საკიდით.
ფაფარი და ძუა ლამაზად გამოსკვნილი აქვს. ერთი სიტყვით, როგორც
სამართლიანად შენიშნავს გრაფინია უვაროვისა, ჩვენ წინ არის წარმოდგენილი არა
მხედარი, რომელიც მტერს გმირავს,არამედ რომის ტრიუმფატორი, ოთხივე ფირფიტა
ერთნაირია, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ერთი განსხვავებაა, სამი ცხენის თავი
მიმართულია მარჯვნივ, ხოლო ერთის მარცხნივ. და ეს იმიტომ, რომ ცხენის თავი
ყოველთვის უმბოსკენ იყოს მიქცეული; თუ მარჯვნივ მოექცია, მაშინ მარცხენა
ფრთის წმიდა გიორგი უმბოს ზურგს შეაქცევდა, სიმეტრია დაირღვევოდა და უშნო
იქნებოდა.
დანარჩენი ექვსი წმიდა გიორგი, აგრეთვე ცხენით, უფრო დაბალი რელიეფით
არის წარმოდგენილი ჩვეულებრივად და გვირგვინოსან მეფეს გმირავენ შუბით.
ამათში სამი წარმოდგენილი არის ქვემო ფრთაზე ჯვარისა და თითო სხვებზე (№
16845 და 16846). ესენი არეს შემკობილებით ცოტა განირჩევიან.
მესამე რიგის წმიდა გიორგი, რომელიც ზემო ფრთის თავშია, განირჩევა
სხვებისაგან. წმიდანი ახალგაზრდა არის, ნიმბით, მიიჭენებს ცხენს მარჯვნივ და
გმირავს ვეშაპს, როგორც ჩვეულებრივად მიღებულია (№16834). ფეხოსანი წმიდა
გიორგი ყოფილა ლამაზი, დიდ ფირფიტაზე, მდიდრულ რომაულ საომარ
ტანისამოსით და შუბით ხელში, მაგრამ ეს ფირფიტა გაფუჭებულია და დაკერებული
ზემოდ ახალი ნაჭერით (№16834 და 16844). გრაფინია უვაროვისას ეს მიუღია მთავარ
ანგელოზის სურათად; წარწერა აქვს, მაგრამ არ განირჩევაო. ნამდვილად კი წარწერა
კარგად განირჩევა და ბროსესაც გარჩეული აქვს. აქ ვკითხულობთ: „წჲ გი ლეֿნჩსა“.
სოფელი ლენჩა თავისუფალ სვანეთშია. ამ სურათის ქვემოდ ლამაზი, მაგრამ ეხლა
დაზიანებული ასომთავრული წარწერაა (№16844). ნიშნებად ზოგჯერ სამ-სამი
ვერტიკალურად დასმული წერტილია. ჩვენ ორ-ორს ვტოვებთ:
1. წო გი ლენჩსო აღაშენე მაშენებელი
2. შენი ჴევი ჩოლჳრისა და ყოველნი
3. მადიდებელნი: შენნი . ამინ :
4. ოქრომჭედელი ლაშხი
5. შვლმნ : ზიადმნ : მოიყვნა
6. და დიდათ : მოიჭირვა შეუნდვნ
7. ღმრთმნ. შემდეგ უფრო წვრილი ასოებით:
8. მოიჭედა დეკანოზობასა რჳბემისა.
შეუმოკლებლად:
წმინდაო გიორგი ლენჩისაო, აღაშენე მაშენებელი შენი
ჴევი ჩოლურისა და ყოველნი მადიდებელნი შენნი, ამინ.
ოქრომჭედელი ლაშხიშვილმან ზვიადმან მოიყვანა და დიდათ მოიჭირვა, შეუნდვნენ ღმერთმან. მოიჭედა დეკანოზობასა რუბემისა.
სხვა სამი ფირფიტა ჯვარისა ვარსკვლავის მსგავსი შემკობილობით არის
მორთული. ერთი ამათგანი ზემო მკლავზეა და თითო მარჯვენა და მარცხენა
მკლავებზე (№16846. იხ. აგრეთვე უვაროვისა, ტაბ. XXI).
ამას ქვემოდ კუთხეში იკითხება:
ამისა მომჭედსა ოქრომჭედელსა / მიქელს შეუნდვნეს
ღმერთმან.
ჯვარი მე-14-15 საუკუნის უნდა იყოს.
2. მეორე დიდი ჯვარი, რომელიც ახალ კანკელშია მარჯვნით ჩაშენებული, უფრო
პატარაა და უფრო დაბალი ხელობისა (№16833). ესეც შეძერწილია ვერცხლის
ფირფიტებით და მათზე წარმოდგენილი წმიდათა სახეებით და სხვა
შემკობილებანით, ხოლო ზემო და შუა ნაწილის ფირფიტები დაბალი ხელობისაა და
მათზე ძლივს ემჩნევა გამოსახულებანი მაცხოვრისა, ღვთის მშობლისა და
მთავარანგელოზთა. უმბო შემკობილია ვარსკვლავის მსგავსად გაშლილი შტოებით
და ფოლაქის მსგავსი წერტილებით შუა წრეში. უკეთესი ხელობის და უფრო ლამაზი
ფირფიტები მოთავსებულია ქვემო მკლავზე, სადაც დაცულია ორი ერთგვარი
გამოხატულობის ფირფიტა წმ. თეოდორესი: წჲ თე. ეს ორი ფირფიტა ოქროთი
დაფერილია; ერთი ფირფიტა მთ. -ანგ. მიქელ და გაბრიელისა: წდი მიქელ, წდი გბრლ, და ერთიც წმ. თეოდორესი, ზემოდ, შემკობილი წნული წრეებით, რომლებშიაც
ძვირფასი ქვებია. წმიდა თეოდორე ცხენით არის წარმოდგენილი, საომარი
ტანისამოსით, გმირავს შუბით იქედნესს; შუბი ჯვრით თავდება ზემოდ. ორთავე
ფირფიტას ერთგვარი ასომთავრული წარწერა აქვს:
წო თე შე /არშე მქელ; ესე იგი: წმინდაო თეოდორე,
შეიწყალე აშარეშე(ლი?) მიქელ.
არშე ანუ აშარეშე იხსენიება პირველი ჯვრის წარწერაშიაც და ამიტომ
ვკითხულობთ: „აშარეშე(ლი)“. ეტყობა იგივე ოქრომჭედელი მიქელი ყოფილა
გამჭედელი საუკეთესო ფირფიტებისა. თუმცა ორთავე სახეს წმიდა თეოდორესა
ერთგვარობა უჩანს, მაგრამ კარგის დაკვირვებით მაინც განირჩევიან: ჩაცმულობით
და ცხენის მოკაზმულობით. მეორე სურათზე მოსასახამი ფრიალებს ჰაერში წმიდანის
ზურგს უკან; პირველზე წმიდანს მოსასხამი არა აქვს. აგრეთვე შემკობილება მეორე
ცხენისა უფრო მდიდრულია, ვიდრე პირველისა (№16833 და 16847). გრაფინია
უვაროვისა პირველს და მეორე ჯვარს ერთმანეთში ურევს. წმიდა თეოდორეს
სრულიად არ იხსენიებს და წმიდა გიორგის წარწერას პირველი ჯვარისა, ბროსეს
მიერ გარჩეულს, ამ ჯვარს აკუთვნებს (გვ. 83-84). მისივე სიტყვით, ამ ორ ჯვარს
ჰქონია ისეთივე ქუდი, როგორიც აქვს კალის ჯვარს, ჩუკულის ჯვარს და სხვას (გვ.
84), მაგრამ ჩვენ ეს არ გვინახავს, არც ჯვრების თავებზე დაცმულნი, არც ცალკე
შენახულნი, თუმცა ყველაფერი დაწვრილებით მოვიკითხეთ და გავშინჯეთ.

3. გაბრიელ მთავარ ანგელოზის ხატი, ოქროთ დაფერილი ვერცხლისა, ნაჭედი,
37X31 სანტ. ასომთავრული წარწერით: წ¯ა ანგლზი გაბიელ. მთავარ ანგელოზი
ფთოსანია, ბიზანტიური ტანისამოსით, შუბით მარჯვენა ხელში და ბურთით
მარცხენაში (№16840). ნიმბი შემკობილი ყოფილა ექვსი ქვით. ეხლა დაცულია
მხოლოდ ერთი ზურმუხტი. აშიები ფართოა რომბ-ლურსმული ორნამენტით;
მარჯვნივ და ზემოდ აშიას აკლია; ეზო შემკულია ფოთლების მსგავსი ორნამენტით;
მარცხნივ კუთხეში ასომთავრული წარწერაა; ნიშნებად მრავალ ვერტიკალურ
წერტილების მაგიერ ვტოვებთ ორ-ორ წერტილს:
ქ. წმიდაო : მთ წმიდაო მთაავარ ანგელ ვარანგელოზოზნო : მწე : ეყა ნო, მწე ეყავ(თ)
ვ : ორსავე : შინა ორსავე შინა
ცხორებასა : დ ცხორებასა დევანასა : თაკუერ ევნასა (?) თაკუერეელიანსა : ძითუ ლიანსა ძირთ : მთავარ აგელოზო თურთ, მთავარ ანგელოზო
კუათისაო : ან კუათისაო, ამინ.
ხატი მე-16 საუკ. უნდა იყოს.
4. ხატი წმ. გიორგისა, ოქროთ დაფერილი ვერცხლისა, ნაჭედი, 41X34,5 სანტ.
წმიდანი წარმოდგენილია ფეხზე მდგომარედ. რომაულ საომარ ტანისამოსით;
მარჯვენა ხელში შუბი უნდა სჭეროდეს, მაგრამ ეს ნაწილი მორღვეულია; მარცხენა
ხელი დადებული აქვს ფარზედ, რომლის კიდეები შემკობილია ორნამენტით; შუაში
ჯვარი აქვს. თავის და ნიმბის მარტო მარჯვენა ნაწილია შენახული; სახელის
წარწერიდან დარჩენილია ასომთავრულით: გი. ეზო ყვავილოვანი ორნამენტით არის
შემკობილი. აშიები მშვენიერი ხელობისა ყვავილებით და ფოთლებით
სიმრგვალეებში დაცულია მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოდ და ქვემოდ მოძარცულია.
ყველაფერი მოწმობს, რომ ხატი კლასიკური პერიოდისა ყოფილა, მე-11-12 საუკ. (№
16836).
5. ხატი წმიდა გიორგისა, ოქროთი დაფერილი ვერცხლისა, ნაჭედი, 37X33 სანტ.
აშიები რომბებით შემკობილი ქსელისაა. წმიდა გიორგი ცხენითურთ დიდი
რელიეფით არის წარმოდგენილი; ის გმირავს გვირგვინოსან მეფეს შუბით, რომლის
თავი ჯვარის სახისა არის. მოსასხამი მხედრისა ფრიალებს ზურგს უკან. ნიმბი
ნაწილობრივ დაფარულია აშიით, სახელი ასომთარულით: წჲ გი (№16835).
ქვემოდ კიდევ ერთ-სტრიქონიანი წარწერა არის მსხვილის ასომთავრულით,
მაგრამ უკანასკნელი ორი ასო ნუსხა ხუცურით სწერია:
შე ჲე გეგილი, ესე იგი: შეიწყალე იოანე გეგილი1, ხატი მე-15 საუკ. უნდა
ეკუთვნოდეს, ზემოდ ხატს ძეწკვი აქვს.
6. ხატი ღვთის მშობლისა. ჩჩვილედი, ოქროთ დაფერილი ვერცლისა, 40,5X43
სანტ. ღვთის მშობელი ნიმბიანი ტახტზე მჯდომარეა, მუთაქით; ტახტს მაღალი
ზურგი აქვს; წარწერა სახელისა ასომთავრულით: დდჲ ღჲ. აშიები მოლამაზოა
ყვავილებით შემკობილი სიმრგვალეებში, და შიგ ორი წმიდანის მედალიონია, ერთი
მარჯვნივ, მეორე მარცხნივ, ზემო და ქვემო აშია დაცული არ არის. ხატი მე-16 საუკ.
უნდა იყოს (№16837). ზურგი ამ ხატისა გადაკრულია ლამაზი მატერიით (№16843),
მაგრამ ფოტოგრაფიაზე ის სილამაზე ნაკლებად გამოდის.
7. ხატი დიდი, წამლით ნახატი, ვედრებისა 127X87 სანტ. წამლით დახატული
სახეები თითქმის სულ გადასულია, გარდა ღვთის მშობლის პირის სახისა და
ნაწილობრივ იოანე წინამორბედისა. ასომთავრული წარწერა ამათი სახელებისა
დამახინჯებულია: დდ ღზა: ივ ქბ, წი იოვა (sic). ნიმბები და რომბებით შემკობილი
ქსელი აშიებისა დაცულია და ესენი მოწმობენ, რომ ხატი კარგი ხელობისა ყოფილა;
ქვემო აშია არ არის შენახული; სხვებზე შვიდი მედალიონია წელსზევითი
წმიდანებისა: წჲ პეტრესი, წა პავლესი, წა გიორგისა და წა თეოდორესი მარჯვნივ
და მარცხნივ, ზემო კუთხეებში მთავარ ანგელოზნი და შუაში გამზადებული ტახტი
(№16842). ხატი მე-14-15 საუკ. უნდა იყოს.
8. წამლით დახატული ხატი წმიდა გიორგისა, 90X63 სანტ. ტანი სულ გადასულია,
ნიმბი მშვენიერად შემკობილი და აშიები ბროწეულის ყვავილების მსგავსი
ორნამენტით მოკაზმული დაცულია; აგრეთვე ნაწილობრივ ეზოც ზემოდ და
მარცხნივ, ლამაზად შემკობილი. წმიდა გიორგი ფეხზე მდგომარე ყოფილა, შუბით
მარჯვენა ხელში; მარცხენა ფარზე ჰქონებია დადობილი (№16841). ქვემოდ ნაწყვეტად
დაცულია ასომთავრული წარწერა:
1. . . . ა : მიერ : მამკობი შენი ოი მთვრ მწმეო მეფე გი სა : ხელს : ეხნ
2. . . . ნ მიერ : იოხო : ჩემთუი[ს] წინაშე მეუფისა.
ბროსე მუსლოვის მიერ გადმოღებულ წარწერაში (გვ. 50) ოი-ს მაგიერ
კითხულობს: „გიორგი“. ეს შეცდომაა, მაგრამ იმავე სტრიქონის უკანასკნელ ოთხ
სიტყვას ასე კითხულობს: „მეფე გიორგი სახელ სეხნ(ია შენი)“. და ეს დაახლოებით
ასე უნდა იყოს, თუმცა ორ-ორი წერტილით დაყოფა სიტყვებისა ამას არ ეგუება.

