წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღელეების ადიდება გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რამდენიმე ოჯახს.
წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.
არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდნენ, უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტირება შესაბამისი სამსახურების მიერ აღნიშნული პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.