სპექტაკლი ,,ლუშნუ”

💫დაბა ლენტეხში, ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში, დღეს ტურნეს ფარგლებში, ლაშა ონიანის სპექტაკლის (,,ლუშნუ”) ჩვენება გაიმართა, რომელიც სვანეთის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს.
💥სცენარში მიმოხილულია სხვადასხვა ისტორიული ამბები. გამოყენებულია ავტორთა ციტირებები სვანური ფოლკლორიდან. ეყრდნობა წერილობით წყაროებს, რომლებიც მრავალი საუკუნის წინ დაწყებული სვანური ცხოვრების გზას ნათელს ჰფენს.
💥შემეცნებით-სათავგადასავლო ჟანრის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ეთნო სპექტაკლის მიზანი იყო, გაეცნო ფართო საზოგადოებისთვის. სვანეთის ისტორიული როლი , რომელიც განუყოფელია საქართველოს ეროვნული განვითარებისა და მისი კულტურული მემკვიდრეობისგან.
💫სპექტაკლს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
💫პროექტის მხარდამჭერი , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო , ასევე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია გახლდათ.
💫აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი სანახაობრივად საინტერესო იყო და მაყურებლის დიდი მოწონება, ოვაციები დაიმსახურა.
💫ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, მადლობას უხდის , მთელ შემოქმედებით კოლექტივს, საინტერესო სპექტაკლის ჩვენებისთვის , რომელიც მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს ეხებოდა, სვანეთის წარსულიდან.
💫ასევე, კულტურის სახლის სტუმრების მისაღებ სივრცეში გაიმართა, სამხატვრო სკოლის დირექტორის თამილა ლიპარტელიანის-სვანური თემატიკით შექმნილი ნახატების პერსონალური გამოფენა.