_______
(1) ბროსეს გამოცემაში ეს წარწერა მოყვანილია, როგორც დიდი ჯვარის წმიდის გიორგის
წარწერა (გვ. 50).
მაგრამ ამგვარი უმართლო დაყოფა ნიშნებით სიტყვებისა არა იშვიათია, ამიტომ
დაახლოვებით, დარჩენილი წარწერა ასე უნდა იკითხებოდეს:
. . . . ა მიერ მამკობი შენი, ოი მთავარ მოწამეო, მეფე გიორგი, სახელ სეხნ(ია ქმნილი
შე)ნ მიერ, იოხო ჩემითუი(ს) წინაშე მეუფისა. . .
ხატი მე-12-13 საუკუნის უნდა იყოს.
9. ხატი, ასეთივე წამლით ნახატი, ვგონებ, წმ. გიორგისა, 66X46 სანტ. სახე და ტანი
სულ წაშლილია; დარჩენილია მშვენიერი აშიები, ორმაგად ბროწეულის ყვავილების
მსგავსი ორნამენტით შემკობილი; ასეთივე შემკობილი ნიმბი და ზედ დასმული ათი
ძვირფასი ქვა (№16838). ქვემო აშია, სადაც წარწერა უნდა ყოფილიყო, არ შენახულა.
ხატი მე-12-13 საუკ. უნდა იყოს.
10. ჯვარი სატრაპეზო, ვერცხლისა, ვერცხლისავე ტარით, 33X19 სანტ. აშიები
შემკობილია ლურსმის თავების მსგავსად. შუაში ჯვარცმაა წარმოდგენილი,
ანგელოზებით მედალიონებში. მარცხენა და მარჯვენა ფრთებზე მედალიონები წმ.
გიორგისა. ზემოდ ღვთის მშობელი და ანგელოზები (№16839). რუსული ხელობის
არის.
11. ცალი კარი კარედი ხატისა, ვერცხლისა, 36X28 სანტ. ზედ ტლანქად
წარმოდგენილია მთავარანგელოზი.
12. ნატეხი წარწერისა, ასომთავრულით, რომელიმე ხატისა:
. . . სა მმ/სხლს / ობს მ / ჭდა შ / უნდვნ ღთ/ მან, ესე იგი:
. . . სა მამასახლისობასა მოიჭედა, შეუნდვენ ღმერთმან.
13. ბარძიმ-ფეშხუმი, ვერცხლისა მხედრულის წარწერით:
მინგრელიის სამფლობელოჲსა სვანეთის ჩოლულის (sic)
სოფლის საყდრის წის გიორგის ეკლესიის ბარძიმ-ფეშხუმი გაკეთებულ არს მენგრელიის ეპისკოპოსის გიორგის
მიერ ჩყლჱ წელსა.
14. ორი ლახტი რკინისა, ექვს-ექვს-ფრთიანი.
სოფელი ზემო ჭველიერი.
სოფელი ზემო ჭველიერის ეკლესია მთავარ ანგელოზის არის სულ მახლობლად
ჩოლოურის სოფლისა, მის მარჯვნივ. ეკლესია სულ პატარაა, ქვისა, ოთხკუთხედი;
დასაველთის კედელში ორი ცხვრის თავის ქანდაკება მოიპოვება. შესავალი აქვს
დასავლეთით და სამხრეთით. ხატები ბევრი ყოფილა ეკლესიაში, მაგრამ ეხლა
ყველას ვერცხლის სამოსელი და შემკობილობა მოძარცული აქვს. ცოტა შერჩენია
ფირფიტები მთავარ ანგელოზის ხატს და ისიც ტლანქი ხელობისა სჩანს; ამას გარდა
არის კიდევ ორი, წამლით დახატული ხატი, ღვთის მშობლისა და მაცხოვრისა, ორივე
ქართული ხელობისა, არა უადროეს მე-18 საუკ. დასასრულისა.
ჩვენ აქ ვნახეთ კიდევ ძველი სირიული ტიპის საცეცხლური.

სოფელი მამი.
პატარა სოფელია. ამ სოფელში ლამაზი ოთხკუთხედი კოშკია (№17413); სოფლის
ბოლოს კლდესთან, დიდი ხეების ჩრდილს ქვეშ, პატარა ქვის ეკლესია არის წმიდის
გიორგისა. დახურულია ყავრით; შესავალი აქვს დასავლეთით და თითო ფანჯარა
აღმოსავლეთით და დასავლეთით. დასავლეთის კედელზე ქვიდან გამოქანდაკებული
ცხვრის თავია. კარი ხისა ლამაზია. კანკელი ახალი ხისა. ტრაპეზი მიშენებულია
კედელზე საკურთხევლისა. ეკლესიაში მხოლოდ ორი ხატი მოიპოვება:

1. ერთი წმიდა გიორგისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 66X43 სანტ. ნაწილობრივ
დაშლილია. წმინდა გიორგი ფეხზე მდგომარეა, მარცხენა ხელი ფარზე უდევს.
მარჯვენა ხელში ალბად ჯვარი ეჭირა. ვინაიდან ლახვარი არა სჩანს; თავი
დაზიანებულია; ნიმბი დიდია; წარწერა ასომთავრულით ჯვარისებურ
მედალიონებში: წჲ გი. ეზო შემკობილი ყოფილა ხლართულებით. აშია დაცულია
მარჯვნივ და მარცხნივ; ჩვეულებრივი რომბებითურთ ქსელში და ორივე მხარეს
შუაში აშიებს აქვს ოთხკუთხედი მედალიონები, რომლებზედაც ერთგვარი ხელობის
ორი წმიდა მხედარია სრულის ტანით და შუბებით; ესენი უნდა იყვნენ წმ. დიმიტრი
და წმ. თეოდორე. წარწერები არა აქვთ. ხატზე ძეწკვია მომბული (№16851).
ხატი მე-15 საუკუნის უნდა იყოს.
2. აქვე არის პატარა ხატი ღვთის მშობლისა, უბრალო ფირფიტა, უხეოდ, 9,5X8,5
სანტ. წარწერით: დდ ღი. ხელობა დაბალია (იხ. ქვემოდ №16851).

 

სოფელი თეკალი.
სოფელი დიდი არაა, მაგრამ ლამაზია, ცხენის წყლის მარჯვენა ნაპირზე (№17415).
სოფლის ზემოდ ტყით მოცულ გორაზე ამართულია ქვის ეკლესია მაცხოვრისა. ეს
ეკლესია აშენებულია შირიმის თლილის ქვისაგან და განირჩევა სხვა სადადიანო
სვანეთის ეკლესიებისაგან, როგორც თავის სიმაღლით, ისე მორთულობით და
სილამაზით. აქ საკურთხეველიც არის, სამკვეთლოც და სადიაკვნეც. შესავალი აქვს
დასავლეთით და ჩრდილოეთით. ეს უკანასკნელი შეიძლება მერმინდელი იყოს,
ფანჯრები თითო დასავლეთით და სამხრეთით; სამი აღმოსავლეთით; სადიაკვნეში
მრგვალი სარკმელია; ასეთი ყოფილა სამკვეთლოშიც, მაგრამ შემდეგ
გაუფართოებიათ. ეკლესიის კედლები გარედან აღმოსავლეთით, დასავლეთით და
სამხრეთით შემკობილია კუთხოვანი პილასტრებით და პატარა წვრილი ორმაგი
სვეტებით, რომელთა ზემოთ კამარები გადადიან და ეს კამარები დიდათ ამშვენებენ
კედლებს; დასავლეთით ხუთი კამარაა, სამხრეთით – ექვსი და აღმოსავლეთით – 3.
საზოგადო სახე ეკლესიისა დასავლეთიდან იხ. ფოტ. № 17414. იატაკი ქვისაა.
კედლები შიგნით სულ მოხატული ყოფილა, მაგრამ მხატვრობა ცუდათ არის
დაცული. საკურთხეველის კონქში მოსჩანს მაცხოვარი სრულით ტანით, სახარებით
და მაკურთხეველის მარჯვენით. იმის ირგვლივ თორმეტი მოციქულია,
ჩრდილოეთის კედელზე უკეთ დაცულია ნათლისღება. ნაწილები ფრესკებისა კიდევ
მოსჩანან დასავლეთის კედელზე და საყდრის ცაში.
ჩრდილოეთის სარტყელზე, შიგნით, არის გვიან ამოჭრილი ხუცური წარწერა:
ქე : შე : ზი : ნე/ლი.
ეკლესიაში მოიპოვება:
1. კანკელის საწინაო ვეებერთელა ჯვარი, თავის ადგილზეა დაცული, შეძერწილი
ვერცხლის ფირფიტები, მაგრამ უწარწეროდ.

2. მაცხოვრის ხატი, ვერცხლისა, ნაჭედი, 71X50 სანტ. ტლანქი ხელობისა,
დაზარალებული, ადგილ-ადგილ აკერია ახალი ფირფიტები (№16854). ნიმბი და სახე
ნაწილობრივ გაფუჭებულია. ქრისტე ტახტზე მჯდომარეა, მაგრამ ტახტი არა სჩანს;
ფეხები ნოხზე უწყვია, მარჯვენა ხელით ჯვარს სწერს, მარცხენაში სახარება აქვს.
სახელის წარწერა ასომთავრულით: (იესო ყველა ასო შებრუნებულია) ქֿე. ქვემოდ
კუთხეში ასომთავრული წარწერა:
1. [ქც] ხო :1 ლაშრსო : მაცხოვარო2 ლაშარისაო,
აშენე აშენე
2. მაშნებელი შენი ჲსე რ-ნ3 მაშენებელი შენი ჲესე, რო3. მოჭედა წი ესე ხტი მმს მელმან მოჭედა წმიდაი ესე
4. ახლისობსა გელჲსა დე ხატი მამასახლისობასა გე5. კანოზისა ქ: მცხოვ ლაჲსა დეკანოზისა . ქ. მა6. რო ლშრსა ცხოვარო ლაშარისა7. ო შე ინე ო, შეიწყალე იოანე
8. დეკნზჲ დეკანოზი.
ჩვენ არ ვიცით დანამდვილებით, როგორ წავიკითხოთ ჯგუფი „ლაშრსა“,
ლაშერისა თუ ლაშარისა. ლაშერი ჩვენ არ ვიცით, ლაშარი (ლაშარის ჯვარი)
ხევსურეთშია. შეიძლება იქიდან იყოს მოტანილი ეს ხატი. წარწერაში ჲ ნახმარია ი-ს
მაგიერ და იქ, სადაც ჲ უნდა იყოს, არის ი. ეს წარწერა მუსლოვის მიერ
გადმოღებული ბროსეს განსხვავებულად მოჰყავს, ვიდრე ჩვენ ვკითხულობთ (გვ. 52).
3. ხატი მაცხოვრისა, ოქროთ დაფერილი ვერცლისა, ნაჭედი, 69,5X50,5 სანტ.
ქრისტე წელზევითია, მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში სახარება უჭირავს,
მოჩუქურთმებული ყდით შემკობილი, ნიმბში ჯვარის სახეა. სამოსელი ერთობ
დასერილია. წარწერა ასომთავრულით: ჲჳ ქჱ. აშია ლამაზია, ქართული
ხლართულებით, მაგრამ მარტო ქვემოდ არის დაცული და ზედ ორი მედალიონია
იოანე და ლუკა მახარობელთა სურათებით (№16853). ხატი მე-15-16 საუკ. უნდა იყოს.
4. ხატი მაცხოვრისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 48,5X36,5 სანტ. ტლანქი ხელობისა.
წარწერა სახელისა ბერძნულის ასოებით აქვს. ქრისტე ტახტზე მჯდომარეა,
სახარებით და მაკურთხეველის მარჯვენით. აშია მარჯვნივ და მარცხნივ რომბებით
ქსელში მთლად არ არის დაცული. ზემო აშიაზე, ოთხის ქვით შემკობილზე, წელს
ზევითნი სახეებია: წჲ ბრბრე, წჲ მრინე და წჲ ირინე (ი¯ნე?). მარცხნივ და
მარჯვნივ აშიებში წმიდა გიორგი და წმიდა დიმიტრია. ქვემოდ ასომთავრული
წარწერის ნაწყვეტია (№16855):
_______
1) აქ რაც ფრჩხილებშია, ბროსედან მოგვყავს, ეხლა არ სჩანს.
2) ანუ შეიძლება: ხატო,
3) ამ ორი სიტყვის მაგიერ ბროსე კითხულობს: ესე: ჴვი:
. . . [მაცხოვა]რო :. მეოხ :. და მფარველ ექმენ მან. . . ა
ძესა :. დღსა :. მას განკითხვისასა.
ნაწყვეტები ასომთავრულისა მოსჩანან კიდევ ზემო აშიაზე:
„რსთინა“. ხატს ძეწკვი აქვს.
5. ხატი ღვთის მშობლისა ჩჩვილედი, ოქროთი დაფერილი ვერცხლისა, ნაჭედი,
69X52 სანტ. ქართულის ხელობისა, ასომთავრული წარწერით: დდჲ ღსჲ, ჲჳ ქე.
პირის სახეები ღვთის მშობლისა და მისი ძისა სანახევროდ მოშლილია. აშიები
ბროწეულის ყვავილების მსგავსი ორნამენტით არის შემკობილი. ზემო აშიაზე
წარმოდგენილია ოთხკუთხედ მედალიონებში ვედრება, ხოლო გვერდებზე პეტრე და
პავლე; ქვემო აშია არ არის დაცული (№16852). იესო ქრისტეს ნიმბში მოსჩანს ერთი
ქვა, მეორე დაკარგულია. ხატი მე-13-14 საუკ. უნდა იყოს.

6. ხატი ნაკერი წმ. გიორგისა, 26X22 სანტ. მხედარი ცხენით არის წარმოდგენილი,
რომაულ საომარ ტანისამოსით, ვეშაპს გმირავს; მის წინ დედოფალია. რუსული
ხელობისა არის (№16856).

