სპორტდარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

✅ახალი ეკონომიკური აქტივობებისა და ახალგაზრდობის სტიმულირების მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
✅რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა და მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძემ დაბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი-სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
✅სამუშაოების მეორე ეტაპზე, კარ-ფანჯრების მონტაჟი, კედლების შელესვა, ეზოს კეთილმოწყობა, შემოღობვა, წყალკანალიზაცია, გარე კანალიზაცია, გათბობა-ვენტილაცია და ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
✅სამუშაოებს შ.პ.ს ,,აბსოლუტპლუსი’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 479, 770 ლარია. სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
✅პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.