ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

✅ერთი თვის წინ, ძლიერი წვიმების შედეგად, ჩოლურის თემის ხუთ სოფელში სტიქიამ, მნიშვნელოვანად დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები- შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები, ხიდები, ელექტრო გადამცემი ბოძები. სტიქიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამოდენიმე სოფელი დროებით მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს.
✅აქტიური სამუშაოების შედეგად ყველა სოფელში უმოკლეს ვადაში აღდგა ელექტროენერგია და გაიხსნა, როგორც შიდა სასოფლო ასევე ცენტრალური გზა, თუმცა განმეორებითმა სტიქიამ, კვლავ, დააზიანა აღდგენილი გზა, რის გამოც შეიზღუდა სოფელ დურაშისა და საყდრის მიმართულებით გადაადგილება.
✅ამჟამად, ინტენსიურად მიმდინარეობს სოფ. საყდრისა და დურაშის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის აღდგენის სამუშაოები, მძიმე ტექნიკით მუშაობის პროცესში, ზოგჯერ, უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელი ხდება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა.
✅აღსანიშნავია, რომ აქტიური სამუშაოების შედეგად ალტერნატიული გზის მშენებლობა რამოდენიმე დღეში დასრულდება და მოსახლეობა შეძლებს შეუფერხებლად გადაადგილებას.