7. პატარა ვერცხლის ხატი ღვთის მშობლისა, 9,1X10 სანტ. ნახევრად მოშლილია;
წარწერა ხუცური: დდჲ ღჲ.
8. პატარა ვერცხლის ფირფიტა, 10X7 სანტ. ხელებ-აპყრობილი წმიდანის სახით,
რომელსაც ხუცურად აწერია: წჲ ანა და შემდეგ კიდეევ ასოები: მჲდ. ფირფიტა
ფიცარზეა მიჭედილი.
9. წამლით დახატული წმიდა გიორგის ხატი, ახალი.
ლაშხეთის თემი
ლაშხეთის თემი შესდგება სოფლებისაგან: სასაში, მებეცი, ლეკოსანდი,
ჯახუნდერი, ჩუკული, ლემზაგორი, ხერია, ჩიხარეში, მელე, მახაში, შგედი, მარგვიში,
ნაცული, ღობი: ამას ზემოდ ცანა ანუ ცენა; იქვე არის ნასოფლარები ზეკარზე
(უღელტეხილზე) ზესხვა და ლაფური.

სოფელი სასაში.
სოფელი სასაში მოზრდილი სოფელია. სასაშის ეკლესია ახალია, ხისა, გუმბათით.
ღვთის მშობლის სახელზე. ამ ეკლესიაში ინახება:
1. თავი ხატი ღვთის მშობლისა, ჩჩვილედი, ვერცხლისა, ნაჭედი, ქართული
ხელობისა, 46X33,5 სანტ. დედა ღვთისა მაღალ შემკობილ ტახტზე ზის ძითურთ.
წარწერა ასომთავრულით: დდჲ ღსა. ხელობა დაბალია, აშიები ერთმანეთში
გადაბმული ნახევარი წრეებისაგან არის შემკობილი. მე-16-17 საუკ. უნდა იყოს
(№16906).

2. ხატი წმ. გიორგისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 20,5X13,5 სანტ. წმ. გიორგი სრულის
ტანით არის წარმოდგენილი, შუბით და ფარით. ქსელის მსგავსი აშიები შემკობილია
9 დიდის ვერცხლის ფოლაქით. ხელობა ერთობ ტლანქია (№16907). მე-18-19 საუკ.

3. ხატი სხვა და სხვა ნაჭრებისაგან შემდგარი, 14,5X15 სანტ. ზემოდ პატარა
ჯვარცმის ხატია ვერცხლისა, ტლანქი ხელობისა. ქვემოდ სპილენძის პატარა ხატია
წმ. გიორგისა, გვარიანი ხელობისა არის. ეზო მორთულია სიმრგვალეებით და შიგ
დატანებული ჯვრებით; აშიები ფოლაქების მსგავს ორნამენტით არის მორთული.
4. ჯვარი ხისა, ვერცხლით შეჭედილი, ტლანქი ხელობისა.

სოფელი ჯახუნდერი.
ჯახუნდერი ლამაზი სოფელია, ნამეტნავად ლამაზი ზემო გორაზე გაშენებული
ერთი სახლი თავის კოშკითურთ. (№166. ეს წინანდელი გადაღებულია). ეკლესია
წმიდა გიორგისა აშენებულია კარგის თლილის ქვით ას-წლოვან მუხებს შუა;
ჩვეულებრივი ერთ ნაოსიანი ბაზილიკა, სიგძით 13 არშინი და 14 ვერშოკი, განით 9
არშინი და 15 ვერშოკი; დახურულია ყავრით; შესავალი აქვს დასავლით და სამხრით;
ფანჯარა ხუთი აქვს, ორი სამხრეთით, თითო სხვა მხარეებზე. აღმოსავლეთის
ფანჯარა მოჩუქურთმებულ ოთხკუთხედშია (№17422). მარჯვნივ კუთხეში ამ მხარეს
კიდევ ამშვენებს შემკობილი პრტყელი ქვის პილასტრი (№16872). ზემოდ კიდევ ქვის
ჩარჩოებში ყოფილა წმიდათა ქანდაკებანი, მაგრამ ეხლა ყველა მოშლილია; ერთს
შეუნახავს ქანდაკება მთავარ ანგელოზისა, მაგრამ იგიც გაფუჭებულია. საზოგადოთ
ჯახუნდერის ეკლესია ერთ საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს სადადიანო სვანეთში.
წინანდელი ქვის კანკელი ეხლა შეცვლილია ხის კანკელით. აღმოსავლეთის კედელზე
ყოფილა ხუცური წარწერა, რაც ასე იშვიათია სვანეთში (№16872), მაგრამ ნაწილობრივ
წარწერა მოშლილია და მასთან შირიმის ამობურცულ ქვაზეა და სრულად ჩვენ ვერ
წავიკითხეთ, მხოლოდ გავარჩიეთ:
წო გი ჯჴნდლო შე აზნაურნი. ..
აღაშენა საღტარი და…
უქარაგმოდ:
წმიდაო გიორგი ჯაჴუნდლისაო, შეიწყალე აზნაურნი . . .
აღაშენა საღტარი (sic) და…
როგორც სჩანს წარწერიდან, წინეთ სოფლის სახელი ჯახუნდელი ყოფილა.
ეკლესიას ჰქონია ხის ჩუქურთმიანი კარი (№2197), რომელიც ეხლა ტფილისის
მუზეუმში ინახება და გამოცემულია გრაფინია უვაროვის მიერ. ტაბულა XXXIX, 68.
ეკლესიაში ჩვენ ვნახეთ და გადმოვიღეთ:
1. ხატი წმ. გიორგისა, ოქროთი დაფერილი ვერცხლისა, ნაჭედი, 89X56 სანტ.
ძლიერის რელიეფით გამოყვანილი, მაგრამ ერთობ დაზიანებულია. მთავარ მოწამე
ცხენით არის წარმოდგენილი და ნიმბით, შუბით მარჯვენა ხელში, ფარი მარცხენა
მხარზე აქვს მოგდებული; თმა ბულულებად არის გაკეთებული. გაფუჭების გამო არა
სჩანს, ვეშაპს გმირავდა თუ გვირგვინოსან მეფეს. წარწერა სახელისა ასომთავრულით:
წჲ გჲ. აშიები შემკობილია რომბებით ქსელში და მედალიონებით წმიდათა. ქვემოდ
წმ. დიმიტრი და წმ. თეოდორეა, ზემოდ იოანე ნათლის მცემელი, სხვები
გაფუჭებულია (№17874), მარცხნივ, ზურგს ზემოდ, ასომთავრული წარწერა:
1. ქ : მო- ჭედა : წჲ : ესე : ხატი : მამასახლისობასა :
ვახტ- გ : ლომინ
2. აის ძის- სა : და გამოიღო : ოცისა : დრაჰკნისა : საქონელი
3. მისა : ჴელოვანთა : მისაცემელად : და გვედრიან : სულითა
და ჴორფითა : მოწ- ო : გი :
შეუმოკლებულად:
მოიჭედა წმიდაჲ ესე ხატი მამასახლისობასა ვახტანგ ლომინაის ძისასა და
გამოიღო ოცისა დრაჰკნისა საქონელი მისა ჴელოვანთა მისაცემად და გვედრიან
სულითა და ჴორცითა, მოწამეო გიორგი.
ზურგის ძელზე ხატისა მეორე ხუცური წარწერაა, მაგრამ უფრო გვიანი დროისა:
1. ქ: წო გი ცცხლ წმიდაო გიოგრი, ცოცხლო2. ობით გაუმარჯვ ბით გაუმარჯვე
3. ე სულს გელოან სულას გელოან
4. სა და გის ცოდვან სა და გიორგის, ცოდვანი
5. ი მათნი შეს ღნ და მათნი შეუნდვნეს ღმერთმან
6. მეუღლესა მათსა და მეუღლესა მათსა
7. შენდს ღნ ძენი გან შეუნდვნეს ღმერთმან, ძენი
8. ძლიეროს ღნ. განაძლიეროს ღმერთმან.

ხატი მე-14 საუკ. უნდა იყოს. ამ ხატის ვერცხლის პერანგის ქვეშ ყოფილა მისი
თაფლის სანთლის სარჩული, რომელიც გამოცემულია გრაფინია უვაროვის მიერ
(ტაბ. XXXIV, 58, 59).
2. ხატი ღვთის მშობლისა კარედი, ოქროთი დაფერილი ვერცხლისა, ნაჭედი,
63X50 სანტ. (№187). შუა ნაწილში წარმოდგენილია ღვთის მშობელი ჩჩვილედი,
ტახტზე მჯდომარე, წარწერით: წჲ მმ. იჳ ქე. მის ზემოდ კამარას ქვეშ, მფრინავი
მთავარ ანგელოზნი არიან, ბურთებით და წარწერით: წჲ მქლ, წჲ გბ; ღვთის
მშობლის მარცხნივ სრულის ტანით: წჲ პეტრე: მარჯვნივ; წჲ პვლე. აშია
ბროწეულის ყვავილების მსგავსი ორნამენტით არის შემკობილი (№16876), ქვემოდ
წარწერა:
წო მღვთჲს მშობელო ადე აზანაურნი შე სფლჲ ჯჴდლი, ესე იგი: წმიდაო
მღვთის მშობელო, ადიდე აზნაურნი, შეიწყალე სოფელი ჯაჴუნდელი.
თვით ეს ხატი, ჩვენის აზრით, ეკუთვნის მე-16 საუკ., ხოლო მისი კარები,
რომელნიც ეხლა მოცილებულია და ცალკე ინახება, უფრო გვიანი დროის არის. იგი
შემკობილია ზერელედ, მსუბუქად გამოსახული მთავარ ანგელოზებით, რვა-რვათი
თითოზე, რომელნიც დაყოფილნი არიან ორ-ორ მწკრივად ვერტიკალური და
ჰორიზონტალური შემკობილი სიმრგვალეებით (№№16877, 187).

3. ხატი მაცხოვრისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 54X42,5 სანტ. მაცხოვარი ტახტზე
მჯდომარეა, მაკურთხეველი მარჯვენით და გაშლილი სახარებით მარცხენა ხელში;
სახარების ფურცელზე სწერია: მე ვარ ნათელი სოფლისა… სახელის წარწერა არის
შემკობილი. აშიები შემკობილია რომბებით ქსელში და წმიდათა მედალიონებით,
ზემოდ: წჲ გი, სამჯერ არის წარმოდგენილი, მარცხენა აშიაზე: წი კრ(კვირიკე),
მარჯვენაზე – წი თე, ქვემოდ იესო ქრისტე და ორი წმიდა გიორგი (№16875 და
უვაროვისა, გვ. 116, სურ. 34), ხატი მე-16 საუკ. უნდა იყოს.
4. ხატი მთავარ ანგელოზ გაბრიელისა, ოქროთი დაფერილი ვერცხლისა, ნაჭედი,
21X12 სანტ. (№16878). კარგი ქართული ხელობისა. ანგელოზი სრულის ტანით არის
წარმოდგენილი ბიზანტიურის ტანისამოსით, შუბით და ბურთით ხელთა. წარწერა
სახელისა: წჲ გბრლ. აშია მერმინდელია ქვემოდ მარცხნივ უწერია:

აღეშენა ხ აღეშენა ხაატი ესე ჴე ტი ესე ჴე
ლითა მხა ლითა მხატტვრის ძი ვრის ძისა მქლა სა მიქელისა.

ხატი არის არა უგვიანეს მე-15 საუკუნისა. (წინეთ გადაღებული №186).
5. ხატი წმიდა გიორგისა, ვერცხლისა, 22X19 სანტ. წარწერით, დიდი
ასომთავრულით: წჲ გჲ; წმიდანი ცხენით არის წარმოდგენილი, გმირავს კაცს.
ქვემოდ ვულგარული ხუცურით:
წო გი შე სალი და ანდანი.
ხატი ტლანქი ხელობის არის (№16878). ეს ხატი სულ გაფუჭებულია (№16878),
მაგრამ ჩემს კოლექციაში წინეთ გადაღებული (№186) უფრო კარგად არის შენახული.

6. პატარა ხატი წმ. გიორგისა, ხეზე ამოჭრილი, ათონური რიგისა. წმიდანი
წარმოდგენილია ცხენით, ვეშაპს გმირავს. ფრიად ლამაზი ნახელავია (№16873).
7. პატარა ოქროს ხატიდან წმიდა დიმიტრისა, წმ. თეოდორესი და წმ. პროკოპისა
დარჩენილია მხოლოდ აშიები, ნიმბები და წარწერანი: წა დიმიტრი: თე : წა
პროკოპი. სახეები წამლით ყოფილა დახატული და სულ გამქრალა (№16873).
8. ერთი ხატის შესამოსლის ნაჭერზე, რომელიც ტლანქი ხელობისა ყოფილა,
დარჩენილია ვულგარული ხუცური წარწერა:
მნაველს :. ქასივაძესა :. შენდვს [ღნ],
ესე იგი: მანაველს ქასივა-ძესა შეუნდვნეს (ღმერთმან) (№16873).
ამ წარწერაში „ქასივაძესა“ შეცდომით უნდა იყოს „ქასილაძესა“ მაგიერ. ეს არის
განმაახლებელი ორბელის სახარებისა (იხ. ზემოდ. გვ. 44).
9. წამლით დახატული ხატი წმ. გიორგისა, სრულის ტანით, შუბით და ფარით;
ლამაზი ხელობისა, 29X23 სანტ. წარწერით: წჲ გჲ; ქშუთისა : –

სოფელი ჩუკული.
სოფელი ჩუკული დიდი და ლამაზი სოფელია; სახლები ამ სოფლისა უფრო
ტიპიურია და ამიტომ უფრო საყურადღებო. ჩვენ გადმოვიღეთ ფოტოგრაფიულად.
იხილე № №17418, 17419, 17417, 17416, 17420.
ეკლესია ჩუკულისა ქვისა პატარაა, მაგრამ დასავლეთის კედრით სტოა აქვს.
საკურთხეველი გამოდის გარედ მრავალწახნაგოვანად და აქვს სამი ფანჯარა.
შესავალი აქვს დასავლეთით და სამხრეთით. ამ უკანასკნელის კარი ხისა მშვენიერის
ჩუქურთმებით არის დამუშავებული (№190); მათზე წარმოდგენილია 24 წმიდათა
გამოხატულება, მათ შორის, რვა სრულის ტანით არის გამოსახული, დანარჩენები
წელსზევითნია. (გრ. უვაროვისა, გვ. 129, ტაბ. XXXIX,67). ბერნოვილი ამ კარს
შეცდომით სხვა ეკლესიას აკუთვნებს, ვგონებ ჯახუნნდერისა (იხ. გვ. 72, ფიგ. 4). ეს
მოტანილი ყოფილა მეორე, გაუქმებულ ძველი ეკლესიიდან. შიგნით ეკლესიის
კედლები მოხატულია; მხატვრობა დაბალია და გვიანი, წარწერები მხედრულია, არა
სწორი ქართულით. საკურთხეველის კონქში ვედრებაა. ჩრდილოეთის კედელზე
მოსჩანან: ჯვარცმა წარწერით: ჯვარისა მა(sic), წმ. გიორგი: წიმთ (sic) გიორგი
(უვაროვის ტაბ. XX) და წმ. ესტატე: წი ესტათე, რომელიც შველს ნადირობს. სხვა
ადგილებში წარმოდგენილნი არიან წა ბარბარე: წით ბრბლე, და წ¯ა მარინე: წით
მარინე. ბერნოვილის დროს ფრესკები უკეთ ყოფილა დაცული (იხ. გვ. 83). კანკელი
ქვისაა ერთის აღსავლის კარით და სულ მოცულია ხატებით. საკურთხეველის წინ
საგანგებო კვარცხლბეკით ამართულია ჩვეულებრივი დიდი ჯვარი.
1. ეს ჯვარი და მთელი კანკელი ეკლესიისა თავის ხატებით გადმოღებულია
ფოტოგრაფიის საშვალებით №16862, ამაზედ მოსჩანს ნაწილობრივ საკურთხევლის
კონქი, ფრესკებით. უფრო კარგად საკურთხეველი და კანკელი წარმოდგენილია
ბერნოვილის სურათზე (გვ. 83, ფიგ. 9). ჯვარი დამყარებულია ოთხკუთხედ ქვის
კვარცხლბეკზე, რომელიც ლამაზად შემკობილია ორმაგი სვეტებით, კამარებით და
სხვა ჩუქურთმებით (იხ. უვაროვისა, გვ. 82, სურ. 17. თვით ჯვარის სურათი ავტორს
არ მოჰყავს). სხვა სვანეთის ეკლესიებში ამის მსგავსი კვარცხლბეკი არ გვხვდება.
ჩრდილოეთის მხარეზე ამ კვარცხლბეკისა არის წარწერა:
წ- ო მ- ქლ ადიდე ჯანბურ და სოფელი ესე და გ- ი (გიორგი) გვარი ჯანბურიძე
ეხლაც გვხვდება სვანეთში.
სამხრეთის კედრით სწერია:
სახელითა ღთ შეიქმნა ხათლუმი ესე ჴელითა გ- ი[სთა].
ბროსე ხათლუმის მაგიერ კითხულობს ტოლომი, და
თარგმანის calvaire(გვ. 55).
თვით ჯვარი შეძერწილია ვერცხლის ფირფიტებით, ზოგჯერ მოოქრულით,
რომლებზედაც სუსტი რელიეფით წარმოდგენილნი არიან ფიგურები წ-ა გიორგის,
ანგელოზთა, ღვთის მშობლისა, მოციქულთა და მთავარ ანგელოზთა. ხელობა
საზოგადოთ დაბალია. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ რამოდენიმე ფირფიტა
მშვენიერის სურათებით. ასეთებია სურათები იესო ქრისტესი: იჳ ქე, მოციქული
მარკოზ და ლუკასი: მარკოზ მახარებელი, ლუკა მახარებელი, და მთავარ ანგელოზ
გაბრიელისა: გბრლ ანგელოზი. ამას შემდეგი წარწერა მოსდევს:
წო გბრლ მთავარანგელოზო ევედრე წ- ე ი- ჳ ქ- ე და
მეოხ ეყ- ვ ი- ეს და ნინოს.
ჯვარს თავზე ჩამოცმული აქვს ცილინდრული ფირფიტებით შემდგარი ქუდი,
რომელიც თავდება ზემოდ ჯვარით და სამი ბურთით (№16862). ქუდის სურათი
ცალკე იხ. უვაროვისა, გვ. 81, სურათი 16.
2. დიდი ხატი, ლამაზი, მთავარ ანგელოზის მიქელისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 59X41
სანტ. მთავარ ანგელოზი წარმოდგენილია სრულის ტანით, ფეხზე მდგომარე,
ბიზანტიურ საკარისკაცო ტანისამოსით, მარჯვენა ხელში ლაბარუმი აქვს, მარცხენაში
ბურთი ჯვრითურთ, ზემოდ წარწერა სახელისა: წი მქლ. თმა კულულებად
დაწნული აქვს. მოხაზულობა ნაკვთისა, ფრთები და მდიდრული ტანისამოსი კარგია.
აშიები ფართო და ორმაგად შემკობილი ბროწეულის ყვავილების მსგავსი
ორნამენტით მშვენიერია. ზემო და ქვემო აშიები შესდგება ერთმანეთში გადაბმული
წრეებისაგან ყვავილებითურთ და მათში სამ-სამი მედალიონია წმიდანებისა (№16861
და უვაროვისა, ტაბ. XXX, 50). ხატი მე-14 საუკ. უნდა იყოს.
3. ხატი მთავარ ანგელოზთა მიქელ და გაბრიელისა, ოქროთი დაფერილი
ვერცხლისა, 44X42 სანტ. ნაჭედი მშვენიერი ხელობისა (№16860). მთავარ ანგელოზნი
ფეხზე მდგომარენი არიან წყვილად, ფრთებით და ახალგაზდათ გამოიყურებიან.
თვითვეულს ხელთ აქვს ლაბარუმი და ბურთი ჯვრითურთ. ბურთები მათ გაწვდილი
ხელებით ერთი ერთმანეთზე მიუდვიათ. მათი სამოსელი მდიდრულია და ლამაზი,
ტუნიკები მოქარგულია, მოსასხამები ლამაზი ნაოჭებით არიან უკან
ჩამოგრძელებულნი, შარვარები სახეებით შემკობილნი, წაღები მაღალი,
მოქარგულნი, წარწერები სახელებისა ბერძნულია, მაგრამ ქვემოდ ფრთებში
ქართულია: მ- ქლ, გ- ბლ. ირგვლივ ვიწრო აშია არის ბროწეულის ყვავილების მსგავსი
ორნამენტებით შემკობილი; შემდეგ ფართო აშიები ფართო ყვავილებით
ხლართულებში. ამათზე წარმოდგენილნი არიან მარცხნივ დედა ღვთისა, მარჯვნივ
იოანე ღვთის მეტყველი; ორთავე სრულის ტანით. ზემოდ, შუაში, ტახტის
გამზადებაა და კუთხეებში მთავარ ანგელოზნი, წელსზევითნი. ყველა ამათი
წარწერები ბერძნულია.
აქ მკითხველის ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას. ეს ხატი კარგად
აქვს აწერილი გრაფ. უვაროვისას (გვ. 104) და მისი სურათიც გამოცემული აქვს (ტაბ.
XXX, 49). მაგრამ აქ გარეგანი დიდი აშია ხატისა სულ სხვაა, ვიდრე ჩვენს სურათზე.
ის სწერს: აშია ლურსმულია დრობნიცებით მაცხოვრისა და ალბად
მთავარანგელოზთაო. ეს ასეც არის მის გამოცემულ სურათზე, მხოლოდ, ჩვენის
აზრით, მთავარ ანგელოზის სურათები იქ არ არის, არამედ ორი მხედრისა, ალბათ წმ.
გიორგისა და წმ. დიმიტრისა. საზოგადოთ შენიშნულია, რომ ზოგ ძველ ხატს უფრო
ახალი დროის აშია აქვს, ზოგ ძველ ნახელავ ჩარჩოში მერმინდელი დროის ხატია
მოქცეული და ეს მოვლენა უფრო ხშირია სვანეთში. ამ ხატისათვის უფრო ის ჩარჩოა
შესაფერი, რომელშიაც ის ეხლა არის. ალბათ ეს სცოდნიათ ადგილობრივ და მისთვის
მისივე ჩარჩო, დაუბრუნებიათ. ეს ხატი მე-12 საუკ. უნდა იყოს.

4. ხატი ღვთის მშობლისა ჩჩვილედი, ოქროთი დაფერილი ვერცხლისა, ნაჭედი,
73X58 სანტ. ქართული ხელობისა მე-13 საუკ. (№188). ღვთის მშობელი მდიდრულად
მორთულ ტახტზე ზის მუთაქით, ორივე ხელით ძე ქრისტე მიუკრავს გულზე;
ქრისტე მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში გრაგნილი აქვს. ტახტის ზურგი
მაღალია. ფეხები ღვთის მშობელს სკამზე უწყვია. წარწერა სახელისა: დ¯დჲ ღ¯სჲ და
შემდეგ სახელი ბერძნულდ არის განმეორებული. პირის სახე ღვთის მშობლისა
სრული და სანდომიერი ქართველი ქალის სახეს მოგვაგონებს; კაბა წვრილ ნაოჭებად
არის დასერილი. აშია ორი აქვს; ერთი შინაგანი ვიწრო აკანთის ფოთლებით
შემკობილი, მეორე გარეგანი უფრო ფართო, ლამაზი, ბროწეულის ყვავილებით
მორთული. ამათში 19 მედალიონია წმიდათა სურათებით. წარწერები ქართულია.
გრაფინია უვაროვისა მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს ხატი ამოღებულია თავის
დიდ ჩარჩოდან და მოთავსებული სხვა უფრო პატარა ჩარჩოში, რომელშიაც ვერ
ეტევა. რომ ეს ასეა, ეს, ჩვენის აზრით, იქიდანაც სჩანს, რომ ამ ახალ ჩარჩოს
დაუფარავს ნაწილი ბერძნული სახელის ასოებისა; მასვე დაუფარავს ქვემოდ
კიდეებში ქართული წარწერები, რომელნიც ამის გამო აღარ იკითხებიან, მოსჩანან
მხოლოდ:
მარცხნივ: მარჯვნივ:
. . გ- ქე შ-
. . .
. . ე- მიქა . . .
. . ე- ნა . . .
. . ან

მარცხენა ნაწილში ალბათ იკითხებოდა სახელი ერისთავთ ერისთავისა, შეიძლება
გიორგისა; მარჯვენაში: ქრისტე შეიწყალე მიქაელ. . .
გრაფინია უვაროვისა ხატს აკუთვნებს მე-14-15 საუკ. (გვ. 110, 112, ტაბ. XXXV, 61),
ხოლო კონდაკოვი მე-13 საუკ. (იხ. მისი „იკონოგრაფია ბოღომატერი“, II, 150). ჩვენ
კონდაკოვის აზრს ვუჭერთ მხარს, ხოლო მეორე აშია მე-12 საუკუნეს უნდა
ეკუთვნოდეს.
5. ხატი მაცხოვრისა, ოქროთი დაფერილი ვერცხლისა, ნაჭედი, 63X48 სანტ. მე-15-
16 საუკუნისა; ტლანქი ხელობისა არის და დიდათ დაზიანებულია (№16858),
მაცხოვარი ტახტზე მჯდომარეა მაკურთხეველ მარჯვენით და სახარებით მარცხენა
ხელში. აშია ფართო რომბებით შემკობილი, რვა მედალიონით წმიდათა, ხატზე სამი
წარწერაა; პირველი მოთავსებულია მარცხნივ მაცხოვრისა:
წო : მაცხო წმიდაო მაცხო-
[ვ]არო:. [შ]-
ე :ლონ ვარო, შეიწყალე ლონგუ :. ს[ული] გუ სულითა :. და [ჴო] თა და ჴორრცითა ცითა.

ამ წარწერაში ასო ო და უ ერთგვარად არის გამოხატული, ამიტომ შეიძლება
წავიკითხოთ: ლონგუ, ლუნგუ, ლონგო.
მეორე წარწერა მოიპოვება მარჯვნით მაცხოვრისა:
წო: მც წმიდაო მაცხოვარო ხოვარო,
შე : გაბი შეიწყალე გაბისაჯიანი : საჯიანი1.
მისა :. მმსხ-
[ლ] მისა მამასახლიბასა : მოიჭედ სობასა მოიჭეა: ოთხი : ხ[ა] და ოთხი ხატი…… ტი…….
მესამე წარწერა ხატის ზურგზეა და უფრო გვიანი დროის არის:
1. ქ : იჳ ქეო : პტიოსანო ცცხლობით
2. და დღეგრძელობით გაუმარჯ
3. ვე სულას გელოანსა გის
4. ორთავე ძმანთა (sic) და ცოდვანი მათ
5. ნი შეუნდს ღნ და მეუღლესა მთსა
6. შეუნდს ძენი მთნი გნძლიერო
7. ს ღნ
უქარაგმოდ:
იესო ქრისტეო პატიოსანო, ცოცხლობით
და დღეგრძელობით გაუმარჯვე სულას გელოანსა, გიორგის.
ორთავე ძმათა, ცოდვანი მათნი შეუნდვნეს ღმერთმან, და მეუღლესა მათსა
შეუნდვნეს, ძენი მათნი განაძლიეროს
ღმერთმან.

6. ხატი მაცხოვრისა, ვერცხლისა. ოქროთი დაფერილი, ნაჭედი, 55, 5X46 სანტ. (№
16859). მაცხოვარი წარმოდგენილია წელს ზევით; მარჯვენა ხელით აკურთხებს;
მარცხენაში სახარება უჭირავს; ნიმბი დიდი აქვს ჯვარის სახით შიგნით; ტანისამოსი
მსხვილი ნაოჭებით დასერილი, წარწერა დიდრონი ლამაზის ასომთავრულით: ჲჳ ქჱ. აშია ლამაზია, შემკობილი მოსხო ბროწეულის ყვავილებით (?) და მედალიონებით
წმიდათა. ზემოდ შუაში: ტახტის გამზადება და მთავარ ანგელოზნი;
_______
(1) ანუ: გაბისა ჯაიანი (?)
მარცხნივ და მარჯვნივ – პეტრე და პავლე; ქვემოდ – წა გიორგი, წა დიმიტრი და
წა არხიპოს. წარწერები ხუცურია. ქვემოდ აშიაზე ვულგარული ხუცურით სწერია:

ადნ ღთო ადიდენ ღმერთო
გგი მახუა (?) გიორგი მახუა (?)
ხტი შქმნ ხატი შექმნა
მცხორისსა. მაცხოვრისა.
ხატი მე-14-15 საუკ. უნდა იყოს.
7. ხატი ღვთის მშობლისა, კარედი, 10,5X12 ვერშოკი, მოოქრული ვერცხლისა, ნაჭედი,
(№№189, 16857). შუაში წარმოდგენილია ღვთის მშობელი ჩჩვილედი, ტახტზე
მჯდომარე; მის მარჯვნივ და მარცხნივ: წი პტრე და წჲ პლე; ამათ ზემოდ მფრინავი
მთავარ ანგელოზებია: წი მქლ, წი გბლ. ქვემოდ შუაში ქრისტეა სრულის ტანით; მის
ორივე მხარეს ჯვარცმა და კუთხეებისაკენ პატარა წრეში წმიდა გიორგი ცხენით
ვეშაპის მგმირავი. ხატს ზემოდ აწერია:

1. წო ღოსშობელო (sic) წმიდაო ღმრთის მშობელო,
2. შე : ესე : სოფელი . შეიწყალე ესე სოფელი,
3. აზრნი დი და აზნაურნი დიდი და
4. მცირე მცირე.

ამ შუა ნაწილის ზემოდ სამ-კუთხედია ჯვარით შუაში და შემკობილი აშიებით.
კარებზე ხატისა წარმოდგენილნი არიან წმ. გიორგი და წმ. თეოდორე (და არა მთავარ
ანგელოზნი, როგორც უვაროვისა სწერს, გვ. 114). წარწერებით: წ¯ი გ¯ი, წ¯ი თ¯ე.
ორთავე სრულის ტანით, საომარი რომაული ტანსაცმლით, შუბით და ფარით, წელზე
დიდი მახვილი, ნიმბები ყველასი შესდგება პატარა წრეებისაგან. ხატი მე-16-17
საუკუნის უნდა იყოს.
8. ხატი მაცხოვრისა, ვერცხლისა, მოოქრული, ნაჭედი, 52X27 სანტ. შუაში ქრისტეა
წელს ზევით, მაკურთხეველი მარჯვენით და სახარებით, რომელიც ჯვარით
შემკობილია. ნიმბს ჯვარის სახე აქვს. წარწერა სახელისა ბერძნულადაც არის და
ქართულადაც: იჳ ქე. ორივე მხარით მაცხოვრისა მთავარ ანგელოზებია შუბებით
ხელში, ბერძნულის და ქართულის წარწერებით სახელებისა, მარცხნივ: მქლ;
მარჯვნივ: გბლ. მთავარ ანგელოზთა სახეები არაჩვეულებრივია, მოტლანქო.
(№16866). ხატი მე-16 საუკ. უნდა იყოს.
9. ხატი მიქაელ მთავარ ანგელოზისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 59X47 სანტ. მთავარ
ანგელოზი ფეხზე დგას, საომარი რომაული ტანისამოსით; მარჯვენა კედრით ხმალი
ჰკიდია და ზედ ხელი აქვს დადებული; მარცხენა ხელით გულზე მიდებული ბურთი
უჭირავს. პირის სახე მოგრძოა, თვალები თითქო წამოვარდნილი; ხუჭუჭი თმა
ფარავს შუბლს; ყელი გრძელი აქვს; ფრთები ულაზათოდ აქვს მიკრული. აშიები
რომბ-ლურსმულია და შიგ მედალიონებია, მაგრამ წ¯თა სახეები არა აქვთ. ხატი
დაზარალებულია, ხელობა დაბალია, მე-17 საუკ. (№16863). ქვემოდ, მარცხნივ, შუა
ნაწილში ხუცური უშნო ასოებით წარწერა მოსჩანს:

არიან წნი / წო . . დმლ / დან . . .
10. ხატი მთავარ ანგელოზის მიქაელისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 48X34 სანტ. მთავარ
ანგელოზი ფეხზე მდგომარე, ბიზანტიური საკარისკაცო ტანისამოსით და ნიმბით.
წარწერა სახელისა ხუცური: წჲ მქლ. ხატი ერთობ დაზიანებულია. აშიები რომბლურსმული, ორი მედალიონით. მარცხენაში ღვთის მშობელია ჩჩვილედი,
ბერძნულის წარწერით სახელისა; მეორეში, ვგონებ, მირქმა (№16864); ქვემოდ,
მარჯვნივ, წარწერა:
მთავარანგ მთავარანგეზო შემა[რ] ლოზო, შეიწყალე მა[რუ]-
შიანი გამ შიანი (?) გამრეკლი ა ნ რეკელი, ამინ.
მისა მმსა მისა მამასა
შნსღნ შეუნდვნეს ღმერთმან.
ხატი მე-15 საუკ. უნდა იყოს.
11. ხატი მთავარ ანგელოზის მიქაელისა, ოქროსი, ნაჭედი, 29,5X23 სანტ. მთავარ
ანგელოზი სრულის ტანით არის წარმოდგენილი, შუბით და ბურთით; ფრთები
გრძელი აქვს, დასერილი. აშიები შედგენილია სხვა და სხვა დროის და ხელობის
ნაჭრებისაგან. ზემოდ ლამაზი ბროწეულის ყვავილებისაგან შემკობილი; ქვემოდ
რომბ-ლურსმული; მარცხნივ წვრილი ბროწეულის ყვავილებისა. აქ შუაში სრულის
ტანით წარმოდგენილია: წჲ პვლე, მაგრამ თავი ეხლა აღარ აქვს. მარჯვნივ სხვა
ნაჭრებია. უნდა იყოს არა უგვიანეს მე-14 საუკუნ. ზემოდ წარწერაა:
წჲ მქლ : მთავარანგელოზი. (№16865).
ორივე მხრით მთავარ ანგელოზისა წარწერაა:
ქ. წო : მქლ წმიდაო მიქელ
მთვრ მთავარანგე ანგელლზო ლოზო,
შე : ი შეიწყალე
ვნე ივანე
ლრი ლორიანი :. ანი.
წო მთვ წმიდაო მთაარ : ანგე ვარანგელოზო ლოზო,
მწე და ფარვე მწე და ფარლ ექმენ ველ ექმენ
ივანე ივანეს
ს : ლორიან ლორიანსა : ჲვანეს სა, ივანეს
დოღვნა : დოღვ(ა) ნსა.
ჲჭედა იჭედა
საჴელო საჴელო
ბასა შენსა ბასა შენსა
12. ხატი მთავარ ანგელოზისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 8X15 სანტ. სვანური ტლანქი
ხელობისა, მე-18 საუკ. დასასრულისა თუ მე-19 დასაწყისისა (№ არ მახსოვს). მთავარ
ანგელოზი ფრთოსანი სახარებით ხელში, სრულის ტანით არის წარმოდგენილი. ეზო
და აშიები ხლართულებით არის შემკობილი. ზემოდ მხედრულის წარწერაა:
1. მთავარ :. ანგელოზო :. იხსენ ფაცი
2. გელოანი :. სულა :. და გიორგი :. მა
3. თა :. ცოდვისაგან :. სამთავე :. ძმანთა(sic) :. შე-
4. უნდოს :. ღმერთმან ამინ :. კირიალისნ.
13. ბოყერი, რომელიც შესდგება გრძელი ხეტარისაგან და მასზე დასმული
ვერცხლის ბურთისაგან; ბურთზე დამყარებულია პატარა ხატი ღვთის მშობლისა
ჩჩვილედი, წარწერით: დდ ღთ. ღვთის მშობელი ტახტზე ზის; აშია შემკობილია;
მეორე გვერდზე წარმოდგენილია ჯვარცმა. ბურთზე არის წარწერა ხუცური,
რომელიც წინა ხატთან არის გადაღებული:
მოჰშელსა გურეის :. გუმმრ/ ჯე: დ : აცხ¯ვნე,
ესე იგი: მოჰაშელსა გურეის გაუმარჯვე და აცხოვნე.
მოაში ის ადგილია, სასაშის მახლობლად, სადაც მინერალური წყლებია.
14. ხატი ღვითის მშობლისა, ჩჩვილედი, ვერცხლისა, ნაჭედი, ღვთის მშობელი
წელს ზევითია ძითურთ; სრულიად ტლანქი ხელობისა. ზემოდ აშიაზე არის ჯვარცმა
მთავარ ანგელოზებით კუთხეებში. აშია მარცხნივ შემკობილია ერთმანეთში
გადაბმულის ნახევარ რგოლებით. ქვემოდ ერთობ ვულგარული ხუცური წარწერაა
(№ 16867). მე-18 საუკუნის დასასრულისა, ან მე-19 საუკუნის დასაწყისისა უნდა იყოს.
15. ხატი მაცხოვრისა და ღვთის მშობლისა, ვერცხლისა, 25X21,5 სანტ. შესდგება
ორი რომბ-ლურსმულის მოხატულობის ფირფიტებისაგან; ერთზე მაცხოვარია
წარმოდგენილი, ერთობ ტლანქი ხელობისა; მეორეზე უფრო ლამაზი ნახელავი
ღვთის მშობელი წელს ზევითი (№16867).
16. ხატი მაცხოვრისა, ვერცხლისა ნაჭედი, ტლანქი სვანური ხელობისა მე-18-19
საუკ. მაცხოვარი ტახტზე ზის, მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში სახარება
უჭირავს. წარწერა სახელისა ხუცურია: იჳ ქე. აშია რომბ-ლურსმული ფართო
(№17618).
17. პატარა ღვთის მშობლის ხატი, ჩჩვილედი, ვერცხლისა, მოოქრული; ნიმბები
და აშია დაცულია, სხვა გაფუჭებულია.
18. ასეთივე პატარა ხატი წმ. გიორგისა, ვერცხლისა, წარწერით: წჲ გი. 9,5X7,5
სანტ. დაზიანებულია.
19. ასეთივე მეორე პატარ ხატი წმ. გიორგისა, ვერცხლისა, 7,5X6 სანტ. წარწერით:
წჲ გი. დაზიანებულია.
სამივე ხატი გადაღებულია ერთ ფირფიტაზე №16868. ამავე ფირფიტაზე
მოთავსებულია ათი ნაჭერი სხვა და სხვა ხატებისა. სხვა და სხვა დროის და
ხელოვნების ნაშთებისა, მათ შორის განირჩევა ზემოდ და ქვემოდ ხატების აშიების
შემკობილობანი კლასიკური პერიოდისა; ხატის ნიმბი მშვენიერი ნახელავი იმავე
დროისა და იქვე ლამაზი წარწერა: გ¯ბლ. რომბ-ლურსმულ აშიებზე მარჯვნივ და
მარცხნივ წარმოდგენილნი არიან წმ. გიორგი და წმ. დიმიტრი სრულის ტანით.

20. პატარა ხატი მაცხოვრისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 14X11 სანტ. მაცხოვარი
სრულის ტანით არის წარმოდგენილი, მაგრამ ერთობ ტლანქი ნახელავია. წარწერა
მხედრული ვულგარულია და განირჩევა მხოლოდ: მაცხოვარო მოიხსენე…
21. ორი პატარა გულსაკიდი ხატი ღვთის მშობლისა, ჩჩვილედი.
22. ზემო ნაწილი აწ დაკარგული ხატისა ლამაზი ხელობისაა. ამაზედ დარჩენილია
ნაწილი სახელის წარწერისა: ლშევეშისა (?). ეს სამი ნივთი მოთავსებულია
ფოტოგრაფიაზე №16869. აქვე არის კიდევ გადმოღებული ფრაგმენტი ძველი ხატის
აშიისა, ლამაზად შემკობილი ბროწეულის ყვავილების მსგავსი ორნამენტით
კლასიკური დროისა. კიდევ შემკულობა ერთი სპილენძის ჭურჭელის გარეგანი
ბოლოსი, აგრეთვე თოფის წამლის შესანახი (საწამლე) ხის მრგვალი ჭურჭელი, ორი
მანგალის მსგავსი ნივთი სპილენძის სახელურით. საპირისწამლე მოხარატებული,
ხოლო სახელურები სპარსულ-ქართული მინანქრით არის შემკობილი.
23. ლაგამი ცხენისა, რკინისა, ვერცხლით შემკობილი, ზოგიერთის გადმოცემით,
ეს თამარ მეფის ცხენის ლაგამია (№16871).

24. ლახტი რკინისა, რომელიც თავდება თორმეტის წვეტით და ტარიც შემკობილი
აქვს (№16871).
25. ერთი კარი კარედი ხატისა, ვერცხლით შეძერწილი, გაყოფილია ჩუქურთმიანი
გრეხილით ორ ნაწილად; ქვემო ნაწილში ქრისტეა წარმოდგენილი სრულის ტანით;
ზემო ნაწილში მოსჩანს ფრთოსანი ანგელოზი. ხელობა ტლანქია (№16870).
26. სამირონე ვერცხლისა, რომელზედაც გამოხატულია ღვთის მშობელი.

27. ნარჩენი კარედი ხატისა, რომლის ზომა ყოფილა 123X73 სანტ. ზემოდ
დარჩენილია ვერცხლის შემკობილობის ფრაგმენტები და აგრეთვე კარებზედაც.
ამათზე გამოსახული ყოფილა მთავარ ანგელოზები.

28. ლახტი სპილენძისა, ექვსი ფრთით.

29. ჩუკულის ეკლესიაში წინად დაცული ყოფილა ქოლგის პირი აბრეშუმის
მატერიისა, გამშვენებული სხვა და სხვა სახეებით, მათ შორის ოთხი მზის სახეა, ამას
თამარის ქოლგას უწოდებენ თურმე. ეხლა ეს ქოლგა ჩუკულის ეკლესიაში აღარ
მოიპოვება, მაგრამ მისი სურათი წინეთ გადაუღია ერმაკოვს (№184).

 

ძველი ეკლესია ჩუკულისა.

პატარა ფიშხორის პირად ყოფილა გაშენებული ძველი ეკლესია, რომელიც დღესაც
მთელად არის შენახული, მაგრამ ხალხი იძულებული ყოფილა დაეტოვებინა იგი,
ვინაიდან მოშორებით არის სოფელზე და ამას გარდა, რაც თავი მიზეზია, წყალს
მოუნგრევია კიდეები და მიახლოვებულა ეკლესიის კედლებთან, ასე რომ ამ ძველ
ეკლესიას დიდი საშიშროება მოელის. ხალხი აქ დღესაც დადის სალოცავად და
დიდის ამბვით იხდიან მთავარ ანგელოზთა დღესასწაულს. განსაკუთრებით აქ
დადიან მონადირენი და მოაქვთ თავის ნანადირევის რქები. ეკლესია უფრო დიდია,
ვიდრე ეხლანდელი ჩუკულის ეკლესია, რომელშიაც ძლივს ეტევა ხატები. ეკლესია
ქვისაა. ყავრით დახურული და ვინაიდან ის ჯურღმულის პირზეა აშენებული,
ამიტომ მისი საფუძველი ერთ საჟენ ნახევრით არის ამაღლებული. შესავალი ერთი
აქვს სამხრეთით. აღმოსავლეთის ფანჯარა მოგრძოა და შემკობილი ჯვარის სახედ
გამოწეული ქვებით და ქვის ჩარჩოც აქვს პილიასტრებზე დამყარებული. თითო
ფანჯარა მოიპოება კიდევ დასავლეთით და სამხრეთით. კანკელი ძველია, ქვისა,
ერთის აღსავლის კარით. ის შესდგება ორი ნაწილისაგან. ქვემო ნაწილი ორი არშინის
სიმაღლისა წარმოადგენს უბრალო ქვის კედელს, რომელზედაც დამყარებულია
ლამაზი ქვის გათლილი სვეტები კამარებითურთ. ტრაპეზი კედელზეა მიშენებული.
კედლები ფრესკებით ყოფილა დაფარული, მაგრამ ეხლა სულ მოშლილია და აქა-იქ
ეტყობა მხოლოდ. ეკლესიაში მოიპოვება აუარებელი მოძარცული ხატების და
ჯვრების ფიცრები, მათ შორის სამი დიდი, საჟენ-ნახევრიანი ხის ჯვარი. არც ერთ
მათგანზე ვერცხლის ფირფიტები არ შენახულა. ბევრია აგრეთვე ირმის და შველის
რქები. როგორც ეტყობა, ეს ეკლესია უკვე მე-18 საუკ. დაუტოვებიათ და მათი
ნივთები გადაუტანიათ და მით გაუმდიდრებიათ ეხლანდელი პატარა ჩუკულის
ეკლესია. ის მოჩუქურთმებული კარიც, რომელსაც დღეს იქ ვპოულობთ, აქედან არის
წაღებული.

სოფელი ჩიხარეში.
სოფელი ჩიხარეშის ეკლესია ღვთის მშობლის მიძინებისა ერთობ სულ ახალია,
ქვისა, გუმბათიანი, მასში დაცულია ორი ძველი ხატი:
1. ხატი ღვთის მშობლისა კარედი, ვერცხლისა, ნაჭედი; შუა ნაწილი ზომით 45X41
სანტ. კარები, თითო 50X20 სანტ. №16879, აგრეთვე უვაროვისა, ტაბ. XXXV, სურ. 60).
შუა ნაწილში წარმოდგენილია ღვთის მშობელი ჩჩვილედი, მაღალ ტახტზე
მჯდომარე, წარწერით ზემოდ, კამარას ქვეშ:
დდჲ ოისა : იჱ- ქე : სი.
ღვთის მშობლის ფეხის ქვემოდ წარწერა:
ქრისტე შეიწყალე გაბრიელ.
ორივე მხარეს ღვთის მშობლისა სრულის ტანით წარმოდგენილნი არიან პეტრე და
პავლე, წარწერებით: პტრე, პავლე. მარჯვნით პეტრეა, მარცხით – პავლე. ამათ თავზე
ღვთის მშობლისკენ მიქცეულნი ფრინავი მთავარ ანგელოზნი. ამათი წარწერა
მოქცეულია ზემოდ, პატარა კამარებში: წჲ მქლ, წჲი გბლ. აშიაზე ქვემოდ ამ ხატის
შუა ნაწილისა სწერია:
წო : ღთის მშობელო : შე : ესე : ჴევაჲ : და : ჴევსა :
აზნაური.
კარებზე, კამარების ქვეშ, წარმოდგენილნი არიან სრულის ტანით, საომარი
ტანისამოსით, შუბით და ფარით და მახვილით წელზე: წი გი (მარცხნივ) და წი თე
(მარჯვნივ).
წ. გიორგის ზემოდ აშიაზე წარმოდგენილ არიან წელსზევითნი ფიგურები
ვედრებისა და მთავარ ანგელოზებისა. ასეთი კომპოზიცია წ¯ა თეოდორესი ზემოდ არ
შენახულა. ყველა ფიგურები ამ ხატისა მოქცეულნი არიან ორ სვეტზე დამყარებულ
კამარებს ქვეშ და სვეტებს აქვთ თავისი ბაზები და სვეტის თავები
მოჩუქურთმებულნი. ხელობა ამ ხატისა და ხასიათი ასომთავრული წარწერებისა
მოგვაგონებენ ჩუკულის ღვთის მშობლის კარედის ხატს, ჩვენ მიერ ზემო აღწერილს
მე-7 ნომერს ქვეშ. და ერთის და იმავე ოქრომჭედლის ნახელავი უნდა იყოს.
2. ხატი მაცხოვრისა, ნაჭედი, 36,5X27 სანტ. (ფოტოგრ. №16880) მაცხოვარი ტახტზე
მჯდომარეა სახარებით და მაკურთხევლის მარჯვენით. სახე ერთობ დაღვრემილი
აქვს, თითქო სტირისო. წარწერა: ჲჱ ქე. პირველ სიტყვაში, საკვირველია ჱ-ს ხმარება
მიღებულ ჳ ანუ ო-ს მაგიერ. აშია ორი აქვს; ერთი უფრო ფართო დაცულია მხოლოდ
მარჯვნივ ორის მედალიონით, ვგონებ, მთავარ ანგელოზებით; მეორე, ვიწრო
ტალღისებური. მოგვაგონებს ლევან დადიანის ხატებს მე-17 საუკუნისა. ხელობა
ხატისა ტლანქია და უნდა ეკუთვნოდეს მე-17-18 საუკ. ამ ფოტოგრაფიაზე ზემოდ
მარცხენა კუთხეში მოთავსებული პატარა ხატი განცალკევებული ხატია იმავე
ეკლესიისა.

სოფელი მახაში.
სოფელი მახაში პატარაა და გაშენებულია მთაზე, ცხენისწყლის მარჯვენა
ნაპირზე, პირისპირ ჭითხარის მწვერვალისა, რომელიც ეკუთვნის შკეთის მთებს და
რომელზედაც 30 ივლისს ჯერ კიდევ თოვლი იდვა (№17423) მწვერვალზე ტბა
ყოფილა ხუთი საჟენი სიგრძით. სოფელი ლამაზია. მისი პეიზაჟი იხ. №№1725 და
17424.
ძველი მიქელ მთავარ ანგელოზის ეკლესია სოფლისა პატარაა, ქვისა. ეხლა
განუახლებიათ შიგნით და გარედაც. კანკელი ახალი აქვს ლამაზად მოხატული.
ეკლესიაში ჩვენ ვნახეთ:
1. ხატი მთავარ ანგელოზისა მიქელისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 65X53 სანტ.
წარწერით: წჲ მქლ (№17626). წარმოდგენილია მთელის ტანით, ხმლით და
გრაგნილით. აშია რომბ-ლურსმულია სამი მედალიონით, რომელზედაც
გამოხატულნი არიან: წჲ ბსლ, წჲ ჲოვანე, იჳ ქე. ხატი მე-16 საუკ. უნდა იყოს.
2. ხატი ღვთის მშობლისა ჩჩვილედი, ვერცხლისა, ნაჭედი, 45X36 სანტ. ფიგურა
წელს ზევითია წარწერით: დედაი ღმრთისა, იჳ ქე. აშიები რომბ-ლურსმულია ხუთის
მედალიონით წმიდანებისა. ქვემო აშია უფრო ძველია. ხატი მე-16 საუკ. უნდა იყოს
(№16884).

3. ჯვარი ხისა, შუა ტანისა, შეძერწილი ვერცხლის ფირფიტებით, ტლანქი
გამოხატულობით ჯვარცმულისა, 27X17 სანტ.

სოფელი დაბიში.
სოფელ დაბიშში სულ პატარა ძველი ქვის ეკლესია არის, მიწერილი ჩიხარეშის
ეკლესიაზე. გარეგნიდან ეკლესია არ განირჩევა უბრალო სახლიდან. შიგნით მისი
სიგრძე არის ხუთი არშინი, განი სამი არშინი, სიმაღლე 5 არშინი. საკურთხევლის
განი არის 1 არშინი და 5 ვერშოკი, კანკელი ორის კამარით და ერთი აღსავლის კარით
შუაში; ტრაპეზი კედელზეა მიდგმული.
ეკლესია სულ მოხატულია; მაგრამ უმთავრესად აქ ფრესკებია ადგილობრივ
პირთა ნაციონალურ ტანისამოსებში. მათი წარწერა, არა სწორი ქართულით,
მხედრულია. ამათ შორის ჩრდილოეთის კედელზე წარმოდგენილნი არიან ქართულკახური ტანისამოსით და მაღალის ქუდებით თავზე:
„კველ ჯაღიბიანი“. შემდეგ ქალია, ალბათ მისი ცოლი, ქართულის გულისპირიანი კაბით, კავებით და სარტყელით, კაბაზე ლურჯი ქათიბი აქვს გადაცმული,
თავზე რაღაც გვირგვინის მსგავსი ქუდი ახურავს და უწერია სახელი:
ლ(ა) შხიშვილის ქალი თუტრუა.
ამათ ქვემოდ უფრო ახალგაზრდა ქალია ასეთივე ტანისამოსით, როგორც
თუტრუა, ხოლო მისი მოსასხამი ჭრელის მატერიის არის და უწერია: „მარეხ“.
„მარეხ“ უნდა იყოს წინა ცოლ-ქმრის ასული.
დასავლეთის კედელზე წარმოდგენილნი არიან ქართულ-კახური ტანისამოსებით:
ნანბა ლადღიბიანი (მარცხნივ კარისა) და მერაბ ღიბიანი (მარჯვნივ კარისა).
სამხრეთის კედელზე დახატულნი არიან:
„ღიბიანი ტაიბუხ და იაშვილის ქალი კუთია და მათი ძე ბაწია“.
ბავშვსაც ქართულ-კახური ტანისამოსი აცვია.
საკურთხეველის კონქში მოსჩანან ღვთის მშობელი ჩჩვილედი და მათ ორივე
მხარეს მთავარ ანგელოზნი, ქვემოდ „ქერუბინები“ და „სერაფინები“; ტრაპეზის
ზემოთ კედელზე ჯვარცმაა წარწერით: „მეძინუბის ჴათი“; აქეთ-იქით: იოანე
ოქროპირი და ბასილი დიდი, წარწერით: „იოვანე, ბასილი“; აქვე ერთი ფიგურა
სამღვდელო ტანისამოსით და სახარებით; წარწერა აქვს: „სდუბანუ“. ვგონებ,
არხიდიაკონი სტეფანე იგულისხმება.
ჩრდილოეთის კედელზე არის ამაღლება და წა გიორგი. სამხრეთის კედელზე
ყოვლად წმიდის მიძინება, წარწერით: „ღოლა წმიდის მიძოღობა“. შემდეგ ჯვარცმა
წარწერით: „იო ჯრისმა“; შემდეგ სვიმონი წარწერით: „სუმონ“. დასავლეთის
კედელზე: ნათლის ღება და აღდგომა ქრისტესი. თაღებზე საკურთხეველისა: პეტრე
და პავლე წარწერებით: პეტრე, პავლე, წმიდა ნინო და კიდევ წა ეკატერინე და წა
ბარბარე. ქვემოდ მარჯვნივ, იოანეს თავის კვეთა წარწერით: „ივანუს თავის ქოთა“;
მარცხნივ მსხვერპლი აბრაამისა წარწერით: „სამხდო აბრამის“. კარების მახლობლად
მესვეტენია. ფრესკები ტლანქი ხელობის არის მე-17-18 საუკუნისა. თვით ეკლესიაში
დიდი ჭურია ჩამარხული იატაკში; დასახურავი ხისა აქვს. ნივთებით ეკლესია
ღარიბია. მასში ჩვენ ვნახეთ:
1. ხატი პატარა მთავარ ანგელოზის გაბრიელისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 8X6,5 სანტ.
მთავარ ანგელოზი წარმოდგენილია სრულის ტანით, ლაბარუმით და ბურთით (იხ.
№16882, ქვემოდ, მარცხნივ). ხელობა გვარიანია.

2. ორი ხის ჯვარი, შუათანა ზომისა, შეძერწილი ვერცხლის ფირფიტებით, ტლანქი
ხელობისა.
3. რკინის უბრალო ჯვარი.

სოფელი ახაშენი.
ეს სოფელი დაბიშის ზემოდ მდებარეობს. ხოლო ახაშენის ზემოდ, მთის
დაქანებულ კალთაზე, არის ადგილი, რომელსაც ჰქვია მაშენა (ესე იგი უფალი) და აქ
არის ხის ეკლესია, მაგრამ ეხლა იქ წირვა აღარ არის. მასში ინახება:
1. ფრიად თავისებური სქელი სპილენძის ხატი მთავარ ანგელოზის გაბრიელისა,
ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, ორი ხატი იმავე მთავარ ანგელოზისა, ერთი ზემოთი
მფრინავის სახით წარმოდგენილი და მეორე ქვემოდ, ფეხზე მდგომარე, შუბით
მარჯვენა ხელში და გრაგნილით მარცხენაში. წარწერა ორთავეს ასომთავრულით: წი
გბრლ. ორთავე მთავარ ანგელოზი ერთ სქელ წითელი სპილენძის ფიცარზეა
წარმოდგენილი ძლიერის რელიეფით. მაგრამ თითოეული მათგანი გარედან
შემკობილ ოთხკუთხედშია. ოთხკუთხედების სვეტები მარჯვნივ და მარცხნივ
ორმაგია თავისი ბაზებით და სვეტის თავებით (№16881); ხატი ჩამოსხმული უნდა
იყოს. ასეთი ხატი ჩვენ პირველად გვხვდება არა თუ სვანეთში, არამედ საქართველოს
სხვა კუთხეებშიც. ფიგურები მოკლეა და მოტლანქო.
2. ხატი წმიდა გიორგისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 40X32 სანტ. ძლიერ დაზიანებული
და გაფუჭებული, წარწერით: წჲ გჲ. წმიდანი წარმოდგენილია მთელის ტანით,
ფარით და შუბით. აშიები მოცილებული აქვს. ხელობა ერთობ ტლანქია. იხ. №16882,
შუაში უმთავრესი ნაწილი.

3. პატარა ხატი წმიდა გიორგისა, დაცულია მხოლოდ ვერცხლის პერანგი; წმიდანი
წარმოდგენილია მთელის ტანით, ფარით და შუბით. ხელობა ტლანქია, იხ. №16882,
მარჯვენა მხარე, ქვემოდ.
4. ხატი უცნობი წმიდანისა, სრულის ტანით, ხეზე ამოჭრილი ღრმად,
ოთხკუთხედში, ლამაზი ხელობისა, უწარწეროდ. იხ. №16882, მარცხენა მხარე. ეს
უნდა იყოს სარჩული ვერცხლის ხატისა, შემოსილობა მოძარცული.

5. დიდი ვერცხლის ჯამი საკმეველისათვის, სასაკმეველე.

6. ბევრი სხვა ვერცხლის თასები და კათხები ხისა არაყისათვის.

სოფელ ახალშენის მცხოვრების ტიპი, ჯაბა ნემსაძე, იხ. ფოტ. №17518.

სოფელი მელე.
ამ სოფლის ეკლესია წმიდის გიორგისა ახალია, ხისა, ახალი ხის კანკელით. მასში
ჩვენ ვნახეთ:
თავი ხატი წი გიორგისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 35X25 სანტ. წმიდანი
წარმოდგენილია ცხენით, შუბით გმირავს გვირგვინოსანს, რომელსაც გრძელი
ამოღებული ხმალი უჭირავს ხელში. აშიები შესდგება ერთმანეთში გადახლართული
ნახევარი წრეებისაგან, წერტილებისაგან შემდგარი ხაზებით შუაში. ხელობა ტლანქია
(№ 16883). წარწერა სახელისა: წი გი. ზემოდ უშნო ხუცურით:
ქ1 :. ამისა :. ოქრო :. მჭე / დელსა :. იოსეს :. შნდს :. ღნ.
ქვემოდ მეორე წარწერა:
1. ქ. მოჭედინე :. ხტი :. ესე წისა :. გის :. მლს :. მე :.
დევდანის :. ქლმნ :.
2. ყზმის :. სხსრდ :. სლსა :. ჩმთს :. და ქრმისა :. სხად.
ესე იგი: მოვაჭედინე ხატი ესე წსა გიორგის მელეს მე დევდარიანის ქალმან ყაზმის
სახსრად სულისა ჩემისათვის და ქმრისა საოხად. ხატი მე-18 საუკუნის უნდა იყოს.
2. პატარა ხატი ღვთის მშობლისა ჩჩვილედი, 5,5X5,5 სანტ. ბერძნულის წარწერით
სახელისა. ფიგურა ძლიერის რელიეფით არის წარმოდგენილი (იქვე, №16883, ზემოდ,
მარცხენა კუთხეთში).
3. ხატი ღვთის მშობლისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 12,5X11 სანტ. ღვთის მშობელი
წარმოდგენილია მთელის ტანით ორ სვეტზე დამყარებულის კამარის ქვეშ, ჯვარით
ხელში. აშია მოჩუქურთმებულია (№16888), მე-17-18 საუკუნის უნდა იყოს.
4. პატარა ხატი წმ. ბართლომე და მიტროფანესი, განცალკევებულ ვერცხლის
ფირფიტაზე, სრულის ტანით და უბრალო შემკობილობით (იგივე ფოტო №16888).
5. პატარა, დარღვეული ხატი ღვთის მშობლისა, ვერცხლისა.

სოფელი ნაცული.

სოფელ ნაცულის ეკლესია მთავარ ანგელოზისა პატარა, ქვისა, განახლებულია და
ქვის ძველი კანკელი ახალის ქვის კანკელით შეცვლილი. ეკლესიაში მოიპოვება:
1. ხატი მთავარ ანგელოზ მიქაელისა, ვერცხლისა, მოოქროული, ნაჭედი, 55X42
სანტ.
_________
1 დედანში წილ-ქანია.

მთავარ ანგელოზი წარმოდგენილია სრულის ტანით, ბიზანტიური სამეფო
ტანისამოსით. ლაბარუმით და ბურთით. წარწერა: მთვრგზძი (sic) მქლ (№16887). ეზო
ზეომოდ ვაზოვანი ორნამენტით არის მოკაზმული; ქვემოდ რობმ-ლურსმული
შემკობილობით; თვით ხატი მე-16საუკ. უნდა ეკუთვნოდეს. აშიები სხვა და სხვა
დროის ფრაგმენტებისაგან შესდგება წმიდათა მედალიონებით. ზემოდ და მარცხნივ
შვიდი მედალიონია ტლანქი ხელობისა. შუაში ვედრებაა; მარცხნივ და მარჯვნივ –
ღვთის მშობელია მთელის ტანით. მარცხენაზე აწერია: დი ღთ. ქვემოდ, მარჯვნივ
კიდევ ოთხი მედალიონია; მათ შორის ორი ღვთის მშობლისა და ერთიც მთავარ
ანგელოზისა. ორივე მხრით მთავარი ხატისა წარწერაა ვერტიკალურად,
მარცხნივ: მარჯვნივ:
ქ . მთ . . ა ამესჲ
ვრ განმ
ნაგ ეტი : ნ
ლძი : ჴვრ
შევე ირრს
დრა სჴვ
ნჲ : ივნ ი : ღთი
ესუ საჲ :
ლთა : ამ .
პირველი წარწერა უნდა იკითხებოდეს: მთავარანგელოძი (sic). შეიწყალე
ვედრანჲ ივანე სულითა, ამინ.
მარცხენა წარწერას, როგორც ეტყობა, თავი აკლია და გაუგებარია; შეიძლება ასე
იკითხებოდეს: ..(დ)ა ამესაჲგან (=ამისაგან) მეტი. ნაჴევარი რარასის (ანუ რარესის)
ჴევი ღვთისა.

2. ხატი ღვთის მშობლისა ჩჩვილედი, ვერცხლისა, ნაჭედი, 23X16 სანტ. ღვთის
მშობელი წელ ზევით არის წარმოდგენილი რელიეფით. წარწერები: დი ღს, იჳ ქჱ.
ეზო სადაა; აშიები ტალღისებურ შტოებით შემკობილი, ჩვეულებრივი მე-17
საუკუნისათვის; ხატი ამ მე-17 საუკ. ეკუთვნის (№16885).
3. ხატი მთავარ ანგელოზისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 21X18 სანტ. შუაში
წარმოდგენილია, როგორც მედალიონში, მთავარ ანგელოლზი წელზევითი
საზომავით ხელში. ხატის ოთხივე კუთხეში მაცხოვარია ტახტზე მჯდომარე; ხელობა
ტლანქია (იქვე, №16883). წარწერები ზემოდ, მარჯვნივ და ქვემოდ მთავარ
ანგელოზისა ერთობ ვულგარული ხუცურ-მხედრული ასოებით. ზემოდ:
წო სამებაო / შე ესტატე.
4. პატარა ხატი ღვთის მშობლისა ჩჩვილედი, ვერცხლისა, ტლანქი ხელობისა (№
16885, მარცხენა კუთხეში ღვთის მშობლის ხატისა.).

5. ხატი ღვთის მშობლისა ჩჩვილედი, ვერცხლისა, ნაჭედი, 26X22 სანტ. რომბლურსმული აშიით, სანახევროდ მოშლილია, ფრიად ტლანქი ხელობისა (№16886).

6. ხატი ორი წმიდა გიორგისა, ვერცხლისა, ნაჭედი. ზემოდ და ქვემოდ ექვსი
მედალიონი წმიდანებისა. ორთავე წმიდა გიორგი წარმოდგენილნი არიან პირის-პირ
ცხენებით, გვირგვინოსან კაცს გმირავენ შუბებით. ტლანქი ხელობისაა (იქვე №16886).
ქვემოდ გაფუჭებული ხუცური ასოებით მოსჩანს:
ო-
(უფალო) სამებაო / შეგვიწყალე.

სოფელი ხერია.

სოფელი ხერია გაშენებულია მდინარე ტვიბერის წყლის პირად. ამ სოფლის სახე
იხილეთ ფოტოგრაფია №17426, ხოლო სოფლის წისქვილის ხის შენობა №17427.
პატარა ეკლესია ამ სოფლისა წმიდა გიორგისა ქვისაა, ერთი კარით სამხრეთით. ის
განუახლებიათ ამ ხანად და ძველი ქვის კანკელი შეუცვლიათ ხის კანკელით,
რომელიც ჯერ მოხატული არ არის. ამ ეკლესიაში ინახება:
1. თავი ხატი წმ. გიორგისა, ოქროსი, ნაჭედი, 40X31 სანტ. მთავარ მოწამე ცხენით
არის წარმოდგენილი, გვირგვინოსანს გმირავს, შუბი მისი თავდება ჯვარით,
მოსასხამი ზურგს უკან ფრიალებს ჰაერში, წელზე ჰკიდია დიდი ხმალი. წარწერა
სახელისა: წი გი. ნიმბი და ქვემო ნაწილი ხატისა დაზარალებულია. ეზო ლამაზი
ვაზოვანი ორნამენტით არის შემკობილი. აშიები ზემოდ და ქვემოდ მერმინდელია,
ტლანქი ჯვრებით და წერტილების სახეებით. ხოლო მარცხნივ და მარჯვნივ აშიები
კლასიკური დროის არის, ბროწეულის ყვავილების მსგავსი ორნამენტით შემკობილი.
თვით ხატი, ჩვენის აზრით, არის არა უგვიანეს მე-13-14 საუკ. (№16889). ზემოდ ხატს
მიბმული აქვს ძეწკვი.

2. ხატი მაცხოვრისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 38,5X25 სანტ. მაცხოვარი ზის მაღალ
ტახტზე, სახარებით ხელში. ნიმბი დიდია ჯვარის სახედ. წარწერა ასომთავრული
ჯვარის მსგავს მედალიონებში: იო Xე (sic). საკვირველი ის არის, რომ ქრისტეს
სახელში პირველი ასო ბერძნულია და მეორე ქართული. ხატი ტლანქი ხელობის არის
მე-18-19 საუკუნისა. (№16890).

3. წამლით ხეზე დახატული ხატი წმ. გიორგისა, 29X19 ვერშოკი, წარწერით: წმიდა
გიორგი. ლამაზია.

4. ასეთივე ხელობის ხატი მაცხოვრისა, 20X15 ვერშოკი.
5. ასეთივე ხელობის ხატი მთავარ ანგელოზთა, 24X19 ვერშოკი.
სამი უკანასკნელი ხატი კანკელშია და ეკუთვნიან მე-19 საუკ. დასაწყისს.

სოფელი შგედი.
სოფელი შგედი ახალის ქვის ეკლესია არის, ხის გუმბათით და ახალი ხის
კანკელით; ეკლესიას ახალი სამრეკლოც აქვს (ამათი სახე იხ. №17428). ეკლესიაში
ბლომად არის ძველი ნივთები:
1. ხატი მაცხოვრისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 46X31 სანტ. ტლანქი ხელობისა, მე-17-18
საუკუნის. მაცხოვარი ტახტზე მჯდომარეა, სახარებით და მაკურთხეველის
მარჯვენით. სახარება ორი ჯვარით არის შემკობილი. ნიმბი ჯვარის სახით არის.
წარწერა სახელისა იჳ ქე. აშიები შემკობილია ერთმანეთში ჩახლართული
რგოლებით და წერტილებით. მარცხენა და მარჯვენა აშიებზე მთავარ ანგელოზებია
ისეთივე ტლანქი, როგორც მაცხოვარი (№16892). ქვემოდ ვულგარული ხუცურით
სწერია:
მაცხოვარო : მეხ და მფარველ :. ექმენ :.
ნასყიდასა :. ჯაფარიძესა :. და თანა :. მეცხედრესა
მისსა :. ყიფიანის :. ქალსა :. სათუთს :. დღსა :. მს:.
განკითხჳსსა :.
ზემოდ ერთ-სტრიქონიანი წარწერა:
ჯაფარიძეს :. ნასყიდას :. ცოლსა :. მისსა ს- თთ- ს შ- ნდ- ს ღ- ნ.
2. ხატი მაცხოვრისა (№17891). ეს ხატი სრული განმეორებაა ხერიის მაცხოვრის
ხატისა, ზემოდ მე-2 ნომრით აღწერილისა (გვ. 118).
3. ხატი წა თეოდორესი, ვერცხლისა, ოქროთი დაფერილი, ნაჭედი, 40X27,5 სანტ.
წმიდანი წარმოდგენილია რომაულ საომარ ტანისამოსით, სრულის ტანით, შუბით
მარჯვენა ხელში, მარცხენა ხელი ფარზე უდევს. სახე მისი ხანშესრულია; ნიმბის
გარშემო წარწერა: წი თე. ეზო ბალახ-ბულახის ორნამენტით არის შემკობილი.
აშიები რომბ-ლურსმულია, ხუთი მედალიონით წმიდათა; ამათ შორის ზემოდ
მაცხოვარია და ორი მთავარ ანგელოზი, თითო მარჯვენა და მარცხენა აშიაზე,
უწარწეროდ სახელებისა. ეს ხატი ისეთივე ტლანქი ხელობის და დროს არის,
როგორც №16892, იმავე პირის შეკვეთილი, ქვემოდ ვულგარული ხუცურით სწერია:
(№16893):
წო :. თე :. მეოხ :. და მფრვე
ლ :. ექმენ :. ჯაფარიძეს :. ნასყიდ
ას :. ცოლსა :. მისსა :. სათუთსა :. დღ
სა :. მს :. გკითხჳსისსა :
შნდოს :. ღნ :.
4. ჯვარი ოქროსი, 33X29 სანტ. ზემო ნაწილი და მარჯვენა ფრთა მოშლილია.
შუაში ჯვარცმულია ორიგინალური კომპოზიციისა. ქრისტეს თავი დაუდვია
მარჯვენა მხარზე, მარცხენა ხელი მიკრული არ არის ჯვარზე, როგორც მარჯვენა,
არამედ მოხრილია და თითქოს ყელზედ აქვს მიკრული. მარცხენა ფრთის ბოლოში,
მრგვალ მედალიონში, ღვთის მშობელია; მარჯვენაში ალბათ იყო ასეთივე
გამოსახულება იოანესი, მაგრმ არ შენახულა, ეხლა დაკერებული აქვს ვერცხლის
ფირფიტა ორი მთავარ ანგელოზის გამოხატულებით. ქრისტეს ფეხს ქვეშ ადამის
თავი მოსჩანს (№16894). ხეტარი არ შენახულა. ჯვარი მე-16-17 საუკ. უნდა იყოს.
5. ჯვარი, 40X20 სანტ. ვერცხლით შემოსილი, ყოველ ფრთაზე წარმოდგენილია
სრულის ტანით მაცხოვარი ერთნაირი გამოსახულებისა, მაკურთხევლის მარჯვენით
და სახარებით მარცხენა ხელში. შუაში უმბო მოშლილია. ხელობა დაბალია, მე -18
საუკ. (№16897).
6. ხატი მაცხოვრისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 23X18 სანტ. მაცხოვარი წელს ზევითია;
მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში სახარება უჭირავს, შემკობილი ყდით.
ნიმბი ჯვარისებური აქვს. სამოსელი ღრმად დანაოჭებულია; წარწერა დიდის
ასომთავრულით: ჲჳ ქჱ, აშია სადა ვერცხლისა აქვს. (№16903).

7. ხატი ღვთის მშობლისა ჩჩვილედი, ვერცხლისა, ნაჭედი, 33X27 სანტ. ღვთის
მშობელი წარმოდგენილია წელს ზევით, წარწერით: დ¯და ღ¯ს. აშია ორგვარი აქვს,
ერთი შინაგანი რომბ-ლურსმული მორთულობით და მედალიონებით წმიდათა,
ეხლა ექვსი მოსჩანს; მარცხენა მხარე დაფარულია მერმინდელი ფირფიტით,
რომელზედაც სამი მთავარ ანგელოზია სრულის ტანით; დანარჩენი აშიები
სხვანაირია (№16899). ხატი მე-17-18 საუკ. უნდა იყოს.
8. ხატი წმიდის თეოდორესი, ვერცხლისა, ნაჭედი, 28,5X25,5 სანტ. წმიდანი
წარმოდგენილია ცხენით, საომარის ლამაზის ტანისამოსით და ხმლით წელზე.
გმირავს კაცს, რომელსაც ხელი ჩაუტანებია ლახვრის წვერისათვის. ცხენი ლამაზად
შეკაზმულია. ეზო ხატისა სადაა, აშია რომბ-ლურსმული, ფართო ოთხი მედალიონით
კუთხეებში; ზემოდ ღვთის მშობელი და იოანე; ქვემოდ ორი წმ. გიორგი; წარწერა
სახელისა არ არის, ამიტომ გადაწყვეტით თქმა არ შეიძლება, აქ წმ. გიორგია
წარმოდგენილი, თუ წმ. თეოდორე (№16900). ხატი მე-16 საუკ. უნდა იყოს.
9. ხატი წმიდისა იონაჲსა, ვერცხლისა, ნაჭედი, რელიეფით, სახე წმიდანისა
ნამდვილი სვანის ტიპია, სრულის ტანით წარმოდგენილი; ხელები ჩაუდვია წელის
სარტყელში; ჩაცმულობაც და ქუდიც სვანურია. შინაგანი აშია ორმაგი
წერტილებიდან შემდგარის ხაზებისაა; გარეგანი სხვა და სხვა ფრაგმენტებისგან
შესდგება და უმეტეს ნაწილად გაფუჭებულია. ამათში მედალიონებიც ყოფილა,
ზემოდ ქრისტესი; ქვმოდ წმ. გიორგისა; მარცხნივ, ვგონებ, მთავარ ანგელოზისა.
წარწერა ვულგარული ხუცურით: წჲ ჲნაჲ (№16898). ხელობა მდარეა, სვანური, მე-18-
19 საუკ. მარცხნივ და ქვემოდ ძლივს გასარჩევი ვულგარული ხუცურით სწერია:

1. სლს 2. ჩმ. სლ 3. მხ მე
მხმ ს შნ კდ ვე
კდა დს ღნ ხატი
ნს
შნ
ღნ

წარწერები შეიძლება ასე იკითხებოდეს: 1) სულას (ან სულის) მეოხ, მაკდანას
შეუნდვენ ღმერთმან. 2) ჩემს სულს შეუნდნეს ღმერთმან. 3). მიოხე მე კვლადვე ხატი
(ხატო).

10. ხატი წმ. ბასილისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 22X15 სანტ. ხუცური წარწერით: წჲ
ბსლი. წმიდანი წარმოდგენილია წელს ზევით, ჯვარით ხელში. ხელობა ტლანქია,
სვანური, მე-18-19 საუკ. აშიები თეთრი პატარ რგოლების ხაზებისაგან შემდგარი
დაზარალებულია (№16902).
11. ვერცხლის ფირფიტები, ერთი დიდი, 38X26 სანტ. რომელზედაც
წარმოდგენილნი არიან მსუბუქის ჩაჭრით ექვსი მთავარ ანგელოზი ფრთებით და
ზემოდ სავედრებლად აპყრობილის ორივე ხელებით. შემკობილება მათი
წერტილებით, წერტილთა ხაზებით და სიმრგვალეებით, ზოგჯერ ორმაგის ტლანქი
ხელობისაა. მეორე ფირფიტაზე, რომელსაც ზემოდ რომბ-ლურსმული აშია აქვს,
წარმოდგენილია სრულის ტანით, წერტილებისაგან შემოხაზულ ოთხკუთხედებში,
ორი ერთ გვარი რიგის ღვთის მშობელი ჩჩვილედი, სრულის ტანით. ეს უფრო
ლამაზი ხელობისაა (№16901).
12. ოთხი ვერცხლის ფირფიტა წმიდათა სახეებით, №16904. პირველზე მარცხნივ,
ქვემოდ, წარმოდგენილია წ¯ა გიორგი ფეხით და ხმლით წელზე. ის შუბით გმირავს
გვირგვინოსანს. ზემოდ უწერია ხუცურად წჲ გი. ხელობა მდარე, სვანური, მე-18
საუკ. მეორე ფირფიტაზე, ქვემოდ, მარჯვნივ გამოხატულია წა თეოდორე. წარწერა
არა აქვს. მხედარი ცხენით არის წარმოდგენილი, შუბით გმირავს ადამიანს. შუბის
თავი ვარსკვლავის მსგავსად არის შემკობილი. ზემოდ ამ ფირფიტაზე მთავარ
ანგელოზია შემკობილ რგოლში წარმოდგენილი. ხელობა სვანურია მე-17-18
საუკუნისა. ეს ხატი რამოდენიმეთ წააგავს ზემოდ მე-8 ნომრის ქვეშ აღწერილ ხატს.
ორი სხვა და სხვა ფირფიტა ზემოდ ატარებს მთავარ ანგელოზთა სახეებს სრულის
ტანით. ტლანქი სვანური ხელობისაა.
13 ხატი წამლით დახატული ხეზედ, მირქმისა, 81X53 სანტ. ახალი დროისა;
ზემოდ მხედრულის წარწერით სახელისა: მირქმა იჳ ქე. ქვემოდ მხედრულითვე
უწერია:
სიძველისაგან განვაახლე მირქმის ხატი ესე და შევსწირე
მე მღუდელმა სვიმონ გაბია(ნ)მან საოხად სულისა ჩემისა
სამების ეკლესიას.
14. ორი ხის ჯვარი შუათანა ზომისა, რომელნიც უნდა მდგარიყვნენ კანკელის წინ,
მაგრამ ეხლა კანკელზე არიან ამართულნი კუთხეებში. ორივე ჯვარი შეძერწილია
ვერცხლის ფირფიტებით მხოლოდ პირველ გვერდზე; ჯვარს, რომელიც მარცხნივ
არის ამართული, აქვს შუაში უმბო, ქვით შემკობილი. ფირფიტებზე წარმოდგენილია
უმეტესად წმ. გიორგის სახე, ცხენით; მხედარი გმირავს გვირგვინოსანს. იმ ჯვარზე,
რომელიც მარჯვნივ არის, გამოსახულნი არიან ორ-ორი წმიდანი სუსტის რელიეფით,
უფრო ხშირად აქაც წმ. გიორგია წარმოდგენილი.

 

 

სოფელი მარგვიში.

სოფელ მარგვიშში ყოფილა პატარა ქვის ეკლესია, რომელიც ეხლა დანგრეულია
და მიტოვებული; კანკელი ქვისა არის. სახურავი ფილაქნის ქვებისა აქვს. ყველა
კედლები ეკლესიისა, გარდა სამხრეთის კედლისა, შემკობილია პილასტრებით.
კედლებზე აქა-იქ ემჩნევა წარწერები ხუცური. აღმოსავლეთის კედელზე:
ქ. ამისა აღმშენებელსა. . . შნს ღნ ან.
ჩრდილოეთის კედელზე: … შეცოდებანი … ერთი ქვა წარწერის ნაშთით
თავუკუღმა არის მოქცეული ჩრდილოეთის კედელში. აქედან სჩანს, რომ ეკლესია
უჯეროდ შეკეთებული ყოფილა წინა დროში. კანკელს ერთი აღსავლის კარი აქვს
მხოლოდ. ამ კარის მრგვალი სვეტებიდან გადადის ორი კამარა, მარჯვნივ და
მარცხნივ ხატებისათვის. სვეტების ბაზები შემკობილია სიმრგვალეებით. კანკელზე
და ეკლესიის კედლებზე შიგნით ემჩნევა ფრესკების ნაშთები მხედრულის
წარწერებით, რომელნიც მოგვაგონებენ სოფ. დაბიშის ეკლესიის ფრესკებს და
წარწერებს. დასავლეთის კედელზე ჯერ კიდევ კარგად დაცულია სცენა, როგორ
ართმევს ეშმაკი, სატანა, ანგელოზს პატარა ბავშვს. ეშმაკი კუროს თავით არის
წარმოდგენილი, რქებით და ფრთებით. ამის გვერდით წ- ა გიორგი ვეშაპს გმირავს
შუბით. საკურთხეველში ემჩნევა ფრესკები მაცხოვრისა, წ- ა ნიკოლოზისა და ბასილი
დიდისა. ამ მიტოვებულს ეკლესიაში ჩვენ ვნახეთ მარტო ერთი ხატი წმ. გიორგისა,
23X18 სანტ. ვერცხლისა, ნაჭედი; მხედარი ცხენით არის წარმოდგენილი და გმირავს
გვირგვინოსანს. ქვემოდ, გაფუჭებულ მხედრულ წარწერაში იკითხება: წ- ო მთავარ
მოწამეო შე …
ხელობა ტლანქია, სვანური, მე-19 საუკ. (№16905).

სოფელი ღობი.
სოფელი ღობი გაშენებულია ღობის წყლის პირზე, რომელიც არის შენაკადი
ცხენის წყლისა, მარცხნივ. პატარა ქვის ეკლესია ამ სოფლისა ზედ წყლის პირად არის
ამართული და წყალდიდობის დროს ეკლესიაში წყალი შედის; ამიტომ აქ დიდი
ნოტიობა არის. აღმოსავლეთის ნაწილი ეკლესიისა შემკობილია სამი კამარით,
რომელნიც ეპყრობიან პილიასტრებს; შუა კამარაში ფანჯარაა ჯვარით.
აღმოსავლეთის კედლის ფრონტონის წვერში არის ქვიდან გამოქანდაკებული ცხვრის
თავი; მის ქვემოდ სამი ლამაზი პასკა (შიშკი). საკურთხეველის კედელში ორი უბეა.
კანკელი ქვისაა ერთის აღსავალის კარით. შესავალი მარტო დასავლეთიდან არის.
ფანჯარა არის, გარდა აღმოსავლეთისა, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. კედლები
შიგნით მოხატული ყოფილა ლამაზი ფრესკებით; ყველაზე უკეთესით სადადიანო
სვანეთში, ხუცური წარწერებით; საკურთხეველში კარგად ყოფილა დაცული
ფრესკები იოანე ოქროპირისა, წარწერით: იე ოქროპირი; ბასილი დიდისა: წჲ
ბასილი. ამათ ეტრატები აქვთ ხელთა ხუცური ტექსტებით. ტრაპეზი კედელზეა
მიშენებული; მასზე ჯვარია დახატული, წარწერით: ჯი ქე- სი. ეკლესია დახურულია
ყავრით. ეკლესიაში ინახება მხოლოდ ორი ხატი:
1. ხატი ღვთის მშობლისა ჩჩვილედი, ვერცხლისა, მოოქრული, ნაჭედი, 49X43
სანტ. ღვთის მშობელი ტახტზე მჯდომარეა ძითურთ; მის ზემოდ ორივეს მხრით
მთავარანგელოზებია, მფრინავი პოზით და წარწერებით: წჲ მქლ, გბლ. აქეთ-იქით
ტახტისა პეტრე და პავლეა. აშია მოჩუქურთმებული დაცულია მთელად მხოლოდ
მარცხნივ, ზემოდ მარტო ორი მედალიონია შენახული, და მარჯვნივ ერთი. მარცხენა
აშიაზე, შუაში, მედალიონში წარმოდგენილია პავლე მთელის ტანით და ღვთის
მშობელი ზემოდ. მარჯვენა აშიაზე წმ. გიორგია (№16896). ქვემოდ ხატისა ხუცური
წარწერა:
წო ღვთის მშობელო შე იწას სფლი დაშშთ ილოცეთ.
ესე იგი: წმიდაო ღვთის მშობელო, შეიწყალე იწას სოფელი და შიშით ილოცევით.
სოფელი იწა გაშენებული ყოფილა ღობის ზემო მთაზე, მაგრამ ეხლა
მიტოვებულია.
ეს ხატი ფრიად ემსგავსება კარედიან ხატებს ჩუკულისა, რომელიც ზემოდ იყო
აღწერილი მე-7 ნომრით, და ჩიხარეშის პირველი ნომრით აღწერილს (შეადარე
ფოტოგრაფიები №№189,16857,16879), მაგრამ ეს გაცილებით მეტად ტლანქი
ხელობისა არის, უშნო, მახინჯი ფიგურები, ულაზათო, ტლანქი ტანისამოსი მათი
უფრო მოგვაგონებენ ესკიმოსებს, ვიდრე წმიდათა სახეებს. ხატი მე-18 საუკ. უნდა
იყოს. განხილული ხატი დარჭობილია ხეტარზე ფართო პირით და ასრულებს
ბოყერის მაგიერობას.

2. ხატი მთავარ ანგელოზ მიქელისა, მოოქრული, ვერცხლისა, ნაჭედი, 31X21 სანტ.
ლამაზი ხელობის არის. წარწერები სახელისა ბერძნულია. მთავარ ანგელოზი ლამაზი
ქალის სახითაა წარმოდგენილი, სრულის ტანით, მარჯვენა ხელში ლაბარუმი აქვს,
მარცხენაში ბურთი; ტანისამოსი სამეფო ბიზანტიური; სურათი წერტილებით
შემდგარ ოთხკუთხედშია. აშია მერმინდელი უნდა იყოს, სხვა და სხვა; ზემოდ და
ქვემოდ პრტყელი ლურსმულ-რომბური, მარჯვენა არ შენახულა; მარცხენა ოვალური
წრეებით არის შემდგარი (№16895).
3. სპილენძის დოქი, შემკობილი ლამაზად აღმოსავლეთის ხლართულებით,
გატეხილი. ეხლა საქ. საისტ. და საეთნ. მუზეუმშია.

 

სოფელი ლამზაგორი.

სოფელი ლამზაგორი გელოვანების სოფელია, ლამაზი და აქ არის გელოვანების
კოშკიც (№17624).
ლაშხეთის საზოგადოებიდან გზა გადადის ლათფარის უღელტეხილით ზემო
სვანეთში ანუ ენგურის სვანეთში. მანამ ამ გზას შეუდგებოდეთ, უნდა გაუაროთ
ტყიან მთას ლუდჟის მდინარის პირად. ამ მთაზე არის გაშენებული ფრიად ლამაზი
ლუჯის ციხე (№№100,160,162). თვით უღელტეხილის დასაწყისი გარდაფხაძეების
სოფლიდან იხ. №17623.